კატეგორია: ეკონომიკა

ქართული ტყლაპის ქარხნული წარმოება შეჩერდა

ქართული ტყლაპის ქარხნული წარმოება შეჩერდა

ქართული ტრადიციული ნუგბარის, ტყლაპის ქარხნული წარმოება შეჩერდა. როგორც“საქმის კურსს” კომპანია Fruit Factory-ს ხელმძღვანელმა ტიმოთე გვაზავამ განაცხადა, გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღეს. მისი თქმით, ერთი მხრივ, პროდუქტზე დაბალი მოთხოვნა ფიქსირდება, მეორე მხრივ კი, ტყლაპს მაღალი სეზონურობა ახასიათებს. _ ფაქტობრივად შემოდგომის ბოლოდან მარტამდე არის მუშაობის სეზონი, ხილი როგორც კი ჩნდება ბაზარზე, მაშინვე მცირდება მოთხოვნა, _ აცხადებენ კომპანიაში. […]

გაიხსნა დარიალი ჰესი _ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური

გაიხსნა დარიალი ჰესი _ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური

_ დარიალი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივ ბიუჯეტს მხოლოდ ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად დაემატება 2,5 მლნ ლარი და ამავე დროს, მნიშნელოვანია, რომ ადგილზე მუდმივად დასაქმდება 80-მდე ადგილობრივი მცხოვრები, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „დარიალი ჰესის“ ოფიციალურ გახსნაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული იყო […]

დავით ასლანიშვილი: „მთავრობამ მიაგნო ოპტიმალურ შუალედს ეკონომიკურ პოლიტიკაში“

დავით ასლანიშვილი: „მთავრობამ მიაგნო ოპტიმალურ შუალედს ეკონომიკურ პოლიტიკაში“

–  2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემი ადასტურებს, რომ ფისკალური პოლიტიკა გაჯანსაღების გზაზეა, – წერს სოციალურ ქსელ Facebook-ში ეკონომისტრი დავით ასლანიშვილი. _ ასეთი საბიუჯეტო დისციპლინა საქართველოს დიდი ხანია, აღარ ჰქონდა, – წერს დავით ასლანიშვილი და მოჰყავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემები, რომლის თანახმადაც,  იანვარ-მარტის განმავლობაში სახაზინო ანგარიშზე ნაშთი გაზრდილია 704 მლნ ლარიდან 929 მლნ ლარამდე. ეს კი […]

ცნობილი ბიზნესმენების 10 ციტატა ფულზე

ცნობილი ბიზნესმენების 10 ციტატა ფულზე

ადამიანებების შეხედულებები ფულზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან საბოლოო ჯამში, ამაზეა დამოკიდებული, გახდებით თუ არა მდიდარი. გთავაზობთ, ცნობილი ბიზნესმენების ასევე ცნობილ ციტატებს ფულთან დაკავშირებით. მარკ ცუკერბერგი, (Facebook-ის დამაარსებელი) – ჩემი მიზანი არასდროს არ ყოფილა უბრალოდ კომპანიის შექმნა. ბევრი მცდარად ფიქრობს, რომ მოგება არის ერთადერთი რამ, რაც მაინტერესებს. თუმცა მე ყოველთვის მინდოდა ვყოფილ ვიყავი არა უბრალოდ კომპანია, […]

საქართველოში მდიდარი ტურისტი არ ჩამოვა

საქართველოში მდიდარი ტურისტი არ ჩამოვა

_ საქართველოში მდიდარი ტურისტი არ ჩამოვა – ასეთ შეფასებას აკეთებენ „კომერსანტთან” საუბრისას ტურიზმის სფეროს სპეციალისტები.  როგორც გაირკვა, ტურისტების მიერ გაწეული ხარჯების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, არაოფიციალურიად და ექსპერტული  დაკვირვებით, საქართველოში ძირითადად მცირებიუჯეტიანი და შესაბამისად, დაბალი გადახდისუნარიანი ტურისტი ჩამოდის, რომელიც ყველა თეთრს ითვლის. მათი ინფორმაციით, ჩვენთან მდიდარი სეგმენტის ტურისტი საკმაოდ ცოტაა ტურიზმის ექსპერტი შალვა ალავერდაშვილი […]

,,ყველაფერს მარტო ვაკეთებ, დაწყებული ბუღალტერიით, დამთავრებული გაყიდვებით”

,,ყველაფერს მარტო ვაკეთებ, დაწყებული ბუღალტერიით, დამთავრებული გაყიდვებით"

პირველად საქართველოში ველოსიპედით მორთმეული ყავის Bicycle Coffee დაგემოვნება გახდა შესაძლებელი. Bicycle Coffee-ს ბიზნესი 19 წლის სტუდენტმა ცოტნე ყალიჩავამ წამოიწყო. თუ მას ქუჩაში შეამჩნევთ, შეგიძლიათ გააჩეროთ და ცხელ ქვიშაზე მის მიერ მომზადებული უგემრიელესი თურქული ყავა მიირთვათ. როგორც ყალიჩავა „კომერსანტთან” საუბრისას აცხადებს, ეს მისი პირველი ბიზნესია და სამომავლოდ Bicycle Coffee-ს განვითარებას მთელი ძალისხმევით აპირებს. ახალგაზრდა ბიზნესმენი ერთ […]

გიორგი თაბუაშვილი: ლუდის აქციზის გადახედვა წელს მოხდება

გიორგი თაბუაშვილი: ლუდის აქციზის გადახედვა წელს მოხდება

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, ლუდის აქციზის გადახედვა მიმდინარე წელს მოხდება, თუმცა ის ვერ აკონკრეტებს, მოესწრება თუ არა ეს ლუდის სეზონის დაწყებამდე. _ სურვილები არის, მანამდეც იყო სურვილები, ჩვენ ვმუშაობთ გვაქვს გარკვეული ვალდებულება აღებული რომ მოვახდინოთ აქციზის დაბეგვრის სისტემის ჰარმონიზაცია ევროდირექტივებთან. მათ შორის იგულისხმება აქციზის განაკვეთის ცვლილება ალკოჰოლის მოცულობის მიხედვით. ვფიქრობთ, რომ წელს ეს […]

თბილისიდან ბარსელონას მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

თბილისიდან ბარსელონას მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

Georgian Airways თბილისიდან ბარსელონას მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავს. ავიაკომპანია ფრენების დაწყებას 5 ივლისიდან გეგმავს. ინფორმაციას Tav Georgia ავრცელებს.

კვირიკაშვილი: ქუთაისში უძრავი ქონება გაძვირდება

თებერვალში საარსებო მინიმუმი 1 ლარით და 60 თეთრით გაიზარდა

_ ქუთაისში გაძვირდება უძრავი ქონება, ამიტომ იჩქარეთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის აეროპორტში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქუთაისი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება. _ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაწყებულია და ის სრულიად ახალ იმპულსს შესძენს ქუთაისს. ქუთაისი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება. მე არაერთხელ მითქვამს, როგორც ჩვენს გუნდში, […]

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობას არ მოუმატია

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობას არ მოუმატია

შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის დაწყების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ მგზავრთა ნაკადი მკვეთრად მოიმატებდა. მოიმატა თუ არა აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობამ, როგორია სტატისტიკური მონაცემები ერთი კვირის თავზე? ამის გარკვევას ,,ახალი თაობა” როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტების ადმინისტრაციაში შეეცადა. _ ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, მე რაც შემიძლია გითხრათ, დიდი მატება არ არის, ჯერ მხოლოდ ოთხი […]