კატეგორია: ეკონომიკა

გიორგი გახარია: “ირანიდან დამატებითი ინვესტიციების იმედი გვაქვს”

გახარია: "კონსტიტუციამ მიწის უცხოელებზე გასხვისება არ უნდა შეზღუდოს"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თბილისში ვიზიტად მყოფ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ და მუჰამედ ჯავად ზარიფმა საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი გახსნეს, რომელშიც ირანული და ქართული კომპანიების 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. გიორგი გახარიას შეფასებით, ირანი რეგიონში […]

სსფ საქართველოში 5,5%-იან ეკონომიკურ ზრდას 2020 წლისთვის ელოდება

სსფ საქართველოში 5,5%-იან ეკონომიკურ ზრდას 2020 წლისთვის ელოდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 5,5%-იან ეკონომიკურ ზრდას 2020 წლისთვის ელოდება. ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოში მშპ 3,5%-ით გაიზრდება, რაც მთავრობის პროგნოზს 0,5%-ით ჩამორჩება. სავალუტო ფონდმა 2017 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე მეორედ შეამცირა – ოქტომბერში IMF ეკონომიკის 5,2%-იან ზრდას პროგნოზირებდა, ნოემბერში კი 4%-იანს. სავალუტო ფონდის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მშპ-ს 5,5%-იან ზრდას 2020 წლისთვის ხელს […]

რიკოთის პროექტში 40 ხიდი და 100 გვირაბი იქნება

რიკოთის პროექტში 40 ხიდი და 100 გვირაბი იქნება

– რიკოთის პროექტი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პროექტად ითვლება, ამიტომ ამ მონაკვეთის პროექტირებაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჯგუფებია მობილიზებული, – განაცხადა „საქმის კურსთან“ საუბრისას საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ. მისი თქმით, რიკოთის მონაკვეთზე მშენებლობაზე ტენდერი მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება. – ვიმედოვნებთ, რომ საკმაოდ კარგ და უსაფრთხო გზის მონაკვეთს მივიღებთ და წლის ბოლოს უკვე სრული დოკუმენტაცია გვექნება […]

შატო ”დიოს” უცხოელები სტუმრობენ

შატო ”დიოს” უცხოელები სტუმრობენ

ამბროლაურის რაიონში მდებარე შატო “დიოს” სტუმრები ძირითადად უცხოელები არიან. შატო სულ წელიწადნახევარია, არსებობს და მისი მფლობელი წელს სტუმრების განსაკუთრებულ მატებაზე უკვე საუბრობს. შატო “დიოს” დამფუძნებელი დიონიდე დვალი“საქმის კურსთან” აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით 80%-იანი ზრდა ფიქსირდება. მისი ინფორმაციით, სტუმრები ძირითადად გერმანიიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან ჩამოდიან. შატოს დამფუძნებელი ამბობს, რომ ინფორმაცია რამდენიმე ტურისტულ საიტზე აქვთ გამოქვეყნებული, რაც […]

ქართული ავეჯი ჰოლანდიასა და გერმანიაში გაიყიდება

ქართული ავეჯი ჰოლანდიასა და გერმანიაში გაიყიდება

ქართული ავეჯი ჰოლანდიასა და გერმანიაში გაიყიდება. შესაბამის მოლაპარაკებებს პარტნიორებთან ქართული ავეჯის მწარმოებელი კომპანია „ვუდმასტერი“ აწარმოებს. კომპანია “ვუდმასტერის” ხელმძღვანელი კახაბერ ჯვარიშეიშვილი აცხადებს, რომ ამჟამად ქარხანა სატესტო რეჟიმში მუშაობს და სერიულ წარმოებაზე მომავალი წლიდან გადავა. მომავალ წელსვე იგეგმება პროდუქციის ექსპორტზე გატანა. თუმცა, “ვუდმასტერი” მხოლოდ საზღვარგარეთის ბაზრებზე ორიენტირებული არ იქნება. პროდუქცია ქართულ ბაზარზეც დარჩება. – ადგილობრივ ბაზარზე რა […]

მარტში ოჯახის საარსებო მინიმუმი 284 ლარი იყო

მარტში ოჯახის საარსებო მინიმუმი 284 ლარი იყო

მარტში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 169 ლარი და 70 თეთრი შეადგინა, რაც თებერვალთან შედარებით, 1,6 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. საქსტატის მონაცემებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა მარტში 150,3 ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 7,1 ლარით გაიზარდა. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 284 ლარი და 70 თეთრია. ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი […]

აღდგომის სუფრა 150-250 ლარი დაგიჯდებათ

აღდგომის სუფრა 150-250 ლარი დაგიჯდებათ

აღდგომამდე ორი დღეა დარჩენილი და შესაბამისად, სასურსათო ბაზრებში ხალხმრავლობა შეინიშნება. აღდგომის დღესასწაულს მოსახლეობა ტრადიციული სუფრით ხვდება. იმის გასარკვევად, თუ როგორი ფასებია ბაზრებში და რა დაგიჯდებათ სააღდგომო სუფრის მომზადება, „ბიზნესპრესნიუსი“ თბილისის ბაზრებსა და ზოგიერთ სუპერმარკეტს ეწვია. 14 აპრილის მონაცემებით, სააღდგომო სუფრის გასამზადებლად დაახლოებით 150-250 ლარია საჭირო. დეზერტირებისა და ნავთლუღის ბაზრებში ფასები მეტნაკლებად განსხვავებულია. მაგალითად, თუ პომიდორი […]

საქართველო ბუნებრივ აირს მხოლოდ აზერბაიჯანიდან შეისყიდის

საქართველო ბუნებრივ აირს მხოლოდ აზერბაიჯანიდან შეისყიდის

წელს საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს აღარ შეისყიდის და გაზის მოხმარების 96% აზერბაიჯანული გაზით დაკმაყოფილდება. როგორც ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულება ქვეყანას აძლევს საშუალებას, არ იყოს დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე და რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის სანაცვლოდ მიღებული ფულადი ანაზღაურება იძლევა საშუალებას, გაზი ალტერნატიული წყაროებიდან შევისყიდოთ. – იგივე შესაძლებლობა გვაქვს ბუნებრივი აირი შევისყიდოთ ირანიდან, თუმცა დღევანდელი […]

ელიავას ბაზრობა შესაძლოა ავჭალისა და მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანონ

ელიავას ბაზრობა შესაძლოა ავჭალისა და მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანონ

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფი მერიას ელიავას ბაზრობის გადატანას სავარაუდოდ, ავჭალის არეალსა და მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სთავაზობს. ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თანახელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი წლების პერსპექტივაში ელიავას ბაზრობის ტერიტორიას რეკრეაციულ ზონად მოიაზრებს, სადაც ხელოვნების ცენტრის, საგამოფენო […]

კონკურენციის სააგენტო – გორში ტაქსების ბიზნესში კონკურენცია არ ირღვევა

კონკურენციის სააგენტო – გორში ტაქსების ბიზნესში კონკურენცია არ ირღვევა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, ქალაქ გორში, ტაქსებით მომსახურეობის ბაზარზე მოქმედი 11 სუბიექტის ერთობლივი განცხადება, „კატენას“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, დაუშვებლად ცნო. სააგენტოს პოზიციით, მოპასუხედ დასახელებული კომპანიის მიერ კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის თაობაზე განცხადება ინფორმაციას არ მოიცავს. სააგენტოს პოზიციას განმცხადებლებიც ეთანხმებიან და მიუთითებენ, რომ მათ […]