საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ფართო ფულის მასის ზრდას ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან კავშირი არ აქვს. – ჩვენ გვაქვს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი და ასეთი რეჟიმის დროს ფულის მასა არ იძლევა ინფორმაციას არც მონეტარული პოლიტიკის მიმდინარე მდგომარეობის, არც მომავალი მდგომარეობის და არც კურსის შესახებ. იმიტომ რომ კორელაცია ფულის მასასა და ინფლაციას შორის ირღვევა. ამიტომ ფულის […]
კატეგორია: ეკონომიკა
პირველი მატარებელი ბაქოდან თბილისის გავლით ყარსში 40 საათში ჩავიდა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით პირველი სატვირთო მატარებელი ყარსში ჩავიდა. მატარებელმა აზერბაიჯანიდან ყარსში ჩასვლას დაახლოებით 40 საათი მოანდომა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მატარებელმა ყარსი უკვე დატოვა და თურქეთის სამხრეთისკენ მერსინის მიმართულებით დაიძრა. აღნიშნული გზის გავლას იგი დაახლოებით 40 საათს მოანდომებს. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით პირველი ტვირთი 24 ოქტომბერს ყაზახეთის სადგურიდან გაემგზავრა. ხორბლით დატვირთული მატარებელი 32 კონტეინერისგან შედგებოდა. ბაქო-თბილისი-ყარსის […]
2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება
ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოში 2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება. როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ქუმსიშვილმა განაცხადა, ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში საპენსიო რეფორმის თაობაზე კანონპროექტი შევა. – მნიშვნელოვანი განცხადება მინდა გავაკეთო პენსიებთან დაკავშირებით, მათ შორის, პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში შემოვა საპენსიო რეფორმის […]
ქუმსიშვილი: „ლარის კურსი მეც მაწუხებს“
ლარის კურსი უცხოური ვალუტის მიმართ, მისი მსყიდველობითი უნარი მეც მაწუხებს, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, მაწუხებს, როგორც საქართველოს მთავრობის წევრს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. – ძალიან მნიშვნელოვანია ლარიზაციის რეფორმა. ბოლო დღეებში ერთ-ერთი მთავარი თემა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარებაა. ლარის კურსი უცხოური ვალუტის მიმართ, მისი მსყიდველობითი უნარი […]
გია ხუხაშვილი: “ეს ზამთარი წინაზე მძიმე იქნება”
ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს. – ბატონო გია, უმაღლესი თანამდებობის პირებისგან გვესმის შეფასებები, რომ ბიზნესი ყვავის ჩვენს ქვეყანაში, რომ გადავინაცვლეთ წამყვან პოზიციებზე და ასე შემდეგ. როგორია თქვენი შეფასებები? – მე არც ზედმეტად ოპტიმისტი ვიქნებოდი და არც ზედმეტად პესიმისტი. დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა მიმართულებით და მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით […]
კაკაურიძე – „ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს“
ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად გაუფასურებას განაგრძობს, ექსპერტები და ფინანსისტები კი კომუნალურ გადასახადებსა და პროდუქტებზე ფასების ზრდას ვარაუდობენ. ოპოზიცია აღნიშნავს, რომ აუცილებელია ეკონომიკური ცვლილებები. ფინანსთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ლარი ამ დროისთვის მოსალოდნელზე მეტად გაუფასურდა, მაკროეკონომიკური პარამეტრები კი ნორმაშია. – ეს დიდწილად დამოკიდებულია მოლოდინებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ფუნდამენტური ფაქტორები, როგორიც არის ექსპორტის მაჩვენებელი, იმპორტის, ტურიზმიდან მიღებული სახსრები, […]
ირინა მილორავა – “ერთი თვის ლარის კურსი დენის ტარიფზე გავლენას ვერ მოახდენს”
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განმარტებით, სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს ერთი კონკრეტული თვის გაცვლითი კურსით არ ითვლის. ამის შესახებ მერეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ „საქმის კურსს“ ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურების ფაქტორზე საუბრისას განუცხადა. – ჩვენ როგორც წესი, ვუყურებთ საშუალო კურსს და ხვალ რაც არ უნდა მოხდეს, ზუსტად ვიცით, რომ 2017 წლის განმავლობაში […]
ეროვნული ბანკი – ”ლარის გაუფასურება დროებითია”
ცოტა ხნის წინ ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “როგორც არაერთხელ აღინიშნა, არსებული ინფორმაციის მიხედვით, კურსზე მოქმედი საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორები პოზიტიურია. მიმდინარე წელს სავალუტო შემოსავლები უმჯობესდება და ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. სექტემბრის მონაცემებით საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის განმავლობაში თითქმის 30%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები 20%-ით გაიზარდა. წლის განმავლობაში […]
1 ბიტკოინის ფასმა 7.000 დოლარს გადაააჭარბა
ბიტკოინი თავისი რეკორდული მაჩვენებლის გაუმჯობესებას განაგრძობს. CoinDesk-ის ცნობით, დღეს 1 ბიტკოინი უკვე 7.058,39 დოლარი ღირს. 1 ნოემბერთან შედარებით კრიპტოვალუტის ფასმა 460 დოლარამდე მოიმატა, რაც 3%-იანი ზრდაა. 30 ოქტომბერს 1 ბიტკოინის ფასი 6.306.58 დოლარი იყო. მიმდინარე წელს ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა. იმედინიუსი
მაგთიმ ტელევიზიის პაკეტი გააძვირა
მაგთიმ ტელევიზიის პაკეტის ფასი გაზარდა. კომპანიამ აბონენტებს ახალი ფასის შესახებ უკვე აცნობა. “6 ქართული ტელეარხის, – რუსთავი 2, კომედი არხი, მარაო, იმედი, მაესტრო, GDS – ერთობლივი მოთხოვნით არხების რეტრანსლირება ტრანზიტორი ოპერატორებისთვის ხდება ფასიანი. ამის გამო მაგთიკომი იძულებულია 1-ლი დეკემბრიდან გაზარდოს ტელევიზიის პაკეტის ფასი 2 ლარით, ყველა გადასახადის ჩათვლით. ტარიფის ცვლილება ეხება მაგთიკომის ტელევიზიის ყველა აბონენტს„, […]










