რუსული ძალების უკრაინაში შეჭრის შესახებ ვლადიმირ პუტინის ბრძანების შემდეგ, დღეს დილიდან რუბლი, 2016 წლიდან, ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა, რამაც მოსკოვის ბირჟაზე რამდენიმე საათით ვაჭრობის შეჩერება გამოიწვია.
მოსკოვის ბირჟის მთავარმა სესიამ, მოსკოვის დროით 10:00 საათიდან მუშაობა განაახლა. გახსნისთანავე რუსეთის ფედერაციის საფონდო ბირჟა ვარდნას განაგრძობს. მოსკოვის ბირჟისა და RTS-ის ინდექსები 2020 წლის მარტის ნუშნულამდე დაეცა.
მოსკოვის დროით 10:02 საათზე, აშშ დოლარის კურსმა 88,2175 რუბლი შეადგინა, რაც 7,0775 რუბლით აღემატება წინა აუქციონის დახურვის დონეს. ამავდროულად, ვაჭრობის მსვლელობის დროს დოლარის ფასი გაიზარდა 89,6 რუბლამდე და ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. ევრო 97,8 რუბლი ღირდა. მისი ფასი 6,1 რუბლით გაიზარდა.
„ინტერფაქსის“ მონაცემებით, მოსკოვის დროით 10:01 საათისთვის მოსკოვის ბირჟის ინდექსმა 2738,87 პუნქტი (-11,2%), ხოლო RTS-ის ინდექსმა 1026,02 ქულა (-16,4%) შეადგინა. მოსკოვის ბირჟის „მთავარი მოთამაშეების“ უმრავლესობის ფასები 28,3%-ით დაეცა.
აქციები გაუფასურდა:
OZON – (-28.3%)
Inter RAO – (-14.9%)
NLMK (-13.2%)
Surgutneftegaz (-12.8% და -12.5%)
VTB (-12,8%)
Rosneft (-12,5%)
RusHydro” (-12,2%)
Severstal (-12,1%)
Sberbank (-11,9% და -11,8% “პრივილეგირებული აქციები”)
MTS (-11,8%)
MMK (-11%)
Norilsk Nickel (-10,9%)
Yandex (-10,4%)
ALROSA (-10,1%) %)
Gazprom ( -10.1%)
Polymetal (-10%)
LUKOIL (-9.8%)
UC Rusal (-9.8%)
„აეროფლოტი“ (-9.7%)
NOVATEK (-9.7%)
„მაგნიტი“ (-9,7%)
„გაზპრომ ნეფტი“ (-9,5%)
„მოსკოვის ბირჟა“ (-9,4%)
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციები გამოაცხადა, რისი მიზანიც, სამხედრო ოპერაციის ფონზე, ბაზრების კოლაფსის შედეგების შემსუბუქებაა.
ბიპიენი

