ლარი 2.69-მდე გამყარდა

ლარი 2.69-მდე გამყარდახანგრძლივი გაუფასურების შემდეგ ლარი მეორე დღეა მკვეთრად მყარდება. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 9 ნოემბერს დილით 1.08%-იანი გამყარების შემდეგ დოლარის ღირებულება 2.70-ს ჩამოსცდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ოფიციალური კურსი 2.7505-ს შეადგენს, Bloomberg-ზე 6.05 თეთრით ნაკლებად 2.6900-ად ივაჭრება.

იანვრიდან აპრილამდე ლარს გამყარების ტენდენცია აღენიშნებოდა. აგვისტომდე კურსი 2.40-2.45-ს შორის მერყეობდა. ბოლო 3 თვეში კი დოლარის ღირებულება ჯერ 30 თეთრით გაიზარდა, შემდეგ 7 თეთრით შემცირდა. ეროვნული ბანკი გაუფასურებაში ფუნდამენტურ ფაქტორებს გამორიცხავს და მას არჩევნებს უკავშირებს.

პირველი