აუდიტორიული კომპანია Kreston Consulting Group-ის ხელმძღვანელი დავით პაპიაშვილი დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. როგორც ის bm.ge-სთან აცხადებს, დაანონსებული იყო, რომ სისტემაში შესვლისთანავე საიტზე ავტომატურად უნდა გამოჩენილიყო დაბრუნებული დღგ-ს ოდენობა და ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით 5-7 დღეში უნდა დაბრუნებულიყო თანხა. „ამის ნაცვლად დღესაც ჩვეულებრივად უწევთ კომპანიებს დღგ-ს დაბრუნებაზე განცხადებების წერა”,- აცხადებს დავით პაპიაშვილი. მისივე […]
კატეგორია: ეკონომიკა
დავით ბერიძეს, ნინო ბერიძეს და მავილე ველიაძეს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ
ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს რამდენიმე მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) უფლება მიენიჭა. ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც ბათუმს აღმოსავლეთიდან უვლის, მთელ სიგრძეზე გადის ხელვაჩაურის რაიონში. გზის უმეტესი ნაწილი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას გაივლის. პროექტი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთის (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე არსებული საავტომობილო გვირაბის სამხრეთ […]
რა ქონებას ფლობს დეპუტატი ჩანქსელიანი, რომელსაც ხორბლის მსხვილი იმპორტიორების ინტერესების ლობირებას აბრალებენ
ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ავტოტრანსპორტით ხორბლის ქვეყანაში შემოტანა-გატანა იზღუდება. გადამზიდავები ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მსხვილი იმპორტიორების ინტერესებს არის მორგებული, რომლებსაც ხელისუფლებაში ამ ბიზნესიდან მისული პარლამენტარი ლობირებს. კერძოდ, როგორც „კვირის პალიტრა“ წერს, ბაზრის მოთამაშეთა აზრით, ხორბლის მსხვილი იმპორტიორების ინტერესებს ხელისუფლებაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნების” წევრი გოდერძი ჩანქსელიანი ლობირებს, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი მარცვლეულის იმპორტიორი კომპანია “ბევრილი ჯგუფის” […]
ვანში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო 2019 წელს გაიხსნება
სამშენებლო კომპანია GDG ჯგუფი ვანში სასტუმროს მომდევნო წლის სეზონზე გახსნის. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის ხელძღვანელმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პირველი სართულისა და საცურაო აუზის მშენებლობა დასრულებულია და სამუშაოები გრძელდება. ადგილზე 4-ვარსკვლავიანი 40-ნომრიანი სასტუმრო განთავსდება. პროექტის ღირებულება 2 მილიონამდე დოლარია. წაქაძის თქმით, სასტუმრო ტურისტებზე გათვლილი იქნება, რადგან ვანის ნაქალაქარის რეაბილიტაციის და არქეოლოგიური მუზეუმის […]
GDG ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობას ვერ იწყებს
სამშენებლო კომპანია GDG ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობის დაწყებას ბიუროკრატიული ბარიერების გამო ვერ ახერხებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ბეჟან წაქაძემ bm.ge-ს განუცხადა, საძირკვლის სამუშაოები წელს ზაფხულში უნდა დაეწყოთ, მაგრამ ამ დრომდე იუსტიციის სამინისტროსგან ელოდებიან გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მიწის სტატუსი უნდა შეიცვალოს და სასოფლო-სამეურნეოდან არასასოფლო-სამეურნეოზე უნდა გადაკეთდეს. „პროექტი მზად არის, იუსტიციის სამინისტროშია გადაგზავნილი დოკუმენტაცია. უკვე მესამე თვეა ველოდებით. […]
სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის ახალი წესები ამოქმედდა -სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე მცირდება
2018 წლის 1 სექტემბრიდან სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის წესები შეიცვალა. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე მცირდება. ამასთან, ცვლილებები შედის ვადაგადაცილებული სესხების დაანგარიშების წესშიც. „მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით […]
ვადაგადაცილებული სესხები შემცირდა
ვის ეხება პრემიერის „ბოლო გაფრთხილება“ კურორტების არასათანადოდ მომზადებაზე
ეს ეხება საკმაოდ ბევრ ადამიანს და ბევრ უწყებას,- ასე პასუხობს საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე შეკითხვას, თუ ვის ეხება მისი „ბოლო გაფრთხილება“ და საყვედური საქართველოს კურორტების არასათანადოდ მომზადებასთან დაკავშირებით. „ეს ეხება ყველა ადამიანს, ვისაც თანამდებობრივად ეკუთვნის, რომ კურორტები იყოს შესაბამის დონეზე მომზადებული, განსაკუთრებით როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკურორტო სეზონებზე. მე არ მინდა დავასახელო კონკრეტული სახელები და გვარები, […]
მანქანის გამოყენებით ვაჭრობა 1.000 ლარით დაჯარიმდება
დღეიდან, სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით გარე ვაჭრობა 1.000 ლარით დაჯარიმდება. ინფორმაციას ბიპიენი ავრცელებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გარევაჭრობასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერის თანახმად, თბილისში შესაბამისი ნებართვის გარეშე სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1.000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი სამართალდამრღვევი პირის მიმართ ჯარიმის ოდენობა 2.000 ლარამდე […]
1 კგ რქაწითელი 70 თეთრი ეღირება, საფერავი – 1.5 ლარი
კახეთში ყურძნის ჩაბარების სავარაუდო ფასი ცნობილია. სავარაუდოდ, ერთი კილოგრამი რქაწითელი 70 თეთრი ეღირება, ხოლო საფერავის ფასი 1.50 ლარი იქნება. მართალია, ჯერ არ დაწყებულა იმ მოსავლის აღება, რომელიც სტიქიას გადაურჩა, თუმცა „რთველი 2018-ის“ საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ღვინის 35 კომპანია უკვე დარეგისტრირდა ოფიციალურად. კომპანიები მევენახეებისგან ყურძენს ჩაიბარებენ. რაც შეეხება ახმეტაში დაზიანებულ ყურძენს, ერთ-ერთმა ქარხანამ 90 ათასი ტონა […]









