ვანში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო 2019 წელს გაიხსნება

ვანში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო 2019 წელს გაიხსნებასამშენებლო კომპანია GDG ჯგუფი ვანში სასტუმროს მომდევნო წლის სეზონზე გახსნის. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის ხელძღვანელმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე პირველი სართულისა და საცურაო აუზის მშენებლობა დასრულებულია და სამუშაოები გრძელდება.
ადგილზე 4-ვარსკვლავიანი 40-ნომრიანი სასტუმრო განთავსდება.
პროექტის ღირებულება 2 მილიონამდე დოლარია.
წაქაძის თქმით, სასტუმრო ტურისტებზე გათვლილი იქნება, რადგან ვანის ნაქალაქარის რეაბილიტაციის და არქეოლოგიური მუზეუმის აშენების შემდეგ, ვანში ტურისტების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი.