ბიტკოინის ფასმა პირველად ისტორიაში 9.000 დოლარს გადააჭარბა

ბიტკოინის ფასმა პირველად ისტორიაში 9.000 დოლარს გადააჭარბაკრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასმა ერთ დღეში 280 დოლარით მოიმატა. დღეს 1 ბიტკოინის ღირებულება 9.043 დოლარია, გუშინ კი მისი ფასი 8.763 დოლარი იყო. ამის შესახებcoindesk-ი წერს.

25 ოქტომბერს საინვესტიციო კომპანია Standpoint Research-ის დამფუძნებელმა რონი მოასმა განაცხადა, რომ 10 წელიწადში ბიტკოინის ფასი 50 ათას დოლარამდე გაიზრდებოდა.

მიმდინარე წელს ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა. მისი მეშვეობით უკვე მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლება.

იმედინიუსი