კატეგორია: აქტუალური

ბეჟან ლორთქიფანიძისადმი სოლიდარობის გამო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი “ნაკრესი” საქმიანობას წყვეტს

სოლიდარობა ივანიშვილის მიერ დაპატიმრებულ ბეჟან ლორთქიფანიძეს, – ამ მოტივით სამეცნიერო კვლევითი ცენტრი “ნაკრესი” საქმიანობას წყვეტს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ ფორმით პროტესტს უცხადებს. ბეჟან ლორთქიფანძეს, რომელიც ცენტრის თანამშრომელი და National Geographic-ის მკვლევარია, საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა გუშინ შეუფარდა. ლორთქიფანიძის მხარდამჭერები თვლიან, რომ პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა და სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული […]

ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს და სოციალურ ქსელში, მყონვარწვერზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. . „მისია შესრულებულია! ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდა. მადლობას ვუხდით ყველას შესანიშნავი რჩევებისთვის ყაზბეგის შესახებ. კიდევ მოგვწერეთ“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს Facebook გვერდზე. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის […]

გია ხუხაშვილი – დღეს სასამართლომ რუსთავი-2 ირაკლი ოქრუაშვილს მიანიჭა…

ექსპერტი გია ხუხაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: „დღეს სასამართლომ რუსთავი-2 ირაკლი ოქრუაშვილს მიანიჭა“…

კახა კოჟორიძე – “თადუმაძე როცა კალაძის ადვოკატი იყო, მაშინ სწორი პოზიცია ეკავა”

სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში იურისტი კახა კოჟორიძე აფასებს. – ბატონო კახა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმდინარეობს გასაუბრებები. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას? – დაძაბული, ქაოტური პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ზოგადად საზოგდოებრივ აზრს და ინტერესს მიავიწყდება ხოლმე სისტემური თემები და მძაფრ პოლიტიკურ მიმდინარე მოვლენებზე უფრო ფოკუსირდება ხოლმე. ეს ერთი მხრივ გასაგებია, როდესაც 20-21 ივნისის მოვლენები […]

ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროდან წერილი გამოაგზავნა – ”არ დავუთმობ არც „რუსთავი 2″-ს და ვერც სხვა საქმეებზე გამაჩერებს”

პარტია „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც გუშინ დააკავეს, დღეს საპატიმროდან წერილი გამოაგზავნა. მისი გზავნილი პოლიციის მთავარი სამმართველოდან მისმა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა გაახმოვანა. „ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის თუ საჭიროა ციხეში ვიჯდე, ვიჯდები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მომიწევს. ციხიდან არანაკლებ გავაგრძელებ მისი ხელისუფლების ნგრევას და არ დავუთმობ არც „რუსთავი 2″ -ს და ვერც სხვა […]

სააკაშვილი – “გამოწვევა მიღებულია, ხიხო! ჩვენც დაგიჩქარებთ და მოგხედავთ”

“ივანიშვილი ღიად დაუპირისპირდა ოქრუაშვილს მას შემდეგ, რაც მან დაიწყო იმის ლაპარაკი, რაც ივანიშვილს არ მოსწონდა. მანამდე ნახეათ რაც ქნა ხაზარაძეზე, დღეს ეკა კვესიტაძეზე… თუ 2012 წელს მან მოახერხა რეინდერული ხელში ჩაგდება ხელისუფლების, ახლა ხდება თითოეული ქართველის ცხოვრების რეინდერული ხელში ჩაგდება. ეს არის ჩვეულებრივი “ბეზპრედელშიკი” რეიდერი, რომელიც ბოლომდე ახდენს ქართული ცხოვრების ყველა ასპექტის მონოპოლიზაციას და ჯიბეში […]

“ევროპული საქართველო” ბოკერიას და ბაქრაძე-უგულავას პოლიტიკურ ბანაკებად დაიყო 

“ევროპულ საქართველოში” დაპირისპირებაა. გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას შორის პოლიტიკურ მომავალთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით აზრთა სავადასხვაობაა. ინფორმაცია ამის შესახებ პოლიტიკურ კულუარებში ორ კვირაზე მეტია ვრცელდება. “ის, რომ ევროპულ საქართველოში განხეთქილებაა, ოპონენტების პროპაგანდაა. მე მგონი ღრმად ცდება ის, ვისაც ეს შთაბეჭდილება დარჩა. ჩვენ ჯანმრთელი პოლიტიკური ძალა ვართ და თუ ასეთი ბზარი გაჩნდა, ყველა გაიგებს. უბრალოდ, ეს […]

გიორგი მარგველაშვილი – რატომ აიყვანეს ოქრუაშვილი ქუჩაში? სპეცოპერაცია იყო თუ რა? ეს გზა დიდი ნაღმების მატარებელია“

„პოლიტიკური ლიდერის დაკავება მაღალსტანდარტებს უნდა ექვემდებარებოდეს. რატომ აიყვანეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ქუჩაში? სპეცოპერაცია იყო თუ რა? ჩვენ უკვე გავიარეთ ტელედაკავებები და ა.შ. ოპოზიციას, საზოგადოებას, მედიას ელაპარაკებიან პროკურორები.. ეს ყველაფერი არ უნდა ხდებოდეს პროკურატურის ბრიფინგებით… ამ ადამიანის აყვანა ძალიან მაღალის  სტანარტით უნდა ხდებოდეს და არა ასე…  ტელედაპატიმრებები 2003 წელს იყო და ეს ძალიან ცუდი გზა არის, დიდი […]

აშშ-ის საელჩომ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გამო შეშფოთება გამოთქვა

ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რითაც საელჩო „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება. ამასთან, საელჩო ხაზს უსვამს, რომ აშშ მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში. “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ […]

ნინო ლომჯარია – “ქიბარ ხალვაშს რუსთავი 2-ის გადაფორმებით კანონი არ დაურღვევია”

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქიბარ ხალვაშს კანონი არ დაურღვევია, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების გაუქმების შემდეგ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა. „რა თქმა უნდა, სტრასბურგის გადაწყვეტილება, ზოგადად, ძალაში შედის მას შემდეგ, რაც გასაჩივრების ვადა გადის და ეს ამ შემთხვევაშიც ასეა. თუმცა, საქმე ეხებოდა დროებითი ღონისძიების გაუქმებას, ანუ […]