კატეგორია: ეკონომიკა

მუხიანის ყოფილი რადიოქარხანა თემურ უგულავამ 23,3 მლნ ლარად იყიდა

მუხიანის ყოფილი რადიოქარხანა თემურ უგულავამ 23,3 მლნ ლარად იყიდა

მუხიანში ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი აუქციონზე 23 მლნ ლარად გაიყიდა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს. „მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე გვინდა განვავითაროთ პროექტი, რომელიც გლდანის, მუხიანისა და თემქისთვის ერთგვარი ახალი მიზიდულობის ცენტრი იქნება. აღნიშნული პროექტი გატანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია – „ინდუსტრიული ქალაქი“, […]

კალაძე – “კომპანია სვეტის 3 შეჩერებულ პროექტს ემ კვადრატი გადაიბარებს”

კალაძე - "კომპანია სვეტის 3 შეჩერებულ პროექტს ემ კვადრატი გადაიბარებს"

კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს ემ კვადრატი გადაიბარებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „ემ კვადრატი უძრავი ქონებას“ შორის დღეს გაფორმდა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით. „მშენებლობების […]

საქართველოს ბანკის პარტნირობით თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია იმართება

საქართველოს ბანკის პარტნირობით თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია იმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივით, თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „Now What?” იმართება. კონფერენციის მთავარი მიზანია, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიის გამართვა, როგორიცაა საქართველოს ტრანსატლანტიკური პერსპექტივა, დემოკრატიის პროგრესი და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. კონფერენცია თავს უყრის საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებს. კონფერენცია ყოველწლიურად მასპინძლობს უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, კერძო და საჯარო […]

ირაკლი ქადაგიშვილი – “ყურძნის ფასი 70 თეთრზე იაფი არ იქნება”

ირაკლი ქადაგიშვილი - "ყურძნის ფასი 70 თეთრზე იაფი არ იქნება"

კახეთში 2019 წელს დაახლოებით 250.000 ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. ამის შესახებ BM.GE-თან კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყურძნის საშუალო ფასზე საუბარი წინასწარ რთულია, მაგრამ როგორც კახეთის გუბერნატორი ამბობს, ის წელს 70 თეთრზე დაბლა არ ჩამოვა. “რთველი ახლოვდება მე ვფიქრობ, რომ კარგი რთველი გვექნება. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ არ დარჩეს არცერთი კილოგრამი და […]

საქართველოს ბანკი პარალიმპიური კომიტეტის გენერალური პარტნიორი გახდა

საქართველოს ბანკი პარალიმპიური კომიტეტის გენერალური პარტნიორი გახდა

საქართველოს ბანკი ქართველი პარალიმპიელებისა და ქართული სპორტის მხარდაჭერის მიზნით, პარალიმპიური კომიტეტის გენერალური პარტნიორი გახდა. შესაბამის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მხარეებს შორის დღეს მოეწერა.  საქართველოს ბანკი პარალიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში გაუწევს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ შეჯიბრებებში. საქართველოს ბანკისა და ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა და წარმოჩენა საერთაშორისო დონეზე. […]

საქართველოს ბანკმა მომხმარებლებისთვის გადახდის  სრულყოფილი სისტემა

საქართველოს ბანკმა მომხმარებლებისთვის გადახდის  სრულყოფილი სისტემა

3 სექტემბერი, 2019- საქართველოს ბანკმა მომხმარებლისთვის მარტივი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდის სისტემის -Apple Pay-ის წარდგენის შესახებ განაცხადა.  Apple Pay კომპანია Apple-ის მობილური გადახდის სისტემაა, რომელიც iPhone-ის, Apple Watch-ის,  iPad-ის და Mac-ის გამოყენებით მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სმარტფონს საკუთარი საბანკო პლასტიკური ბარათები მიაბან და აწარმოონ გადახდები ბარათის გარეშე.  შეიძინონ სასურველი ნივთი  სწრაფად და კომფორტულად, როგორც  მაღაზიებში, ასევე […]

ეროვნული ბანკი სასადილოს მოსაწყობად 865 000 ლარს დახარჯავს

ეროვნული ბანკი სასადილოს მოსაწყობად 865 000 ლარს დახარჯავს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სასადილოს მოწყობის მიზნით, სათაო ოფისის შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 865 000 ლარია, – ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელები“ წერს. გამოცემას ეროვნულ ბანკში (სებ) განუცხადეს, რომ სამზარეულო, თბილისში, სანაპიროს ქუჩა N2-ში მდებარე იუსტიციის სახლის შენობაში მოეწყობა, სადაც დღეს, ეროვნული ბანკია განთავსებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაგეგმილია შენობის მეოთხე სართულზე ერთ სივრცეში არსებული სამი […]

ამერიკული კომპანია საქართველოსგან 3,5 მლრდ დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს

ამერიკული კომპანია საქართველოსგან 3,5 მლრდ დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს

ამერიკული კომპანია ”ფრონტერა” საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის და 3,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს: „რამდენიმე წლის წინ დავწერე, თანაც არაერთხელ და ახლაც ვიმეორებ, რომ ეს კომპანია ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა კახეთში თითქოსდა გიგანტური გაზისა და ნაბთობის მარაგების არსებობის შესახებ, ამ თაღლითური გზით ბერავდა საფონდო ბირჟაზე აქციების ფასებს, მოტყუებით შოულობდა გარკვეული ოდენობის თანხას და თითქმის […]

კობა გვენეტაძე – არ გადავდგები!

კობა გვენეტაძე - არ გადავდგები!

“მცურავი კურსის პირობებში აბსოლუტურად შეუძლებელია ლარის კურსზე პროგნოზების გაკეთება. ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების გამო შეიქმნა მოლოდინი, რომ სავალუტო შემოსავლები უფრო ცუდი იქნებოდა, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა, რამაც მოახდინა გავლენა ლარის კურსზე. ჩვენ რაიმე კონკრეტული ნიშნული ლარის კურსისთვის არ გვაქვს, ჩვენი მთავარი მანდატია ინფლაცია. თუ ჩავთვლით, რომ ზომები არის მისაღები, ვიღებთ ყველა ზომას. არანაირი თანამდებობის […]

კახეთში შეიძლება ყურძნის ფასი დაეცეს

სეტყვამ შილდაში ვენახები გაანადგურა

წელს კახეთის რეგიონში ჭარბ, 250 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან, რამაც, შესაძლოა, თავისუფალ ბაზარზე ყურძენზე, განსაკუთრებით კი თეთრ ყურძენზე მეწარმეების მხრიდან მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, არსებული მოცემულობის შემთხვევაში, ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ და მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეს. გარემოს დაცვისა […]