შუშის სასახლეში, პარასკევს გამართული მძიმე შეხვედრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მაშინაც ითქვა, საუბარი საკმაოდ დაძაბული იყო. ბიძინა ივანიშვილი იმ დეპუტატებს, რომლებიც ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარს უჭერდნენ განმარტებებს სთხოვდა. წყაროს ცნობით, ექსპრემიერმა კობახიძის მხარი ღიად დაიკავა, რასაც “ქართული ოცნების” დეპუტატის, ზაზა პაპუაშვილის გაღიზიანება გამოიწვია, რომელმაც საკუთარი მოსაზრება ივანიშვილს გააცნო და შეახსენა, რომ “ქართული ოცნება” […]
კატეგორია: აქტუალური
მამუკა არეშიძე – “ხაზარაძის მდგომარეობა მისმა კვირიკაშვილთან მეგობრობამ შეარყია”
პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მამუკა ხაზარაძის მიერ “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს. – ბატონო მამუკა, თქვენ როგორ ხსნით მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას? რატომ თმობს პოზიციებს? – მართალი გითხრათ, ძალიან ბუნდოვანი ისტორიაა. ბევრი კითხვაა, რომელიც პასუხგაუცემელია. თუმცა, მამუკა ხაზარაძის ამ გადაწყვეტილებით, ერთ კითხვას პასუხი ნამდვილად გაეცა. – რას გულისხმობთ? – საზოგადოების ნაწილი, […]
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა
ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა – “მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას ამ წუთებში გააკეთა. „მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა“, – განაცხადა ბესელიამ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო, რადგან უმრავლესობამ 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, მხარი არ დაუჭირა. დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე […]
გიორგი კაპანაძე – “პრესა.ჯი-ს ტერაქტით ემუქრებიან”
პრესა.ჯი-ს “შარლი ებდოს” ანალოგიური თავდასხმით ემუქრებიან – მუქარის წერილი რედაქციის მეილზე მივიდა. საინფორმაციო პორტალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს. მუქარას გიორგი კაპანაძე მათ საქმიანობას – ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კორუფციულ და ქონების მიტაცების საკითხებთან დაკავშირებით დაწერილ სტატიებს უკავშირებს. მომხდართან დაკავშირებით presa.ge დღესვე აპირებს ინფორმაცია მიაწოდოს ამერიკის საელჩოსაც. “ჩვენ მივიღეთ მუქარის სემცველი წერილი, […]
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკიდან“ მიდის
მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ 27 წლის განმავლობაში გაწეული მეგობრობისთვის, თანადგომისთვის და ერთად გაკეთებული საქმეებისთვის.ცხოვრებაში დგება ეტაპები, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებ, მეც ბევრჯერ მქონია ასეთი, ახლაც ამ შემთხვევასთან მაქვს საქმე. აღარ განვმეორდები, […]
“ოცნება” ბესელიას გუნდს გაემიჯნა – “მათ კანონპროექტს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს”
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს. პარტიის პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას. „ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „საჯარო სივრცეში […]
ნიკა მელია: „ხაზარაძე და ჯაფარიძე ყოველდღე უნდა ელოდონ დაპატიმრებას“
„თიბისი ბანკის“ საქმე – გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძე და აბდრი ჯაფარიძე დააკავონ. მელიას თქმით, ივანიშვილის ერთადერთი მიზანი ბანკის ხელში ჩაგდებაა. მისი სურვილია ასევე ანაკლიის პროექტის ჩაშლა: „ადამიანი, პრაქტიკულად, ძებნაზე დასვეს, ფულის გამთეთრებლად გამოაცხადეს, ობიექტური ვარაუდი არსებობს,რომ 600 მილიონი დოლარის გამოყოფის სურვილი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს აღარ გაუჩნდება, […]
მამუკა ხაზარაძის სკანდალური წერილი თანამშრომლებს – „ვერ დავუშვებთ, დაეპატრონონ ჩვენს ბანკს… ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე ამ უთანასწორო ბრძოლაში“
“რუსთავი 2” სკანდალურ წერილს აქვეყნებს.სადაც TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ხელისუფლების მიერ ზეწოლას ადასტურებს. თანამშრომლებისთვის დაგზავნილ კონფიდენციალურ წერილში ხაზარაძე TBC ბანკის გარშემო დაწყებულ კამპანიას პირდაპირ უკავშირებს პოლიტიკას, მისი ბიზნესის მიტაცების სურვილსა და აღნიშნავს, რომ უპრეცენდენტო შემოტევა და ორკესტრირებული თავდასხმა სწორედ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხორციელდება. წერილი, რომელიც ექსკლუზიურად “კურიერმა” მოიპოვა, მამუკა ხაზარძისა და ბადრი ჯაფარიძის გუშინდელ […]
მამალოები წარწერით Stop Russia – 11 წლის გორელი გიორგი შეშაბერიძის ბიზნესი
გიორგი შეშაბერიძემ მამალოების მომზადება Youtube-დან ისწავლა. დღეში 700-მდე მამალოს აკეთებს და ყოველდღიურად გორის სხვადასხვა მაღაზიაში აბარებს, კვირაში რამდენჯერმე კი ბაკურიანისა და ბორჯომის მაღაზიებშიც ახერხებს თავისი პროდუქტის შეტანას. 11 წლის გიორგიმ ბიზნესის წამოწყება მას შემდეგ დაიწყო, რაც მშობლები სამსახურის გარეშე დარჩნენ, სახლი დაკარგეს და ოჯახი იძულებული გახდა ქირით გადასულიყო. რეპორტაჟი გიორგის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალმა […]










