კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო კაპიტალიზაციამ ახალი რეკორდი დაამყარა და დაახლოებით 185 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კრიპტოვალუტის ბაზარი ორი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ისა და Morgan Stanley-ის საერთო კაპიტალიზაციას უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინმაც ახალი რეკორდი დაამყარა, მისმა ღირებულებამ 6600 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო კაპიტალიზაციამ 110 მილიარდ აშშ დოლარს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ბიტკოინის ფასი თითქმის 800%-ით არის გაზრდილი. […]
კატეგორია: ეკონომიკა
ლარი კვლავ გაუფასურდა
ლაშა პაპაშვილი – “ლარის გაუფასურება შოკია ქვეყნისთვის, რატომ უშვებს ამას ეროვნული ბანკი?!”
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ლარის ბოლოდროინელ ნახტომისებურად გაუფასურებას “საქმის კურსთან” ეხმაურება. ბიზნესმენი პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს და აცხადებს, რომ ის, რაც ეროვნულ ვალუტას სჭირს, სებ-ის არასწორი მუშაობის შედეგია. – ძალიან ცუდ მოლოდინებს აჩენს. შოკია პირდაპირ ჩვენი ქვეყნისთვის. მე არ ვიცი რატომ უშვებს ამას ეროვნული ბანკი. ყველა საშუალება აქვს, რომ ასეთი ფლუქტუაციები არ იყოს. ფუნდამენტური ფაქტორები რომ […]
ქართული “თათარა” დიდ ბრიტანეთში იყიდება
ქართული “თათარა” დიდ ბრიტანეთში იყიდება. ქართული ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანიამ პროდუქცია გაერთიანებულ სამეფოში უკვე გაგზავნა. “საქმის კურსს” კომპანიის ხელმძღვანელმა დავით რამაზაშვილმა განუცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში საცდელი პარტია რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა, ხელმეორედ კი დაკვეთა შედარებით დიდ რაოდენობაზე მიიღეს. კომპანიას საცდელი პარტიები გაგზავნილი აქვს ასევე ავსტრიასა და გერმანიაში. დავით რამაზაშვილი ვარაუდობს, რომ პროდუქციის მუდმივი ექსპორტი დაიწყება ავსტრიაში, რამდენადაც […]
გია ხუხაშვილი: „იწყება ისეთი პანიკა, რომლის შეჩერება ეროვნული ბანკის ინტერვენციით იქნება შეუძლებელი“
ეროვნული ვალუტის გაუფასურებას რამდენიმე მიზეზით ხსნის ექსპერტი გია ხუხაშვილი. მათ შორისაა ზაფხულის ტურისტული სეზონისა და არჩევნების დასრულება. “პირველ რადიოსთან” საუბარში ხუხაშვილი ამბობს, რომ მთავარია მდგომარეობა იმ კრიტიკულ ზღვრამდე არ მივიდეს, როდესაც ჩნდება სუბიექტური ფაქტორები ჩნდება. ისეთი, როგორიც არის ლარის “ისტერიული” გადახურდავება. ხუხაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში დაიწყება პანიკა, რომლის შეჩერება შეუძლებელი იქნება: – ყველა მიზეზის კონცენტრირება […]
ლევან დგებუაძე – 1 ნოემბერს ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა რამდენიმე დღეში იწურება. როგორ უნდა განსაზღვროს ფიზიკურმა პირმა, აქვს თუ არა მას აღნიშნული დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, რა სანქციებია ვადების დარღვევის ან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში და წინა წლებთან შედარებით, როგორია ქონების გადასახადის ნებაყოფლობითი დეკლარირების სტატისტიკური მაჩვენებელი – ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან […]
გიორგი კაკაურიძე – “სამწუხაროდ, მოლოდინია, რომ წლის ბოლოს ლარი უნდა გაუფასურდეს”
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას მოლოდინებით ხსნის. “საქმის კურსის“ კითხვას – „რამ განაპირობა ნეგატიური მოლოდინების შექმნა“, ქუმსიშვილის მოადგილემ შემდეგი პასუხი გასცა: – ჩვენ გავაანალიზეთ ბოლო პერიოდში რა მოთხოვნები იყო ლარზე და კომპანიების მხრიდან სხვადასხვა ვალუტებზე დიდი მოცულობის მოთხოვნები არ ყოფილა. შესაბამისად, მეტწილად ჩვენი დღევანდელი მონაცემებით, ლარის კურსის მოკლევადიანი […]
ვიზეარს უფასო ხელბარგის ახალი პოლიტიკა აქვს
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი აცხადებს ხელბარგის ახალ პოლიტიკას, რომელიც ამიერიდან ყველა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ერთი ერთეული დიდი ზომის ხელბარგით დამატებითი მოსაკრებლის გადახდის გარეშე იმოგზაურონ. მგზავრები ბილეთის შეძენის შემდეგ უფლებამოსილნი არიან, თან ჰქონდეთ ერთი ერთეული ხელბარგი, რომლის მაქსიმალური ზომაა 55x40x23სმ და რომლის წონაც არ აღემატება 10 კილოგრამს. ამასთან, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, აეროპორტში უსაფრთხოების […]
დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაიხსნება
30 ოქტომბერს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნება. გახსნის ცერემონიას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიწვია. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი. “ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი არის პროექტი, რომელიც აერთებს სამი ზღვის – კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის […]
მერაბ კაკულია – “ლარი კონკურენტულ დიაპაზონში ტრიალებს”
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ბანკის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ’’საქმის კურსთან“ ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია აფასებს. – ბატონო მერაბ, როგორ შეაფასებდით მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, იყო თუ არა იგი მოსალოდნელი? – წინა გადაწყვეტილების მსგავსად ამჯერადაც მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმა არაერთხელ განაცხადეს, […]










