თბილისში მანქანის ევაკუაციის ფასი 60-დან 150 ლარამდე იზრდება

თბილისში მანქანის ევაკუაციის ფასი 60-დან 150 ლარამდე იზრდებათბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასურში ცვლილება შედის.

კერძოდ, როგორც დედაქალაქის მერიაში აღნიშნავენ, სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასურად განისაზღვრა 150 ლარი, ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი შეადგენს 20 ლარს.

ცვლილება ძალაში 31 მარტიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება №22.444.485 საფუძველზე შევა.

ბიპიენი