კატეგორია: ეკონომიკა

უნივერსიტეტების ტერიტორიაზე მოწევა შესაძლებელი ხდება

რიგი დაწესებულებების ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა ნაწილობრივ იხსნება. შესაბამისი ცვლილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში შედის. კერძოდ, კანონპროექტის მე-10 მუხლის (თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ყალიბდება იმგვარად, რომ შეზღუდვა იხსნება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით; თუმცა ამისათვის დგინდება გარკვეული პირობები, რომლის თანახმად, ამ […]

ბიუჯეტში მოგების გადასახადიდან შესული თანხა 65 მილიონით შემცირდა

მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოს ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით 479,4 მილიონი ლარი შევიდა. აღნიშნული მაჩვენებლი დაახლოებით 65 მილიონი ლარით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე. 2017 წლის 7 თვეში საქართველოს ბიუჯეტში მოგების გადასახადიდან მიღებული თანხა 544,2 მილიონი იყო. სამაგიეროდ მიმდინარე წელს გაზრდილია ქონების გადასახადიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხები. მიმდინარე წლის 7 თვეში ბიუჯეტში 321,5 მილიონი ლარი შევიდა, […]

დავით პაპიაშვილი – “დღგ-ს ზედმეტობის მოთხოვნის შემდეგ დანიშნული საგადასახადო შემოწმებების რიცხვი თვალშისაცემია“

აუდიტორიული კომპანია Kreston Consulting Group-ის ხელმძღვანელი დავით პაპიაშვილი დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. როგორც ის bm.ge-სთან აცხადებს, დაანონსებული იყო, რომ სისტემაში შესვლისთანავე საიტზე ავტომატურად უნდა გამოჩენილიყო დაბრუნებული დღგ-ს ოდენობა და ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით 5-7 დღეში უნდა დაბრუნებულიყო თანხა. „ამის ნაცვლად დღესაც ჩვეულებრივად უწევთ კომპანიებს დღგ-ს დაბრუნებაზე განცხადებების წერა”,- აცხადებს დავით პაპიაშვილი. მისივე […]

დავით ბერიძეს, ნინო ბერიძეს და მავილე ველიაძეს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს რამდენიმე მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) უფლება მიენიჭა. ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც ბათუმს აღმოსავლეთიდან უვლის, მთელ სიგრძეზე გადის ხელვაჩაურის რაიონში. გზის უმეტესი ნაწილი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას გაივლის. პროექტი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთის (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე არსებული საავტომობილო გვირაბის სამხრეთ […]

რა ქონებას ფლობს დეპუტატი ჩანქსელიანი, რომელსაც ხორბლის მსხვილი იმპორტიორების ინტერესების ლობირებას აბრალებენ

ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ავტოტრანსპორტით ხორბლის ქვეყანაში შემოტანა-გატანა იზღუდება. გადამზიდავები ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მსხვილი იმპორტიორების ინტერესებს არის მორგებული, რომლებსაც ხელისუფლებაში ამ ბიზნესიდან მისული პარლამენტარი ლობირებს. კერძოდ, როგორც „კვირის პალიტრა“ წერს, ბაზრის მოთამაშეთა აზრით, ხორბლის მსხვილი იმპორტიორების ინტერესებს ხელისუფლებაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნების” წევრი გოდერძი ჩანქსელიანი ლობირებს, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი მარცვლეულის იმპორტიორი კომპანია “ბევრილი ჯგუფის” […]

ვანში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო 2019 წელს გაიხსნება

სამშენებლო კომპანია GDG ჯგუფი ვანში სასტუმროს მომდევნო წლის სეზონზე გახსნის. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის ხელძღვანელმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პირველი სართულისა და საცურაო აუზის მშენებლობა დასრულებულია და სამუშაოები გრძელდება. ადგილზე 4-ვარსკვლავიანი 40-ნომრიანი სასტუმრო განთავსდება. პროექტის ღირებულება 2 მილიონამდე დოლარია. წაქაძის თქმით, სასტუმრო ტურისტებზე გათვლილი იქნება, რადგან ვანის ნაქალაქარის რეაბილიტაციის და არქეოლოგიური მუზეუმის […]

GDG ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობას ვერ იწყებს

სამშენებლო კომპანია GDG ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობის დაწყებას ბიუროკრატიული ბარიერების გამო ვერ ახერხებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ბეჟან წაქაძემ bm.ge-ს განუცხადა, საძირკვლის სამუშაოები წელს ზაფხულში უნდა დაეწყოთ, მაგრამ ამ დრომდე იუსტიციის სამინისტროსგან ელოდებიან გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მიწის სტატუსი უნდა შეიცვალოს და სასოფლო-სამეურნეოდან არასასოფლო-სამეურნეოზე უნდა გადაკეთდეს. „პროექტი მზად არის, იუსტიციის სამინისტროშია გადაგზავნილი დოკუმენტაცია. უკვე მესამე თვეა ველოდებით. […]

სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის ახალი წესები ამოქმედდა -სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე მცირდება

2018 წლის 1 სექტემბრიდან სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის წესები შეიცვალა. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე მცირდება. ამასთან, ცვლილებები შედის ვადაგადაცილებული სესხების დაანგარიშების წესშიც. „მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით […]

ვადაგადაცილებული სესხები შემცირდა

ივლისის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 1.6 მლნ ლარით შემცირდა და 382.1 მლნ ლარს გაუტოლდა. სებ-ის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 50.7 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ვის ეხება პრემიერის „ბოლო გაფრთხილება“ კურორტების არასათანადოდ მომზადებაზე

ეს ეხება საკმაოდ ბევრ ადამიანს და ბევრ უწყებას,- ასე პასუხობს საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე შეკითხვას, თუ ვის ეხება მისი „ბოლო გაფრთხილება“ და საყვედური საქართველოს კურორტების არასათანადოდ მომზადებასთან დაკავშირებით. „ეს ეხება ყველა ადამიანს, ვისაც თანამდებობრივად ეკუთვნის, რომ კურორტები იყოს შესაბამის დონეზე მომზადებული, განსაკუთრებით როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკურორტო სეზონებზე. მე არ მინდა დავასახელო კონკრეტული სახელები და გვარები, […]