მამუკა ბახტაძე – “საქართველოს 600.000 მოქალაქეს ვალები გაუნულდება – პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება”

მამუკა ბახტაძე - "საქართველოს 600.000 მოქალაქეს ვალები გაუნულდება - პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება"ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივაზე  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგზე ისაუბრა.

საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება. პრემიერის თქმით, ვალების განულების პროცესი ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.
„მადლობა ფონდ „ქართუს“. რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა. მინდა, განვუმარტო საზოგადოებას – ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95 პროცენტი შედგება სესხებიდან, რომლის ძირი თანხა არ აღემატება 2.000 ლარს. საუბარია 600.000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდ ნახევარ ლარს.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედის 150 ათასამდე სოციალურ დაუცველი და ათი ათასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქეები. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება.“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, შეთანხმება კერძო ბანკებთან უკვე მიღწეულია, თუმცა მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.

ნიუპოსტი