საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 336 ლარი და 40 თეთრია

საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 336 ლარი და 40 თეთრიასექტემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 168,8 ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით საარსებო მინიმუმი 1,4 ლარით გაიზარდა, წლიურად კი 11,5 ლარით.
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 149,5 ლარია, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 283 ლარს და 20 თეთრს შეადგენს.
საარსებო მინიმუმი პჯახის ტიპების მიხედვით შემდეგნაირად განისაზღვრა:
ორსულიანი – 239,2 ლარი
სამსულიანი – 269,1 ლარი
ოთხსულიანი – 299 ლარი
ხუთსულიანი – 336,4 ლარი
ექვსსულიანი და მეტი – 397,7 ლარი
2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.
2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე.
აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა.