როდის სჯობს ავტოსესხის აღება

როდის სჯობს ავტოსესხის აღებაარსებობის განმავლობაში ნებისმიერი ადამიანი ძალიან ბევრი, უამრავი ისეთი ფაქტის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, რომელსაც შეუძლია ყველაფრის თავდაყირა დაყენება. ადამიანის ცხოვრებაზე უამრავი ისეთი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას, რომლის გაკონტროლებაც ჩვენს ძალებს აღემატება და ზოგჯერ სრულიადაა შეუძლებელი. როგორც წესი, ასეთ დროს, გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია ყველა დეტალის კარგად აწონ-დაწონვა. ამას გარდა, უამრავია ისეთი მომენტი, რომელთა მოგვარებაც ადამიანის რუტინის ნაწილია, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობაში იჭრებიან და არჩევანის წინაშე გვაყენებენ. თუმცა ეს სულაც არაა ყველაფერი, ისეთი ფაქტორებიც არსებობენ, რომელიც შეიძლება იშვიათად მოხდეს, თუმცა მთელი ცხოვრება სრულიად შეცვალოს. ამის ნათელი მაგალითი შეიძლება იყოს ოჯახის შექმნა, ახალი ბინის შეძენა, პირველი ავტომობილის შეძენა, საცხოვრებლად მარტო გადასვლა, საკუთარი ბიზნესის წამოწყება, პროფესიის შეცვლა და სხვა. ასეთ დროს სასურველია, რომ საწყისი კაპიტალი უკვე გვქონდეს დაგროვებული, თუმცა ისიც მართალია, რომ ეს სულაც არ გახლავთ მარტივი და შესაბამის თანხას ყოველთვის ვერ ვაგროვებთ. უმეტეს შემთხვევაში კი, მოგროვილი თანხა სულაც არაა საკმარისი. სწორედ ასეთ შემთხვევებშია თანხის სანდო წყაროდან მოძიება ერთადერთი ალტერნატივა, სესხის აღება კი სრულიად მისაღები გადაწყვეტილებაა.

სესხები სხვადასხვანაირი ტიპის არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც სასესხო განაკვეთითა და პირობებით, ასევე მიზნობრიობით. მაგალითად სამეწარმეო სესხი კონკრეტულ სფეროზეა გათვლილი და ვერ აიღებთ ავტომობილის შესაძენად. ეს საკმაოდ მოსახერხებელი მიდგომაა, რადგან ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი ფაქტები თუ გადაწყვეტილებები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სტატიაში გაგაცნობთ რა უნდა  ქნათ მაშინ, თუკი ავტომობილის შეძენა გსურთ და საკმარისი თანხა არ გაქვთ ანგარიშზე.

ავტო სესხები მიზნობრივია კრედიტებია, ხოლო მისი გამოყენება კი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი მანქანის შეძენა გაქვთ განზრახული. მისი მთავარი უპირატესობა კომფორტული საპროცენტო პირობებია, რომელიც მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებელზე. ასევე, აღსანიშნავი ფაქტია, რომ სესხის უზრუნველყოფა ავტომობილის გირავნობით ხდება, თუმცა მართვის უფლება მფლობელს რჩება, ანუ თქვენ. მას შემდეგ, რაც უშუალოდ ავტომობილს შეარჩევთ, უნდა ესტუმროთ ბანკის ფილიალს ან ესტუმროთ ვებ-გვერდზე, სადაც უმარტივესი პროცედურით შეავსებთ კრედიტის განაცხადს. პროცედურა საკმაოდ მარტივია და მაქსიმუმ 30 წუთია საჭირო მის დასამტკიცებლად.

განაცხადის შევსებისას აუცილებლად იქონიეთ თან თქვენი პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად ავტომობილის ტექნიკური პასპორტიც. ავტო სესხი ინდივიდუალური კრედიტი გახლავთ, მისი მოცულობას კი ავტოექსპერტი ადგენს ავტომობილის მდგომარეობის, მარკისა და წლოვანების შეფასების მიხედვით. გაითვალისწინეთ, სესხით სარგებლობისთვის არ დაგჭირდებათ თავდებში მდგომი მესამე პირი, რაც საკმაოდ ამარტივებს პროცესს. სესხის აღებამდე კარგად გაიარეთ სხვადასხვა ალტერნატივები, ერთმანეთს შეადარეთ პირობები და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. შეიძლება სხვადასხვა ბანკში განსხვავებული პირობები იყოს. როგორც წესი, გამოშვების წელზე ყველა ბანკში ერთნაირი შეზღუდვა მოქმედებს და ყველაზე მინიმუმი კი, რაც შეიძლება შემოგთავაზონ არის 1995 წელს გამოშვებული. შეზღუდვა მოქმედებს ასაკზეც და სესხის აღება შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც უკვე შეუსრულდათ მინიმუმ 21 წელი.