კატეგორია: ეკონომიკა

საქართველოში შემოსვლას 25-მდე ავიაკომპანია აპირებს

საქართველოში შემოსვლას 25-მდე ავიაკომპანია აპირებს

ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს მომავალი წლიდან კიდევ ერთი ახალი ტერმინალი მოემსახურება. ამ სტრატეგიული მდებარეობის მქონე აეროპორტის ხუთწლიანი ისტორია ძირითადად იაფად მგზავრობის მიზნებს უკავშირდება, რადგან აქ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ოპერირებს. აღნიშნული თემით გადაცემაში ’’საქმის კურსი“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე საუბრობს. – ქალბატონო ქეთევან, ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი რამდენად გაზრდის მგზავრთნაკადს და აღნიშნული ინფრასტრუქტურული სიახლე […]

იუსტიციის მინისტრის ხელფასი თვეში 3.540 ლარია, მძღოლის – 790

იუსტიციის მინისტრის ხელფასი თვეში 3.540 ლარია, მძღოლის - 790

იუსტიციის სამინისტროში შტატით გათვალისწინებული 213 თანამდებობაა. მინისტრის პოსტზე ანაზღაურება თვეში 3.540 ლარია; მინისტრის პირველი მოადგილის კი – 2.950 ლარი.  ამასთან, მინისტრს ყავს 4 მოადგილე და თითოეულის ანაზღაურება თვეში 2.720 ლარია. რაც შეეხება მრჩევლებს, იუსტიციის მინისტრს შტატით გათვალისწინებული 1 მრჩეველი ჰყავს, რომლის თანამდებობრივი სარგოც 1.540 ლარია. დეპარტამენტის უფროსის პოსტზე ანაზღაურება 2.170 ლარია; დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობრივი სარგო […]

კომისიამ “მაგთიკომი”, “ბილაინი” და “ჯეოსელი” წერილობით გააფრთხილა

კომისიამ "მაგთიკომი", "ბილაინი" და "ჯეოსელი" წერილობით გააფრთხილა

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის და კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ თანახმად, მობილური სატელეფონო მომსახურების გაწევის თაობაზე მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება მობილურ ოპერატორს ეკისრება. ამავე რეგულაციების თანახმად, მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ინფორმაციის სისწორის შემოწმების ვალდებულებაც ოპერატორს […]

მარიამ ვალიშვილი “სოკარში” გადავიდა

მარიამ ვალიშვილი "სოკარში" გადავიდა

ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარიამ ვალიშვილი “სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მრჩევლად დაინიშნა. როგორც მან „საქმის კურსს“ განუცხადა, უკვე რამდენიმე დღეა, რაც „სოკარში“ მუშაობს. შეგახსენებთ, რომ ვალიშვილმა მინისტრის მოადგილის თანამდებობა მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დატოვა, სადაც 2008 წლიდან მუშაობდა. ამასთან, 2008-2012 წლებში იგი მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ბიზნესმედია

დღეს დილით ბიტკოინმა ახალი რეკორდი დაამყარა – 5.874 დოლარი

საქართველოში ბიტკოინის მომხმარებელთა რიცხვი წელს 130%-ით გაიზარდა

დღეს დილით ბიტკოინმა ახალი რეკორდი დაამყარა – ის პირველად ისტორიაში 5.874 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. უცოური მედიის ცნობით, ბიტკოინის ფასის ავარდნას ინფორმაცია უძღოდა წინ, რომლის თანახმად ჩინეთში, შესაძლოა, მთავრობის მხრიდან ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაგრძელდეს ბიტკოინებით ვაჭრობა. შედეგად, ერთ დღეში ბიტკოინის საბაზრო კურსი 500 აშშ დოლარით – 9,2%–ით გაიზარდა. გუშინდელმა ზრდამ 13% შეადგინა. ბიტკოინის ფასის ზრდწის ტენდენციის განახლებას […]

აკაკი ზოიძე – პენსია ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ზრდის კვალობაზე გაიზრდება

