არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქში დაწერა: “განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ ვაპირებთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. სხვა საკითხებზე, კონსტიტუციის ფარგლებში, გვაქვს დიალოგი ოპოზიციასთან და შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას […]
კატეგორია: აქტუალური
ჯონდი ბაღათურია – “1938 წლის რუკით, უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოში შედის”
ჯონდი ბაღათურია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში დავით გარეჯის თემაზე საუბრობს: – აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დავით გარეჯთან დაკავშირებით სამი დოკუმენტი შედგა. ერთი დოკუმენტი შედგა 1920 წლის 12 ივნისს, ეს არის აღსტაფის საზავო ხელშეკრულება საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის. მაშინ საქართველოს გასაბჭოება ჯერ კიდევ მომხდარი არ იყო. ამ ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიას ეკუთვნოდა […]
ზურა ჯაფარიძე – “იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი “გირჩში აღარ იქნებიან”
ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს. ჯაფარიძე თანაპარტიელებთან დაპირისპირების მიზეზებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ მთელი პასუხისმგებლობა მასზეა. მისივე განმარტებით, „გირჩის“ მთავარი ბრძოლა წინაა. “სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და […]
“ქართული ოცნება” – 90 მანდატი, ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია – 36, ევროპული საქართველო – 5 – ცესკოს საბოლოო შედეგები
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, რომელიც ცესკომ დღეს გამოაქვეყნა, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. ყველაზე მეტი – 90 მანდატი (60 – პროპორციული წესით, 30 – მაჟორიტარული წესით) “ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. დანარჩენ რვა პოლიტიკურ გაერთიანებას შორის კი, მანდატები ასე გადანაწილდა: ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” – 36 მანდატი; “ევროპული საქართველო“ – […]
ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება
მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს. არსებული ინფორმაციით, სახელისუფლო პარტიაში პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის სავარაუდო თარიღად სწორედ 11 დეკემბერი იხილება, თუმცა თარიღზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და “ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დასრულებას ელიან. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს. ამასთან, […]
გახარიამ ტიკარაძეს ბოთლი ესროლა – ჯანდაცვის მინისტრი პრემიერს დაემუქრა
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის დიდი დაპირისპირებაა. გახარია, რომელმაც პანდემიის პირობებში საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საუკეთესო კრიზის-მენეჯერის სტატუსი საკუთარ აქტივში ნაადრევად ჩაიწერა, ბოლოდროინდელ კატასტროფულ მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრს აბრალებს. ტიკარაძე კი თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ ამაში ბრალი პრემიერ-მინისტრს მიუძღვის. ჯანდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ საჯაროდაც გამოთქვა უკმაყოფილება. ტიკარაძის თქმით, ზაფხულში მთავრობას მისთვის […]
“პურის ფასი არ გაიზრდება” – ლევან დავითაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი დაასუბსიდიროს. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პურის ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. „ბოლო დღეების განმავლობაში ხშირი იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნებოდა პურზე ფასები. ძალიან ბევრი განცხადება იყო, რომ არსებობს ობიექტური გარემოება, რომლის შესაბამისად, ქვეყანაში […]
რა იზღუდება 28 ნოემბრიდან – ნახეთ სრული სია
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე; მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ […]
10 ქალაქში პირველი სემესტრის დასრულებამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში იქნება
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო – ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. “საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე […]
აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გახდება
ჯო ბაიდენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნად, სავარაუდოდ, ანტონი ბლინკენს, გაეროში აშშ-ის ელჩად კი – ლინდა ტომას-გრინფილდს წარადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პრეზიდენტთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ენტონი ბლინკენს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ლინდა ტომას გრინფილდი კი ობამას მმართველობის პერიოდში 2013 წლიდან 2017 წლამდე აფრიკის საკითხებში აშშ-ის […]










