კახა ყრუაშვილი – “ტკბილი ქვეყნის” ფასები 13-14%-ით გაიზარდა”

კახა ყრუაშვილი - "ტკბილი ქვეყნის" ფასები 13-14%-ით გაიზარდა"რუსეთიდან გაძნელებული ლოგისტიკა, უკრაინაში არსებული ვითარება და მსოფლიო ბაზარზე პროდუქციასა და ნედლეულზე გაზრდილი ფასები უკვე აისახა ქართულ საკონდიტრო ბაზარზე – ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საკონდიტრო კომპანია, ,,ტკბილი ქვეყნის“ კომერციულმა დირექტორმა განუცხადა.

კახა ყრუაშვილის თქმით, ფასები უკვე გაზრდილია 13-14%-ით.

„პროდუქციაზე, რომელსაც რუსეთიდან ვიღებდით ლოგისტიკური პრობლემა შეიქმნა და დღემდე რჩება. საუბარია ლარსით გადმოტანაზე, რამაც გაზარდა გადაზიდვის ფასი. გაძვირებულია თავად ღირებულების ნაწილიც და შედეგად ჩვენი პროდუქციის ფასი უკვე გაიზარდა 13-14%-ით.

არის ინგრედიენტების ნაწილი, რომელსაც ევროპიდან ვიღებდით და ვიღებთ, მაგრამ გადმოზიდვა აქაც პრობლემა გახდა, რადგან თურქეთმა ჭარბი ტვირთების გამო, ვერ შეძლო დროულად გამოეშვა საქონელი.

რაც შეეხება უკრაინას, პროდუქციიდან მხოლოდ შესაფუთ მასალებს ვიღებდით. მაგალითად, პასკის ყუთებს, რომელსაც გასაგებია რომ წელს ვეღარ შემოვიტანთ და შესაბამისად, იმ ნაშთით მოგვიწევს მუშაობა, რაც გასული წლიდან დაგვრჩა. უკრაინა ფაქტობრივად, მოაკლდა ქართულ ბაზარს და უნდა ვივარაუდოთ, რომ ომის დასრულების შემდეგაც, აღდგენის პროცესს დიდი დრო დასჭრიდება.

რაც შეეხება სხვა ბაზრებზე გადასვლას, აქ მთავარი პრობლემა ფასია. როგორც თვითღირებულების, ასევე ლოგისტიკის ნაწილშიც. იგივე, ყუთები რომ საქართველოში შევიძინოთ, აქ ფასი და ხარისხის პრობლემაა. ამიტომ, ბიზნესს დრო დასჭირდება სრულად გადაწყობისთვის“, – განაცხადა „ტკბილი ქვეყნის“ კომერციულმა დირექტორმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, ,,ტკბილი ქვეყანა“ 120 დასახელებამდე სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქციას აწარმოებს.

ბიპიენი