ჩვენი მორჩილები ზემოთ არიან, გვაქვს კავშირი და ამ დროისთვის არანაირი ცვლილება არ არის. შეიძლება მხარეები ცენტრალურ დონეზე შეთანხმდნენ,თუმცა ჯერ პერიფერიებში ბრძანება არ მიუღიათ, – ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ისევ დაკავებული აქვთ ის ტერიტორიები, ისევ დგანან სამხედროები და არ უშვებენ ჩვენს მომლოცველებს. იმედია, რადგან განცხადება გააკეთეს, ტყუილს არ იტყოდნენ და […]
კატეგორია: აქტუალური
ნათია მეზვრიშვილი – ”ჩვენ ჯიბღაშვილი დავაკავეთ, პროკურატურამ გამოუშვა, ეს არ ნიშნავს, რომ ჯიბღაშვილმა სასჯელი აიცილა”
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ბატონი ჯიბღაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი ბრალდებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯიბღაშვილი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დააკავა. “სამინისტრო არ გახლავთ უფლებამოსილი, რომ აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოს პირის მიმართ. ყველაზე მკაცრი ზომა, რისი განხორციელებაც სამინისტროს შეუძლია, ეს გახლავთ დაკავება და სამინისტრომ ეს ყველაზე მკაცრი ზომა […]
მთავრობა გადასადგომად ემზადება – ვინ მოხვდება გახარიას სიაში
მმართველ პარტიაში დიდი ცვლილებებისთვის ემზადებიან – “ქართული ოცნების” კულუარებში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში მამუკა ბახტაძე და, შესაბამისად, მთავრობაც გადადგება. სამთავრობო ცვლილებები ამათ ისედაც დაგეგმილი ჰქონდათ, მაგრამ პანკისურმა გაუგებრობამ კიდევ უფრო დააჩქარა ეს პროცესი. ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გაგრძელება მოჰყვება პანკისობა 2019-ს, რომელიც “ქართულ ოცნებას” და საქართველოსაც შეიძლება ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს. ხმები მამუკა […]
ჩუგოშვილი პანკისის მოვლენებზე – “პოლიციელებზე თავდასხმა გაუმართლებელია, ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს“
პოლიციელებზე თავდასხმა არის დაუშვებელი – ასე ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პანკისში განვითარებულ მოვლენებს. მმართველი გუნდის წევრები ღიად მიანიშნებენ, რომ ხეობაში სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. მათი განცხადებით, პოლიციელებზე თავდასხმა დაუშვებელია. „პირველ რიგში, ძალიან სამწუხარო იყო ის ესკალაცია, რომელიც ვნახეთ. ამ საკითხს რამდენიმე სახე მხარე აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა არის დაუშვებელი. არც ერთი არგუმენტით ეს […]
ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს – ,,სასწრაფოდ დაურეკეთ კალაძეს”
“თაიმერის” ინფორმაციით, თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს. წყაროს ინფორმაციით, დაკავება თბილისში მოხდა. დაკავების მომენტში ცნობილი მსახიობი დასახმარებლად თბილისის მერის კახი კალაძის სახელს ახსენებდა. ,,სასწრაფოდ დაურეკეთ კალაძეს” – თვითმხილველების ინფორმაციით დაკავების მომენტში ცნობილი ბიზნესმენი თბილისის მერის სახელს ახსენებდა და ითხოვდა,რომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია კახი კალაძისთვის მიეწოდებინათ. საუბარია დიდი რაოდენობით,სხვადასხვა სახის […]
ნინო ჩხობაძე – “პანკისის ხეობა არის პატარა და ნებისმიერი მოცულობის ჰესი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი”
„მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. იმ საფრთხეებს, რაზეც პანკისის მოსახლეობა საუბრობს, ნინო ჩხობაძეც იზიარებს. იგი აცხადებს, რომ პროცედურები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო მშენებლობის დაწყებამდე, არ განხორციელდა, ამიტომ მოსახლეობის შიში გამართლებულია. მისივე თქმით, მოლაპარაკებები მოსახლეობასთან უნდა ეწარმოებინა ინვესტორს და არა პოლიციას. „თვითონ პანკისის ხეობა არის ძალიან მცირე და პატარა და არ აქვს მნიშვნელობა […]
კახა საბანაძე პანკისში ჩავიდა – “ჰესის მშენებლობა შეჩერებულია, თელავში დავილაპარაკოთ”
ჩვენ ვესაუბრეთ უხუცესებს, გვსურს შევხვდეთ თელავში და დავილაპარაკოთ, როგორც ხედავთ ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერდა, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ. საბანაძემ ადგილობრივებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ სხვა შემთხვევაში პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. „მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ამ შემთხვევაში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. სჯობს წავიდეთ თელავშში და დავილაპარაკოთ. წამოვიდეს ვინც უნდა და დიალოგის რეჟიმში განვიხილოთ […]
გია ხუხაშვილი – “ოცნების” შიგნით სრული საგიჟეთია”
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო გია, ბოლო დროს ძალიან ბევრს საუბრობენ ვადამდელ არჩევნებზე. თითქოს ბიძინა ივანიშვილს არწმუნებენ, რომ თვითგადარჩენისთვის ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია. რამდენად რეალურია, რომ საპარლამენტო არჩევნები მართლაც დაინიშნოს? – წმინდა პოლიტ-ტექნოლოგიურად ვადამდელი არჩევნები მართლაც ერთადერთი სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა არსებულ ვითარებაში, მაგრამ მე არ ვარ […]
ირაკლი ოქრუაშვილი – ”გილოცავთ, ქურდების მოხსნილი პირველი მინისტრი გვყავს”
”სასოფლო მიწის გაყიდვაზე მორატორიუმის მოხსნა გთხოვეთ თქვე უტვინოებო, მინისტრის კი არა. ”ოცნება” და უცოდინრობა ნამდვილად სინონიმებია თან გან(უ)კურნებადი და გამო(უ)სწორებადი”, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი. თავდაცვის ყოფილი მინისტრის აცხადებს, რომ ქობულიას მოხსნაში ქურდების ხელი ურევია ”მე კი ვიცი რა საქმესაც გადაყვა და ვისი ხელიც ურევია….. გილოცავთ, ქურდების მოხსნილი პირველი მინისტრი გვყავს უკვე”. ირაკლი ოქრუაშვილი […]
დავით დარჩიაშვილი – “2020-ში არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა იქნება”
“ევროპული საქართველოს” წევრი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი “ახალ თაობასთან” მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო დავით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” კიდევ რამდენიმე წევრმა შეიძლება დატოვოს, მათ შორის საუბარია დეპუტატებზე. შეიძლება პარლამენტში უმრავლესობის პრობლემა შეექმნას მმართველ ძალას? – “ქართულ ოცნებას” როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაეშალა, მაშინ გვითხრეს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არაფერში გვჭირდება, კონსტიტუცია მიღებული […]









