“მკაცრად უნდა იყოს დაცული ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესები” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი, ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“სანამ ცნობილი არ არის აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკების შედეგები, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება,” – წერს დეკანოზი და იქვე აღნიშნავს:

“საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ადევნებს თვალს პროცესს და ველოდებით ბატონი დავით ზალკანიანის და უშუალოდ პრემიერ მინისტრის ჩართულობით მიმდინარე დიალოგის რეზულტატს. როგორც ადრევე იყო საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამი, მნიშვნელოვანია მკაცრად იყოს დაცული ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესები,” – წერს ჯაღმაიძე.

25 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტეერთან მისასვლელი ბილიკი გადაკეტეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი