ტელეფონის გამოგონებამ მნიშვნელოვნად შეცვალა კაცობრიობის ბედი და ჩვენი წარმოდგენა კომუნიკაციის გზებზე. ადამიანები უფრო მეტად დააკავშირა ერთმანეთს და საკმაოდ გაამარტივა ცხოვრება, რამაც უფრო დიდ შესაძლებლობებს დაუდო გზა. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად წარმოუდგენლად განვითარდნენ ტელეფონები და ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად დაიმკვიდრეს თავი. დღეს თითქმის წარმოუდგენელია სმარტფონის გარეშე ცხოვრება, ვინაიდან თანამედროვე ტელეფონები მხოლოდ თავდაპირველი ფუნქციის მიღმა უამრავ უდიდეს შესაძლებლობას გვთავაზობს, […]
კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Snacky“ განვითარებას განაგრძობს
საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, პირველი ქართული არაქისის კარაქის მწარმოებელი „Snacky“, საქმიანობას ავითარებს. კომპანია 2021 წლიდან, მომხმარებელს დანამატების გარეშე, ნატურალურ, არაგენმოდიფიცირებულ და ვიტამინებით გაჯერებულ პროდუქციას სთავაზობს. „Snacky“-ის პროდუქციის ყოველდღიური რეალიზაცია 2 ტონას აჭარბებს. პროდუქცია თბილისში არსებულ მოლებში, ასევე ონლაინ, კომპანიის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. „Snacky “მომხმარებელს მიტანის სერვისსაც სთავაზობს. „Snacky“-ის პროდუქცია არ შეიცავს შაქარს […]
ლაშა ხუციშვილი – “საწვავის ფასები შეიძლება დავაზღვიოთ”
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საწვავზე ფასების ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მთავრობამ შესაძლოა დაზღვევის მექანიზმები შეიმუშაოს. როგორც ხუციშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, საერთაშორისო ბაზარაზე საწვავის ფასების მკვეთრი ზრდაა, რაც გეოპოლიტიკური მდგომარეობით არის გამოწვეული. „საწვავთან მიმართებაში ნამდვილად გვაქვს მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, რაც გამოწვეულია იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რაც ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში არსებობს. […]
კობა გვენეტაძე – “ნათია თურნავა ჩემ მოადგილედ არ განიხილება”
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი მოადგილის თანამდებობაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ნათია თურნავას კანდიდატურა განიხილება. როგორც ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გვენეტაძემ განაცხადა, თურნავას კანდიდატურასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს და არ აქვს ინფორმაცია იგეგმება თუ არა, რომ თურნავამ ეროვნულ ბანკში გადაინაცვლოს. “იმისთვის, რომ პიროვნება გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე, ის ჯერ უნდა გახდეს ეროვნული […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მადერა ჯორჯია“ ქუთაისში ავეჯის ახალ საწარმოს აშენებს
საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერების მიზნით პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, ხის ავეჯის, დეკორატიული პანელებისა და ხის მასიური დეტალების საწარმო „მადერა ჯორჯია“ აქტიურად აგრძელებს განვითარებას. სულ მალე, კომპანია ახალი საწარმოდან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან პროდუქციას შესთავაზებს. „მადერა ჯორჯიას“ საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებისა დ საწარმოო სიმძლავრის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკის მიერ 2.19 მლნ.-მდე […]
როგორ ვიშოპინგით დისტანციურად
პანდემიის პერიოდმა საკმაოდ ბევრი ბიზნესი დიდი პრობლემის წინაშე დააყენა – დაწყებული სახელმწიფო რეგულაციებიდან, დამთავრებული ეკონომიკური კრიზისით ქვეყანაში. ასეთ მოულოდნელად რთულ პერიოდში კი გამარჯვების მოპოვება შეუძლია მას, ვინც იქნება ყველაზე მოქნილი, შეძლებს არსებულ სიტუაციასთან სწრაფად ადაპტირებას და დასახავს სწორ სტრატეგიას. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებმა უფრო მეტად დახვეწეს ონლაინ ინტერაქციის ისეთი ფორმები, როგორიცაა, მაგალითად ონლაინ […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლურჯი ველი“ მოცვის წარმოებას აფართოებს
საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ლურჯი ველის“ პარტნიორობით კიდევ ერთი ახალი ადგილობრივი პროექტი ხორციელდება. 1,6 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიციით, ლურჯი მოცვის მწარმოებელი ერთგვარი სათბურის-მაღალი გვირაბების პროექტის განხორციელებას იწყებს. მისი მეშვეობით, ერთის მხრივ, კომპანია მოსავლის აღებას უფრო ადრე შეძლებს, ხოლო მეორეს მხრივ, მოსავალი დაცული იქნება შესაძლო უამინდობისაგან. კომპანია „ლურჯი ველი“ ბაზარზე 2015 წლიდან […]
„ვფიქრობ, ქვითრებში იყო შეცდომები… მაგალითად, 2-იანის ნაცვლად 8-იანი…“ – ენერგოომბუდსმენი
„ეს „ისტერია“ ორი ქვითრის თემიდან დაიწყო, რა დროსაც მომხმარებელმა დეკემბრისა და იანვრის თვეებში ერთი ქვითრის ნაცვლად ერთდროულად ორი მიიღო“ – ამის შესახებ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადსა და “თელმიკოს” ქვითრებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რადგან აღრიცხვიანობის სისტემა ნორმატიული აქტის შესაბამისად ძირეულად შეიცვალა, აღნიშნული ფაქტი მოულოდნელი მათთვის არ იყო. კომპანიას სხვა გზა […]
გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს ბანკი „მეწარმე ქალთა სკოლას“ იწყებენ
ბიზნესში ქალთა ლიდერობის მხარდაჭერის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს ბანკმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ისინი უპრეცედენტო დახმარებას გაუწევენ ქალების მიერ შექმნილ ორასამდე დამწყებ საწარმოს, რაც მცირე და საშუალო ბიზნეს-გარემოში თამაშის წესების შეცვლას შეუწყობს ხელს. „მეწარმე ქალთა სკოლა“, რომელიც ამ პარტნიორობის ფარგლებში დაარსდება, მეწარმე ქალებს მათი ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო მოდელს, […]
“ლარის კურსი ხელოვნურად მყარდება” – ნიკა შენგელია
ლარი ფაქტობრივად ყოველდღე მყარდება, თუმცა გამყარებას ფასების არა თუ შემცირება არ სდევს თან, არამედ ფასები ისევ იზრდება. მოსახლეობა კი ყველაზე მეტად ლარის გამყარებას ამ ფაქტორის გამო ელოდა. რის საფუძველზე მყარდება ლარი და რას უნდა ველოდოთ ფასებთან მიმართებით? – ამ და სხვა საკითხებზე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკა შენგელია საუბრობს. – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი […]










