ელიავას ბაზრობა შესაძლოა ავჭალისა და მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანონ

ელიავას ბაზრობა შესაძლოა ავჭალისა და მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანონთბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფი მერიას ელიავას ბაზრობის გადატანას სავარაუდოდ, ავჭალის არეალსა და მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სთავაზობს.

ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თანახელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი წლების პერსპექტივაში ელიავას ბაზრობის ტერიტორიას რეკრეაციულ ზონად მოიაზრებს, სადაც ხელოვნების ცენტრის, საგამოფენო დარბაზის, კინოთეატრის ან სხვა იმ ფუნქციის ობიექტების მოწყობის ინიციატივით გამოდის, რომლებიც რეკრეაციული ზონის მნიშვნელობისაა.
მერაბ ბოლქვაძის თქმით, ამ პროცესში ელიავას ბაზრობის მფლობელების ინტერესებიც უნდა იქნას დაცული.

– ჯერ უნდა მომზადდეს ტერიტორია, სადაც ის ადამიანები გადავლენ, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე არიან დასაქმებულები. ორი ასეთი ტერიტორია შეირჩევა, რომელიც შესაბამისად მომზადდება. ამ ადამიანებსაც უნდა უღირდეთ იქ გადასვლა და თანმიდევრულად, ნელ-ნელა ეს ტერიტორია რეკრეციული ფუნქციის გახდება,, – განაცხადა ბოლქვაძემ.
რაც შეეხება ვადებს, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფის თანახელმძღვანელის თქმით, ამას მოლაპარაკებების შედეგები აჩვენებს.
– ჩვენი დასახული გეგმის შემდეგ უნდა შედგეს მოლაპარაკებები მფლობელებთან კონკრეტული განხორციელების თვალსაზრისით და მერე უფრო ნათელი იქნება ვადები. სავარუდოდ, ვთავაზობთ ორ ტერიტორიას – ერთია ავჭალის არეალი და მეორე – მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით, ასეთი ტერიტორიებია მოძებნილი, თუმცა იქაც მოსალაპარაკებელია კონკრეტულად, რა, როგორ და რა ფართები გამოიყოფა, – განაცხადა ბოლქვაძემ.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ განაცხადა, გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ შემოთავაზებულია ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რეკრეაციულ ტერიტორიად გამოცხადებასთან დაკავშირებით საკმაოდ დეტალური ანგარიში და კონკრეტული მოსაზრებები.

მერის თქმით, ეს აუცილებლად დაექვემდებარება შემდგომ განხილვას.

ბიპიენი