ჩუგოშვილი პანკისის მოვლენებზე – “პოლიციელებზე თავდასხმა გაუმართლებელია, ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს“

ჩუგოშვილი პანკისის მოვლენებზე - "პოლიციელებზე თავდასხმა გაუმართლებელია, ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს“პოლიციელებზე თავდასხმა არის დაუშვებელი – ასე ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პანკისში განვითარებულ მოვლენებს. მმართველი გუნდის წევრები ღიად მიანიშნებენ, რომ ხეობაში სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. მათი განცხადებით, პოლიციელებზე თავდასხმა დაუშვებელია.

„პირველ რიგში, ძალიან სამწუხარო იყო ის ესკალაცია, რომელიც ვნახეთ. ამ საკითხს რამდენიმე სახე მხარე აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა არის დაუშვებელი. არც ერთი არგუმენტით ეს გამართლებული არ შეიძლება იყოს. რაც ჩვენ ვნახეთ, პოლიციელებზე თავდასხმა, განადგურება მათი ქონების, მათი ჯანმრთელობის დაზიანება, ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ამას არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს. ძალის გადამეტება არ ყოფილა. ფიზიკურად იქ ყოფნა ძალის გადამეტება არ არის. არც ერთ შემთხვევაში ასეთი ტიპის შეტაკებების მოწყობა გამართლებული არ არის. ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რუსთავი 2