ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეთა ნაწილის მტკიცებით, სესხის განულებაზე უარს ეუბნებიან. აღნიშნული პრობლემით „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, „სესხების განულება ეკუთვნით და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ“. „პირადად მე რამდენიმე კომპანიის ვალი მაქვს. ესენია: შპს „პრობლემური აქტივების ბიურო“ და შპს „ფინანსური სექტორი“. ვაკმაყოფილებ ყველა კრიტერიუმს, რომელიც მთავრობამ განსაზღვრა, თუმცა კომპანიები მეუბნებიან, რომ თავად წყვეტენ, ვის სიას გადასცემენ […]
კატეგორია: ეკონომიკა
ლევან აღდგომელაშვილი – “ომეგას სიგარეტის საწარმო ისევ გაჩერებულია”
,,ომეგა ჯგუფის” სიგარეტის საწარმო კვლავ გაჩერებულია. როგორც კომპანიის დირექტორმა ლევან აღდგომელაშვილმა bm.ge-თან საუბრისას განაცხადა, „მდგომარეობა უცვლელია“. ,,წარმოება გაჩერებულია. საუბრები არის, თუმცა ჯერჯერობით, კონკრეტული შედეგი არ არის; თუ და როცა ამუშავდება, ამას გაგაგებინებთ”, – განაცხადა აღდგომელაშვილმა. დირექტორი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, როდის შეიძლება დადგეს კონკრეტული შედეგი. შეგახსენებთ, ამჟამად, სიგარეტის მწარმოებელი ქარხანა ,,ოჯთ” გაჩერებულია. 13 დეკემბერს „ომეგა […]
რომან კაკულია სიგარეტზე აქციზის განაკვეთის გათანაბრების წინააღმდეგია
პარლამენტის დარგობრივი ეკომომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადის გათანაბრების წინააღმდეგია. როგორც კაკულია bm.ge-თან საუბრისას განაცხადა, მას საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით კითხვები აქვს და თუკი მათზე არგუმენტირებული პასუხები არ ექნება, ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. კაკულიას თქმით, საჭიროა, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს სიგარეტი, რომელსაც უფასო ფილტრი მოჰყვება და ჩვეულებრივი უფილტრო სიგარეტი. ,,იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც […]
რა ჯდება ახალი წლის ღამის გატარება გუდაურისა და ბაკურიანის სასტუმროებში
ახალ წელს მთის კურორტებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა, შესაბამისად, ჩვეულებივ დღეებთან შედარებით, სასტუმროს ნომრის ფასებიც მაღალია. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ბაკურიანსა და გუდაურში მდებარე სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, საახალწლოდ ნომრების დაჯავშნა ხშირ შემთხვევაში, აპრილიდანაც კი იწყება. ფასები კი საშუალოდ, 100-დან 300 დოლარამდე მერყეობს. მაგალითად, გუდაურში მდებარე სასტუმრო „გუდაურაში“ ახალი წლის ღამის გატარება 400-დან 600 ლარამდე ჯდება. თუმცა, როგორც […]
კალაძე – “საქართველოში ტაქსით მგზავრობის ფასი უნდა გაიზარდოს”
“საქართველოში დღეს, ტაქსით მგზავრობა ძალიან იაფია,“- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ტაქსების რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ცნობილია, მომავალი წლის ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსების რეფორმის მე-2 ეტაპი ამოქმედდება, რომლითაც მარჯვენასაჭიანი, ორკარიანი ავტომობილები ტაქსით მომსახურებას ვეღარ განახორციელებენ. „ტაქსების მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. რეფორმის 1-ლი სტადიიის შედეგად უკვე გვაქვს ინფორმაცია, დაახლოებით, რამდენი ტაქსი გადაადგილდება […]
რატომ აქვს „საქართველოს ფოსტას“ რუსეთის ფოსტის ვალი?
2017 წელს საქართველოს ფოსტის ვალდებულებების მოცულობა 10 მილიონი ლარი იყო. როგორც კომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, აღნიშნული 10 მლნ ლარიდან ყველაზე დიდი, 8-მილიონიანი ვალდებულება ფოსტას რუსეთის ფოსტის წინაშე აქვს, 267 ათასი ლარით კი, მეორე ადგილზეა ისრაელის ფოსტა. ვალდებულებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით, Bm.ge საქართველოს ფოსტას დაუკავშირდა, სადაც წერილობითი კომენტარი გააკეთეს: „საქართველოს ფოსტის ფინანსური ვალდებულებები სხვა […]
ლევან ჩიკვაიძე – მთავრობაში საბანკო და საფოსტო მომსახურების ინტეგრირებას განიხილავენ
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საბანკო სექტორს შეთავსებული აქვს საფოსტო სერვისებიც და არ არის გამორიცხული მსგავსი სინერგია საქართველოს შემთხვევაშიც მოვიაზროთ. როგორც „საქმიან დილაში“ სტუმრობისას „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული ამას გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებიც დასჭირდეს. „განხილვა მიმდინარეობს ამ თემის. ბანკთან მიმართებაში ჩვენი კანონმდებლობა ბევრი მიმართულებით ზღუდავს ამ ტიპის ურთიერთობებს. ჯერჯერობით […]
ავიაბილეთები ონლაინ – Avia.Ge
ვიზალიბერალიზაციამ საქართველოში ტურისტული სფეროს განვითარებას დიდი ბიძგი მისცა. ასეთი დინამიური პროგრესის ხელშემწყობად კი Avia.Ge –ს მსგავსი მოხერხებული საიტების გამოყენებაა საჭირო. ამ ვებგვერდზე თქვენ შეხვდებით ყველა ცნობილი და ახალი ავიაკომპანიის შესახებ უახლეს ინფორმაციებს. გაიგებთ ავიაბილეთების ფასებზე მოქმედი აქციების დეტალებს უსწრაფესად და თანაც, ამ ყველაფერს სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ. თუკი მოგზაურობის დაგეგმვას აპირებთ, აქ ყველა საჭირო მონაცემს საუკეთესო […]
გია პირადაშვილის ღვინოები ნორვეგიასა და ლატვიაში გაიყიდება
ბიზნესმენ გია პირადაშვილის ღვინოები ახალ საექსპორტო ბაზარებზე – ნორვეგიაში, ლატვიაში და ყაზახეთში გავიდა. ამის შესახებ Bm.ge-ის თავად ბიზნესმენმა განუცხადა. მისი ღვინოები ბაზარზე ,,ვინივერიის“ და ,,შატო მერეს“ ბრენდითაა ცნობილი. „ზოგადად, ქართული ღვინის ბაზარი იზრდება, ქართული ღვინის ნიშა არსებობს, ეს დაამტკიცა დრომ და იმ ტენდენციებმა, რაც უკვე გამოიკვეთა. თითქმის ყველა ქვეყანაშია წარმოდგენილი ქართული ღვინო. ჩვენ არ ვართ […]
საქართველოში სასტუმროების მომსახურება იაფდება
ქვეყანაში სასტუმროების მომსახურება იაფდება. PMCG-ის კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 0,1%-ითაა შემცირებული, წინა თვესთან შედარებით კი – 11,2%-ით. სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასები ნოემბერ-ოქტომბერში ყველაზე მეტად თბილისში (-13.1%), კახეთში (-12.5%) და შიდა ქართლში (-12.5%) შემცირდა. რაც შეეხება წინა წელთან შედარებას, ფასები ორადგილიან ნომრებზე ყველაზე მეტად გურიაში (-14.7%) […]










