2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება

2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდებაფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოში 2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება. როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ქუმსიშვილმა განაცხადა, ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში საპენსიო რეფორმის თაობაზე კანონპროექტი შევა.
– მნიშვნელოვანი განცხადება მინდა გავაკეთო პენსიებთან დაკავშირებით, მათ შორის, პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში შემოვა საპენსიო რეფორმის კანონი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს გამიზნული, რომ აღნიშნულ კანონში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი.

თუმცა ვიდრე ჩვენ ინდექსაციის ჩანაწერს განვიხილავთ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ხარჯების ნაწილში წარმოდგენილიც იყო, როდესაც ჩვენ საშუალოვადიანი ბიუჯეტი წარმოვადგინეთ, რომ 2019 და 2020 წელს ინდექსაციის მეთოდით 2019 წელს – 20 ლარით და 2020 წელს – 20 ლარით გაიზრდება პენსიები, – განაცხადა ქუმსიშვილმა.