ეკა ბესლიას ახალი პოლიტიკური პარტიის სამომავლო გეგმებსა და შანსებზე, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” ისაუბრა. მისი თქნით, ბესელიას, კვაჭანტირაძისა და ფოფხაძის პარტიას შანსები აქვს საპარლამენტო პარტია გახდნენ. “არ მგონია ბესელიას პარტიამ რაიმე რადიკალური ცვლილებები შეიტანოს პოლიტიკურ დღისწესრიგში და ამ ყველაფერს ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ. ის რომ ბარიერი გადალახონ და საპარლამენტო პარტია გახდნენ ამის შანსები აქვთ” – განაცხადა […]
კატეგორია: აქტუალური
ეკა ბესელიამ ახალი პარტია შექმნა – მასთან ზვიად კვაჭანტირაძე და გედი ფოფხაძე იქნებიან
ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს. „ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატმა საგანგებო განცხადება გააკეთა და გუნდის წევრები წარუდგინა საზოგადოებას. ეკა ბესელიას გუნდში გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე იქნებიან. „ქვეყანაში არსებული დღევანდელი ვითარების გამო, რომლის მსგავსი ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუვლია და რომლის დადებითად დაძლევის და გადაწყვეტის არერთგზის ისტორიული გამოცდილებაც არსებობს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა სამართლიანობისთვის,“ – განაცხადა ეკა […]
გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ გაძევებას ითხოვენ
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც მაღაროელებმა შეხვედრა დატოვეს და კომპანიის ჭიათურიდან წასვლას მოითხოვეს. მათ ქალაქში კომპანიის წასვლის მოთხოვნით მსვლელობა მოაწყვეს. მაღაროელების განცხადებით, გაფიცვა და შიმშილობა გრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნების არ დაკმაყოფილდება. ჭიათურაში მაღაროელები მეათე დღეა შიმშილობენ. ერთ-ერთი დღეს შეუძლოდ გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, […]
“მკაცრად უნდა იყოს დაცული ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესები” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი, ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. “სანამ ცნობილი არ არის აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკების შედეგები, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება,” – წერს დეკანოზი და იქვე აღნიშნავს: “საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ადევნებს თვალს პროცესს და ველოდებით ბატონი დავით ზალკანიანის და უშუალოდ პრემიერ მინისტრის ჩართულობით მიმდინარე დიალოგის რეზულტატს. როგორც ადრევე იყო საპატრიარქოს […]
ადვოკატ ოლიკო კვინიკაძესა და მის მეუღლეს თავს დაესხნენ – ადვოკატთა ასოციაცია
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის ცნობილი გახდა 2019 წლის 18 მაისს ქალაქ ქუთაისში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატ ოლიკო კვინიკაძესა და მის ოჯახის წევრებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ. კერძოდ, ადვოკატსა და მის ოჯახის წევრებს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა რამდენიმე უცნობი პირი. ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყოთ სისხლისსამართლებრივი დევნა თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის მიმართ და მოგვაწოდოთ […]
“კალაძეს ივანიშვილის წინააღმდეგ არც ინტელექტი ეყოფა და არც ფული”
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო დავით, ენდიაის კვლევით, პოლიტიკოსთა რეინტინგში პირველ ადგილს კახა კალაძე და დავით სერგეენკო იკავებენ. თქვენ რითი ხსნით მათ ლიდერობას? – კახა კალაძე “ქართული ოცნების” გენერალური მდივანია, თბილისის მერია. თბილისში ყველაზე მეტი ამომრჩეველია. შესაბამისად, ცნობადობაც მაღალი აქვს. ადამიანებთან […]
ბორჯომელი მანანა გოგოლაძე ესპანეთის არჩევნებში კანდიდატად წარადგინეს
ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში მმართველმა, სოციალისტურმა პარტიამ, ქალაქის ადგილობრივ არჩევნებში ერთ-ერთ კანდიდატად, ქართველი მანანა გოგოლაძე წარადგინა. არჩევნები მიმდინარე წლის 26 მაისს გაიმართება. პედრო სანჩესის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში მანანა გოგოლაძე, რომელსაც პოლიტიკაში წასვლაზე არასდროს უფიქრია, ქალაქის მმართველობაში აღმოჩნდება. ამბობს, რომ კანდიდატად წარდგენა სიურპრიზი იყო და თვლის, რომ ეს შესაძლებლობა მისი პირადი ვალია, მშობლიურ ქვეყანას ესპანეთში პოპულარიზება გაუწიოს. […]
ალასანია და უსუფაშვილი „ევროპულ საქართველოსთან“ ერთიანდებიან?
პარტნიორთა წრის გაფართოება საჭიროა და ჩემთვის ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი მისაღებია, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას. „არ მინდა, რამეს წინ გავუსწრო. იმიტომ, რომ არანაირი ფაქტი ჯერ არ შემდგარა. ირაკლი ალასანიასთან შეხვედრა არ მქონია. მას საერთოდ პოლიტიკური განცხადება არც გაუკეთებია. მან შალვა შავგულიძეს დაუჭირა მხარი“, – […]
ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტი დაითხოვა
უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ, ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის უმაღლესი რადის დათხოვნის შესახებ გამოაცხადა. ამისთვის მან პარლამენტს 2 თვის ვადა მისცა და რამდენიმე გადაუდებელი კანონის მიღება მოსთხოვა. ზელენსკიმ მთავრობასაც გადადგომისკენ მოუწოდა და აშშ-ის პრეზიდენტ რეიგანის, ასევე ყოფილი მსახიობის, სიტყვების ციტირება მოახდინა: “მთავრობა ჩვენს პრობლემებს არ წყვეტს, მთავრობა თავადაა ჩვენი პრობლემა”.
მთაწმინდა – კახაძე 41%, შავგულიძე 36,83% – იქნება მეორე ტური
ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ყველა უბნის მონაცემების დათვლის მიხედვით, მთაწმინდაზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 6.036 ხმა. „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მიიღო ხმების 36,83%, რაც რაოდენობრივად 5.422 ხმაა. მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სულ 31 უბანი იყო გახსნილი […]









