2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის თანახმად, მომავალ წელს საქართველო 2 მლრდ 38 მლნ ლარის მოცულობის ახალ ვალს აიღებს, საიდანაც 400 მლნ ლარი შიდა ვალია, 1 მლრდ 638 მლნ ლარი კი – საგარეო ვალი. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტების მოცულობა 1 […]
კატეგორია: ეკონომიკა
ზურაბ ჭიაბერაშვილი – “მცირე და საშუალო ბიზნესი ხელში გვაკვდება”
მსოფლიო ბანკი ფარდობითი სიღარიბის დათვლის პრინციპს ცვლის. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს დიმიტრი ხუნდაძეს და ლევან კობერიძეს შეხვდნენ. აკაკი ზოიძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მხოლოდ ტექნიკური იქნება, რამაც შესაძლოა საქართველოს სტატისტიკურ მონაცემებში ღარიბ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი გაზარდოს, თუმცა ზოგად სტატისტიკაში მსოფლიოს სხვა ქვეყნების მონაცემების გათვალისწინებით […]
რომან გოცირიძე – „ბიუჯეტის ხარჯვაში ტრადიციული ჩამორჩენაა. რომ არ დახარჯონ, ლარს არაფერი დაემუქრება“
– ბიუჯეტის ხარჯვაში ტრადიციული ჩამორჩენაა. რომ არ დახარჯონ, ლარს არაფერი დაემუქრება, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. „ბიზნესპრესნიუსი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „ბიუჯეტში ნაშთი 1,18 მილიარდი ლარია. 478 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე წლის დასაწყისში იყო. ეს დაუხარჯავი ფულია. ბიუჯეტის ხარჯვაში ტრადიციული ჩამორჩენაა. რომ არ დახარჯონ, ლარს არაფერი დაემუქრება. მაგრამ როდის […]
ბესიკ კალანდაძეს და კიდევ 4 პირს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს რკინიგზას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მიენიჭა. სს „საქართველოს რკინიგზა“ ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა, რომელთაგანაც უკვე დასრულებულია 3 გვირაბი. სარკინიგზო მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ შპს ,,დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკს“ შორის […]
საწვავის იმპორტი შემცირდა
მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 786,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 54,3 ათასი ტონით ანუ 6,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, წლის სამი კვარტლის შედეგებით ბენზინის იმპორტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 12,7 ათასი ტონით ანუ 3,25%-ით და შეადგინა 390,5 ათასი ტონა, ხოლო […]
რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა – ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისიდან 2018 წლის მაისიდან კიდევ 4 ახალი მიმართულებით იფრენს
რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა – ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისიდან კიდევ ოთხი ახალი მიმართულებით იფრენს, – ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში 16 მიმართულებით ევროპის 11 ქვეყანაში შეასრულებს. რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღის მიმართულებით რეისები 2018 წლის მაისიდან […]
ჩაქაფულისა და ყაურმის კონსერვები – “კულა” ახალ ქარხანას ხსნის
“კულა” გორში ხორცის კონსერვების მწარმოებელ ქარხანას ხსნის. პროექტის გახსნა დღეს გორშია დაგეგმილი. როგორც “საქმის კურსს” კომპანიის ხელმძძღვანელმა ვანო გოგილიძემ განუცხადა, წარმოებაში უკვე ჩადებულია 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია და სამომავლოდ დაახლოებით კიდევ ნახევარი მილიონი დოლარის დამატება იგეგმება. ადგილზე აწარმოებენ არამხოლოდ კლასიკურ ხორცის კონსერვს, არამედ ქართული ტრადიციული კერძების კონსერვებს, როგორიცაა – ჩაქაფული, ჩაშუშული, ყაურმა. მოგვიანებით წარმოებას დაემატება სხვადასხვა […]
1995 წელს გამოშვებული 50 თეთრი გადახდის საშუალების სტატუსს დაკარგავს
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2017 წლის 4 ოქტომბრის N5 დადგენილებით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან, გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი აღარ ექნება 1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტას, ე.წ. ოქროსფერ 50-თეთრიან მონეტას, რომლის ავერსზე დატანილია – გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ ციფრი “50” და წარწერა – “თეთრი”, რევერსზე – ბორჯღალი, ციფრები წარწერები: “საქართველოს რესპუბლიკა”, “REPUBLIC OF […]
ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებას დეკემბრიდან ელოდება
ეროვნული ბანკი ინფლაციის დონის შემცირებას დეკემბრიდან ელოდება. ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, 2018 წლიდან ინფლაცია დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში არის 3%. – ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ წელს ინფლაცია იქნებოდა მიზნობრივზე მაღალი გარკვეული მიზეზების გამო და ისიც, რომ წლის ბოლომდე შენარჩუნდებოდა დაახლოებით 6%-ის ფარგლებში. ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო დაბალი იქნება დეკემბრის თვეში სხვა თანაბარ […]
გუკა რჩეულიშვილი: ყველა დაზარალებულთან ახალი ხელშეკრულება დაიდება
კომპანია M2 “ცენტრ-პოინტის“ ყიდვის ფაქტს უარყოფს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი განიხილავენ „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების დაკმაყოფილების სქემაში ჩართვას. ცენტრ-პოინტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ კომპანია ასხვისებს აქტივებს და მასთან ერთად ვალდებულებებს. კონკრეტული დეტალები კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. – ჩვენ პირადად m2-თან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. თავად როგორც თქვეს, m2 ამ პროექტში ერთვება […]










