სასტუმრო ”ლეოგრანდის” 100% თურქეთის 2 მოქალაქეს ეკუთვნის

სასტუმრო ”ლეოგრანდის” 100% თურქეთის 2 მოქალაქეს ეკუთვნისბათუმში მდებარე სასტუმრო “ლეოგრანდი”, რომელშიც გუშინ ხაძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, შპს მერსინ ტურიზმის საკუთრებაა.
საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანია საქართველოში 2011 წელს არის დარეგისტრირებული. მისი მფლობელები არიან თურქეთის მოქალაქეები: თოლგა ავგორენ და ათილგან არიფაღაოღლუ. მათ შორის კომპანიის წილები 80%-20%-ით არის გადანაწილებული.
რაც შეეხება კომპანიის ხელმძღვანელობას, რეესტრის მიხედვით ესენი იყვნენ:
დირექტორი – მეთინ არიფაღაოღლუ, თურქეთი;
დირექტორი – ათილგან არიფაღაოღლუ, თურქეთი;
დირექტორი – ეროლ ავგორენ, საქართველო, თურქეთი.
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო 180 ნომრიანია და ის ექსპლუატაციაში 2015 წელს შევიდა. როგორც მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო ნათქვამი, სასტუმროში 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

ბიზნესმედია