Georgian Airways თბილისიდან ბარსელონას მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავს. ავიაკომპანია ფრენების დაწყებას 5 ივლისიდან გეგმავს. ინფორმაციას Tav Georgia ავრცელებს.
კატეგორია: ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ქუთაისში უძრავი ქონება გაძვირდება
_ ქუთაისში გაძვირდება უძრავი ქონება, ამიტომ იჩქარეთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის აეროპორტში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქუთაისი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება. _ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაწყებულია და ის სრულიად ახალ იმპულსს შესძენს ქუთაისს. ქუთაისი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება. მე არაერთხელ მითქვამს, როგორც ჩვენს გუნდში, […]
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობას არ მოუმატია
შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის დაწყების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ მგზავრთა ნაკადი მკვეთრად მოიმატებდა. მოიმატა თუ არა აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობამ, როგორია სტატისტიკური მონაცემები ერთი კვირის თავზე? ამის გარკვევას ,,ახალი თაობა” როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტების ადმინისტრაციაში შეეცადა. _ ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, მე რაც შემიძლია გითხრათ, დიდი მატება არ არის, ჯერ მხოლოდ ოთხი […]
“მაგთიკომის” ყოფილმა პრეზიდენტმა დევიდ ლიმ აგრარულ სექტორში გადაინაცვლა
კომპანია “მაგთიკომის” ყოფილი პრეზიდენტი დევიდ ლი ფიჭური კავშირგაბმულობის სექტორიდან აგრარულ სექტორში ინაცვლებს. დევიდ ლი ირანულ კომპანია “არიკ ჯგუფს” წარმოადგენს, რომელიც საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს. დევიდ ლი “არიკ ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორია. ბიზნესმენი საქართველოში დღეს არსებულ საინვესტიციო გარემოს საუკეთესოს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს შანსი ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. _ საქართველოს პოტენციალი არასოდეს ყოფილა ისეთი დიდი, როგორიც დღესაა, რამდენადაც […]
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგში საქართველო დაწინაურდა
გამოცემა Global Finance Magazine-ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების 2016 რეიტინგში საქართველო 189 ქვეყანას შორის 108-ე პოზიციაზეა. გასული წლის რეიტინგში საქართველო 112-ე ადგილზე იყო. რეიტინგი კეთდება 1 სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტისა და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით. გამოცემამ ქვეყნების რანგირება „მსოფლიო ბანკისა“ და „საერთაშორისო მონეტარული ფონდის“ მონაცემებზე დაყრდნობით მოახდინა. ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგში, გასული წლის მსგავსად, კვლავ პირველ […]
ქუთაისის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება. პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმართულების _ სივრცითი მოწყობის _ შემადგენელი ნაწილია, ქუთაისში ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩაუყრის საფუძველს. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ცერემონია ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 20:30 საათზე გაიმართება. ქუთაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი 18:00 საათზე ასევე გახსნის იმერეთის რეგიონში პირველ […]
ფრთხილად, ნარჩენების დაყრისთვის ხვალიდან ინსპექტორი დაგაჯარიმებთ!
თბილისში, 3 აპრილიდან, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან. ინსპექტორები მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ. როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ სათავო ოფისში შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეითმა ინსპექტორებმა მომავალი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია კომპანიის ხელმძღვანელებისგან მიიღეს. _ მომავალი კვირიდან კი დაიწყება ქვეითი […]
გარემოვაჭრეებს თბილისში 6 თვე პროდუქტის რეალიზაცია უფასოდ შეეძლებათ
გარევაჭრობის აკრძალვისათვის საჭირო ღონისძიებები გრძელდება. თბილისის მერიის ცნობით, ნაძალადევის და ჩუღურეთის გამგეობების თანამშრომლებმა გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები გააფრთხილეს, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ. გარემოვაჭრეების გაფრთხილება მოხდა ასევე ხუდადოვისა და დადიანის ქუჩის დასაწყისში. როგორც მერიაში აცხადებენ, გამგეობების მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლებმა მათ სრული ინფორმაცია მიაწოდეს გარევაჭრობის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძებების შესახებ. ასევე, მოვაჭრეები […]
საქართველოს საგარეო ვალი 15,5 მლრდ დოლარია
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 15.5 მლრდ აშშ დოლარი (41.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2016 წლის მშპ-ს 108.2 პროცენტია; 2016 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 149.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული და სხვა ცვლილებების გამო 496.2 მლნ აშშ დოლარით და 37.2 მლნ აშშ […]
თუშეთისკენ ფრენები დაიწყო
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე თუშეთის მიმართულებით განხორციელებულ პირველ რეისს გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურმა, ოპერატიული მოქმედებისთვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს მადლობა გადაუხადა. – თუშეთის მიმართულებით გუშინ პირველი რეისი შესრულდა. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა, ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს. წინა მთავრობის სხდომაზე მათ ვთხოვე, რომ კვირაში ერთი ასეთი რეისი დანიშნულიყო. თუშეთი, პრაქტიკულად, […]










