ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტი დაითხოვა

ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტი დაითხოვაუკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ, ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის უმაღლესი რადის დათხოვნის შესახებ გამოაცხადა.

ამისთვის მან პარლამენტს 2 თვის ვადა მისცა და რამდენიმე გადაუდებელი კანონის მიღება მოსთხოვა.

ზელენსკიმ მთავრობასაც გადადგომისკენ მოუწოდა და აშშ-ის პრეზიდენტ რეიგანის, ასევე ყოფილი მსახიობის, სიტყვების ციტირება მოახდინა:

“მთავრობა ჩვენს პრობლემებს არ წყვეტს, მთავრობა თავადაა ჩვენი პრობლემა”.