ქართლის ქარის ელექტროსადგური 14.25 მილიონ დოლარად იყიდება

ქართლის ქარის ელექტროსადგური 14.25 მილიონ დოლარად იყიდებასს „საქართველოს ენერგერგეტიკის განვითარების ფონდი“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აცხადებენ საჯარო აუქციონს შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ 100%–იანი წილის (შემდგომში „წილი“) გაყიდვის მიზნით.

საზოგადოების საკუთრებაშია გორის/ქარელის მუნიციპალიტეტში, ქარის ელექტროსადგურის ქუჩის მიმდებარედ, ჯამში 11 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ, 20.7 მგვტ. დადგმული სიმძლავრის „ქართლის ქარის ელექტროსადგური“, რომელიც მოიცავს 3.45 მგვტ. სიმძლავრის 6 ტურბინას, პლატფორმებს, ფუნდამენტებს, სიმძლავრის მიწისქვეშა გადამცემ ხაზს, მიწისქვეშა ოპტიკურ კაბელს, საოფისე შენობას და სხვა მოძრავ ქონებას.

„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ წარმოადგენს საქართველოში განხორციელებულ, ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტს, რომლის წლიური საპროგნოზო გამომუშავებული ენერგია 84 100 000 მლნ კვტ/სთ–ია.
ელექტროსადგური ექსპლუატაციაში იქნა მიღებული 2016 წლის 20 დეკემბერს. 2016 წლის 10 ნოემბრიდან შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საცდელი გაშვების რეჟიმში რეგისტრირებულ იქნა სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, ხოლო 2017 წლის 27 იანვრიდან, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ დარეგისტრირდა როგორც კვალიფიციური საწარმო აღრიცხვიანობის ერთიან რეესტრში.

წილის საწყისი ღირებულება – 14,250,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

უქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია 31 ოქტომბრის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.

აუქციონი 2019 წლის 15 ნოემბერს გაიმართება.