კატეგორია: ეკონომიკა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ლიტერატურული ბანაკი დაიწყო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ლიტერატურული ბანაკი დაიწყო

საქართველოს ბანკი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის მხარდაჭერას განაგრძობს. პარტნიორობის ფარგლებში სპეციალური საჭიროების მქონე პირთა და უმაღლესი სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის ორგანიზებული ლიტერატურული ბანაკი დაიწყო. ბანაკის მონაწილეებისთვის ჩატარდება სალექციო კურსი ქართული ლიტერატურის, დრამატურგიის, ლიტერატურული ტექსტის ანალიზისა და კრიტიკის თემაზე. ბანაკის ფარგლებში უკვე გაიმართა პირველი ლექციები. პროზაიკოსმა და ჟურნალისტმა, რუსუდან რუხაძემ წაიკითხა ლექცია სახელწოდებით „იცხოვრო, რომ […]

ღია ბანკინგის ფუნქციონალი უკვე საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკშია ხელმისაწვდომი

ღია ბანკინგის ფუნქციონალი უკვე საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკშია ხელმისაწვდომი

საქართველოს ბანკი ღია ბანკინგის მიმართულებით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ, ბანკმა იურიდიული პირებისთვის ბიზნეს ინტერნეტბანკში ღია ბანკინგის პირველი ეტაპი აამოქმედა, რომელიც მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, სხვა ბანკის ბიზნეს ანგარიშების ინფორმაციაზე წვდომას გულისხმობს. მეტი კომფორტისთვის კი, აღნიშნული ფუნქციონალი უკვე ბიზნეს მობილბანკშიცაა ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ამიერიდან მომხმარებელი ცენტრალიზებულად შეძლებს ბიზნეს მობილბანკში სხვა ბანკებში არსებული ბიზნეს ანგარიშების დამატებას და […]

ავტობუსების სამარშრუტე ნომრებში ცვლილებები შევიდა

ავტობუსების სამარშრუტე ნომრებში ცვლილებები შევიდა

ავტობუსების სამარშრუტო ნომრებში ცვლილებები განხორციელდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ნომრის ცვლილება შეეხო ავტობუსის იმ მარშრუტებს, რომლებიც მგზავრებს ინტეგრირებული გადახდის სისტემის დანერგვამდე ემსახურებოდა. სისტემაში ავტობუსების გაერთიანების ფარგლებში, შეიცვალა შემდეგი სამარშრუტო ნომრები: ავტობუსი – N1 შეიცვალა და გახდა N361; N2 შეცვალა – N305-მა; N3 ჩაანაცვლა – N313-მა; N4 გახდა – N324; N6 გახდა – N326; N7 გახდა – […]

თეა ქუთათელაძე – “მთავრობის შეცდომის გამო ჟოლო მთლიანად განადგურდა, მაყვალი კი დასუსტდა”

თეა ქუთათელაძე - "მთავრობის შეცდომის გამო ჟოლო მთლიანად განადგურდა, მაყვალი კი დასუსტდა"

ჟოლოსა და კენკრის მწარმოებელი ფერმერების დიდი ნაწილი გაკოტრდა, ბაღები გაჩეხა, ან მიატოვა – ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსს“ ფერმერმა, თეა ქუთათელაძემ განუცხადა. მისი თქმით, მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან არასწორი საპროექტო პირობები იყო. არასწორად შერჩეული რეგიონი, დაზიანებული ნერგები და სარწყავი წყლის არარსებობა. – პროექტის ,,დანერგე მომავალის“ ფარგლებში კენკრის ბაღების გაშენება თავიდანვე მოხდა არასწორად. პროექტითვე იყო გათვალისწინებული, რომ მარნეულში უნდა […]

საქართველოს რკინიგზა შეიძლება რელსების გარეშე დარჩეს

საქართველოს რკინიგზა შეიძლება რელსების გარეშე დარჩეს

საქართველოს რკინიგზა შესაძლოა, რელსების გარეშე დარჩეს. კომპანია “უნიორი”, რომელთანაც რკინიგზამ 2021 წელს 52 მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა, რელსების შემოტანას ვეღარ ახერხებს. “პირველებს” თავად კომპანია “უნიორის” დირექტორი გიორგი ღუდუშაური ესაუბრა, რომელიც მიზეზად ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, გაუფასურებულ ვალუტას და რუსეთში გაზრდილ ფასებს ასახელებს. მისი თქმით, ახლა კომპანიას მძიმე ვითარება აქვს და საჭიროა, საქართველოს რკინიგზამ კრიზისიდან გამოსვლის გზები მოძებნოს. […]

ლევან დავითაშვილი – “ლარი შეიძლება კიდევ უფრო გამყარდეს”

ლევან დავითაშვილი - "ლარი შეიძლება კიდევ უფრო გამყარდეს"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, საბოლოოდ დასტაბილურდა და რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლოა, კიდევ უფრო გამყარდეს. მისივე თქმით, დღეს ეკონომიკური პარამეტრები ზუსტად ისეთივეა, როგორც რუსეთ-უკრაინას შორის ომის დაწყებამდე იყო. დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკური პროცესები, მათ შორის საქართველოში, პოლიტიკური დაძაბულობით, ისტერიით, ხშირ შემთხვევაში არაობიექტური მოვლენებით, სპეკულაციებით ზიანდება, რაც ლარის კურსზეც აისახება. „მთელი ეკონომიკური გუნდი […]

საქართველოს საწყობებში ფქვილის და შაქრის მარაგები ამოიწურა

საქართველოს საწყობებში ფქვილის და შაქრის მარაგები ამოიწურა

უკრაინაში დაწყებული ომის პარალელურად, საქართველოში   პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდა. მოქალაქეები ცდილობენ, პირველადი მოხმარების პროდუქტები მოიმარაგონ. საქართველოში პროდუქტების ნაწილი – შაქარი, ზეთი, ფქვილი, მარილი და სხვა პროდუქტები უკრაინიდან და რუსეთიდან შემოდის, რის გამოც მოსალოდნელია პროდუქტების დეფიციტი შეიქმნას. – ყველა მაღაზიაში შევედი თითქმის, არსად არ არის შაქარი. ყველაფერს შეეტყო, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. ქსელურ სუპერმარკეტებში ამბობენ, რომ […]

რუსული “ვიმ-ბილ-დან საქართველო” 2020 წელს ზარალზე გავიდა

რუსული "ვიმ-ბილ-დან საქართველო" 2020 წელს ზარალზე გავიდა

საქართველოში 7.000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხების შესწავლის შედეგების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული. ერთ-ერთი „სოფლის ნობათის“ მწარმოებელი კომპანიაა – „ვიმ-ბილ-დან საქართველო“. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ 100%-იან წილს რუსეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება […]

რუსული რუბლის კურსი 30%-ით დაეცა

რუსული რუბლის კურსი 30%-ით დაეცა

რუსული რუბლის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 30%-ით დაეცა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსული ვალუტის ახალი რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ქვეყნის ზოგიერთ ბანკს SWIFT–ის საერთაშორისო გადახდის სისტემის გამოყენება აეკრძალა. მზარდმა დაძაბულობამ ასევე განაპირობა ის, რომ ერთი ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა. BBC-ი წერს, რომ ევროკავშირის, შეერთებული შტატების […]

„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს „ბაზისბანკი“ მოემსახურება

„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს „ბაზისბანკი“ მოემსახურება

„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს „ბაზისბანკი“ მოემსახურება – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას ფინანსური სანქციები დაუწესა. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც მისცა. ეროვნული […]