კატეგორია: ეკონომიკა

„ტექდათვალიერების ამოქმედება ავტოგაზის მოხმარებას შეამცირებს”

„ტექდათვალიერების ამოქმედება ავტოგაზის მოხმარებას შეამცირებს"

– ტექდათვალიერების პროცესი იმ ფორმით თუ წავიდა, როგორც მიდის,  ავტოგაზის მოხმარება შემცირდება.  ამის შესახებ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ შესაძლოა ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების 50% გაჩერდეს, რითაც ზოგადად ბუნებრივი აირის ბიზნესს სერიოზული საფრთხე დაემუქრება. – ბუნებრივ აირს დაახლოებით 350-370 ათასი ავტომფლობელი მოიხმარს. თუმცა, იმ შემთხვევაში […]

საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 336 ლარი და 40 თეთრია

საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 336 ლარი და 40 თეთრია

სექტემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 168,8 ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით საარსებო მინიმუმი 1,4 ლარით გაიზარდა, წლიურად კი 11,5 ლარით. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 149,5 ლარია, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 283 ლარს და 20 თეთრს შეადგენს. საარსებო მინიმუმი პჯახის ტიპების მიხედვით შემდეგნაირად განისაზღვრა: ორსულიანი – 239,2 […]

“ძალიან გაგვიჭირდა” – როგორ მუშაობენ “აწარმოე საქართველოში”-ს ბენეფიციარები დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ

"ძალიან გაგვიჭირდა" - როგორ მუშაობენ "აწარმოე საქართველოში"-ს ბენეფიციარები დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ

სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” 2014 წლის ივნისიდან ამოქმედდა. 3 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში რამდენიმე ასეული კომპანია დაფინანსდა. პროექტი 3 მიმართულებას მოიცავს: ფინანსური ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, საკონსულტაციო მომსახურება. თავის მხრივ ეს პროგრამები შეიძლება მოიცავდეს სესხზე პროცენტის თანადაფინანსებას; გირაოში თანადგომას; ქონების უსასყიდლოდ გადაცემას და ა.შ. სესხის თანადაფინანსების პროგრამა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ 2 წლის განმავლობაში ბანკიდან მიღებული სესხის […]

კომერციულმა ბანკებმა 9 თვეში 631 მლნ ლარის მოგება მიიღეს

კომერციულმა ბანკებმა 9 თვეში 631 მლნ ლარის მოგება მიიღეს

9 თვეში კომერციულმა ბანკებმა 631 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში მოქმედი ბანკების შემოსავლები 3,1 მლრდ ლარს შეადგენდა, ხოლო ხარჯები 2,4 მლრდ-ს. საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.0 […]

მილიონერი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის, კომპანიამ აუქციონში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა – მანამდე ენუქიძემ “ქართულ ოცნებას” 50.000 ლარი ჩაურიცხა

მილიონერი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის, კომპანიამ აუქციონში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა - მანამდე ენუქიძემ "ქართულ ოცნებას" 50.000 ლარი ჩაურიცხა

პარლამენტის წევრის, გოჩა ენუქიძის, კუთვნილმა კომპანია „იბერკომპანიმ“ უპირობო აუქციონში კონკურენტის გარეშე გაიმარჯვა და მცხეთაში, სოფელ ძეგვში მდებარე 5.775 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა. აუქციონის გამოცხადებამდე 19 დღით ადრე გოჩა ენუქიძემ „ქართულ ოცნებას“ 50.000 ლარი ჩაურიცხა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელიც ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის პირას მდებარეობს, სახელმწიფო საკუთრებად 2017 წლის 17 მარტს დარეგისტრირდა. მიმდინარე წლის 19 სექტემბერს სახელმწიფო ქონების […]

Frank Group საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

Frank Group საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი Frank Group საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს, – კონკრეტულ სფეროებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელად ფრანკმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, პროექტები და არსებული საინვესტიციო გარემო. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და განაცხადა, […]

ნატახტარში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

ნატახტარში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

ნატახტარში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო გაიხსნა, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულით წელიწადში 50 ტონაზე მეტ სხვადასხვა ხილის ჩირს დაამუშავებს. საწარმოში ჯამურად 1.700.000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 250.000 აშშ დოლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 500.000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. კომპანიაში დაინერგება სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – FSSC 22000. პროდუქცია სრულიად საექსპორტო ბაზრისთვის არის გათვლილი და ევროკავშირის ქვეყნებში […]

მეტროს შემოსავალმა 51,78 მილიონი ლარი შეადგინა

მეტროს შემოსავალმა 51,78 მილიონი ლარი შეადგინა

გასულ წელს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ძირითადი საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 113,26 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაცია კომპანიის 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაშია მოცემული. მთლიანი შემოსავლებიდან, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტის (მეტროს) საქმიანობით მიღებული შემოსავალი – 51,78 მილიონი ლარი; ავტობუსების საქმიანობის შედეგად მიღებული კი- 60 მილიონი იყო; რაც შეეხება საბაგიროებს, „რიყე-ნარიყალასა“ და „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბის“ საბაგიროს საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა […]

გიორგი ჩიქოვანი – “ევროპასთან ელექტროენერგიით ვაჭრობა იგეგმება”

გიორგი ჩიქოვანი - "ევროპასთან ელექტროენერგიით ვაჭრობა იგეგმება"

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის დაგეგმილი ლიბერალიზაცია მყისიერად არ მოხდება. მიუხედავად ამისა, როგორც მან „საქმის კურსს“ განუცხადა, დაგეგმილია თარიღი, თუ როდის უნდა დაიწყოს ბაზრის ახალი მოდელის გამოცდა. – ვინაიდან კარგად გვესმის, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ბაზრის ლიბერალიზაცია, ეს არ მოხდება მყისიერად. 2019 წლისთვის დაგეგმილია, რომ გვქონდეს მოდელი, რომლის ტესტირებასაც გავაკეთებთ და […]

მამუკა ხაზარაძე: “ანაკლია სერიოზული კარიბჭე გახდება აღმოსავლეთსა და ევროპას შორის… ანაკლია ფოთის პორტს არ გააჩერებს”

მამუკა ხაზარაძე: "ანაკლია სერიოზული კარიბჭე გახდება აღმოსავლეთსა და ევროპას შორის... ანაკლია ფოთის პორტს არ გააჩერებს"

საუკუნის პროექტად წოდებული ანაკლიის პროექტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. პირველი ფაზის განსახორციელებლად 540 მილიონი აშშ დოლარია საჭირო. აქედან 190 მილიონი უკვე მოზიდულია და საინვესტიციო პორტფელის ფორმირებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. კონტი-ჯგუფის შემდეგ, SSA Marine მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში ინვესტიცია უკვე ჩადო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება 2016 წელს […]