რა იზღუდება 28 ნოემბრიდან – ნახეთ სრული სია

რა იზღუდება 28 ნოემბრიდან - ნახეთ სრული სიაუწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28   ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;
მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია:
პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway
„დელივერი“
„დრაივი“
ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების  ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.
დიდ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში,  ქ. ქუთაისში,  ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში – და სათხილამურო კურორტები – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

ქ. თბილისის,  ქ. თელავის, ქ. ბათუმის,  ქ. ქუთაისის,  ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
სათხილამურო კურორტებზე ასევე:

სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
 24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:

 ქვეყნის მასშტაბით:

იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
 3  იანვარი – 15 იანვრის პერიოდში

ქვეყნის მასშტაბით:

ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
 16 იანვარი – 31 იანვარი, ქვეყნის მასშტაბით:

აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას
 მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:

1.      სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

2.      საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

3.      სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

4.      დელივერსა და გატანის სერვისებს;

5.      სილამაზის სალონებისა და  ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;

6.      ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

7.      საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

8.      აგრარული ბაზრობის მუშაობას

9.      და სხვ.

არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.

მთავარი