აკაკი ზოიძე - პენსია ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ზრდის კვალობაზე გაიზრდება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განმარტებით, დაგეგმილი რეფორმა არსებული პენსიონერებისთვის პენსიის ზრდას ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლების შესაბამისად ითვალისწინებს. ასე უპასუხა ზოიძემ საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას, რომ 2018 წლის ბიუჯეტში მთავრობამ პენსიების მატებაც დაგეგმოს. – ჩვენ მოქალაქეებს წინასაარჩევნო პროგრამაში შევპირდით, რომ პენსიის ზრდა ეკონომიკური ზრდის პარალელურად მოხდებოდა. მე ვიცი და მთავრობას […]

თბილისში Golden Tulip-ის სასტუმროს გახსნა გადაიდო

თბილისში Golden Tulip-ის სასტუმროს გახსნა გადაიდო

თბილისში Golden Tulip-ის სასტუმროს გახსნა გადაიდო. შემოდგომის ნაცვლად სასტუმრო მომდევნო წლის გაზაფხულზე გაიხსნება. “საქმის კურსს” პროექტის განმახორციელებელი კომპანია “ბლოკ ჯორჯიას” ხელმძღვანელმა განუცხადა, რომ სასტუმროს პროექტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რის გამოც გახსნა მომდევნო სეზონისთვის გადაიდო. ობიექტი 80 ნომრიანი იქნება და ის 300 არაგველის ქუჩაზე გაიხსნება. მთლიანობაში პროექტში 11 მილიონი დოლარია ჩადებული. ბიზნესმედია

კომპანია “გრინ დეველოპმენტმა” ბაზარზე 2 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოიტანა

კომპანია "გრინ დეველოპმენტმა" ბაზარზე 2 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოიტანა

დეველოპერულმა კომპანია “გრინ დეველოპმენტმა” ბიზნესის განვითარებისთვის ბაზარზე 2 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 40.000 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 50 ცალი ობლიგაცია გამოიტანა, წლიური 11%–იანი სარგებლის დარიცხვით. ინვესტიციის მოზიდვის მიზანს სამშენებლო ბიზნესის გაფართოება წარმოადგენს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა სასტუმრო “Biltmore“-ში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს. პრეს-კონფერენციას ესწრებოდა როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორი. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილის განაცხადებით – […]

Jimsher პირველი ოქროს მედლის მფლობელი გახდა

Jimsher პირველი ოქროს მედლის მფლობელი გახდა

პირველი ქართული ვისკი Jimsher პირველი ოქროს მედლის მფლობელი გახდა კონკურსზე _ The Global Travel Retail Spirits Masters. კომპანიის ცნობით, Jimsher ბრენდის კასრში და Jimsher წინანდალის კასრში ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა. Jimsher საფერავის კასრში კი მთავარი ჯილდოს, ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამასთან, ვისკი JIMSHER მსოფლიო საუკეთესო ალკოჰოლური სასმელების ათეულში შევიდა. ბიზნესმედია

ქეთი ბოჭორიშვილი – “ანაკლია სითი” უმსხვილეს თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან თანამშრომლობას იწყებს

ქეთი ბოჭორიშვილი - "ანაკლია სითი" უმსხვილეს თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან თანამშრომლობას იწყებს

“ანაკლია სითი” „ინჩონის“ თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან თანამშრომლობას იწყებს. სამხრეთ კორეის ინჩონის თავისუფალი ეკონომიკური ზონა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მოწინავეა. 13.000 ჰექტარზე გაშენებულმა ინჩონის ზონამ განვითარება 2003 წელს დაიწყო და მისი ყველა ეტაპის დასრულება 2020 წელს იგეგმება. ინჩონში მსოფლიოს წამყვანი მულტინაციონალური კომპანიები სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ, მათ შორის: ბიოტექნოლოგიების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინდუსტრიული მიმართულებებით, – თემის დეტალებით […]