საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. 12 თებერვალს, არტარეას გალერეაში (მის: დოდო აბაშიძის 10), „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, POSTRED-ის პროექტი „ექო“ დაიწყება და 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. „ექო“ აუდიო-ვიზუალური ინსტალაციაა, რომელიც ადამიანებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა. ეს არის ერთგვარი ინტერაქციული მოგზაურობა, რომელიც ჯერ არარსებულ ნაწარმოებში, პერსონაჟად გვამოგზაურებს. „ექო“ ოთახია, სადაც შესულ ადამიანს მხოლოდ სარკეებად […]
კატეგორია: ეკონომიკა
ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე ბადაგონი სასტუმროს აშენებს
ტერიტორია, რომელზეც კომპანია ბადაგონი სასტუმროს აშენებს, ალავერდის სამონასტრო კომპლექსს ეკუთვნის. სასტუმრო, ალავერდის მონასტრიდან 200 მეტრში განთავსდება და მას, Alaverdi Resort ერქმევა. ცნობილი ხდება ისიც, რომ კომპანია ალავერდის ეპარქიას ყოველთვიურად თანხას გადაუხდის, რომლის ოდენობა, მშენებლობის შემდეგ გახდება ცნობილი. ობიექტის მშენებლობაში, კომპანია 14 მილიონ ლარს დახარჯავს. სასტუმრო 32 ნომრიანი იქნება და წელიწადში 8-10 ათასი ვიზიტორის მიღების შეძლებს. […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დებიუტანტი ავტორებისთვის შემოქმედებითი პროგრამა გამოცხადდა
„საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ თანამშრომლობა გრძელდება. პარტნიორობის ფარგლებში, დებიუტანტი ავტორებისთვის შემოქმედებითი პროგრამა გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში, დამწყები ავტორები პროფესიონალების მიერ შეფასდებიან. პროექტი მიზნად ისახავს დამწყები ავტორების შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობას და არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას მათი კარიერის დასაწყისშივე, რაც, მომავალში, ღირებული ტექსტების შექმნაში დაეხმარებათ. მონაწილეთა ნამუშევრებს ექსპერტთა ჯგუფი პროფესიონალი ავტორის, რედაქტორისა და […]
საქართველოს ხელისუფლება გოგრას ყიდის
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად აუქციონზე 600 კილოგრამი გოგრა გამოიტანა. როგორც ამ სახელმწიფო უწყების განაცხადშია მითითებული გოგრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანშია მოყვანილი. გაყიდვის ფასი 244 ლარია. გოგრას საერთო წონა კი 600 კილოგრამს აღწევს. გადახდის ბოლო ვადა კი 17 თებერვალია.
საქართველოს ბანკისა და Visa-ს პატნიორობით 60 კომპანია ციფრული ადაპტაციის პროგრამა „Adapter”-ში ჩაერთო
საქართველოს ბანკის, Visa-ს, Extra.ge-სა და Adapter-ის პარტნიორობით, რამდენიმე თვეა ქალი მეწარმეებისთვის ციფრული ადაპტაციის პროექტი ხორციელდება. პროექტი მონაწილეებს ბიზნესის უფასოდ გაციფრულებასა და დისტანციური გაყიდვების მართვაში ეხმარება. “Adapter”-ის საშუალებით უკვე 60 კომპანია საკუთარ პროდუქციას Extra.ge– ზე ყიდის. “პროექტის მონაწილეებმა წარმატებით განახორციელეს საკუთარი საქმიანობის ციფრულ არხებში ინტეგრირება და პანდემიის ფონზე, ონლაინ შოპინგის გაზრდილი აქტივობისათვის ფეხის აწყობა. მეწარმეებმა “Adapter”-ის […]
,,ვირლანდიაში“ ვირის რძე 60 ლარი ღირს, ყველი – 1.500
„ვირლანდია“ – სახედრების პირველი ფერმა საქართველოში რძეს სამკურნალო და კოსმეტიკური დანიშნულებით აწარმოებს. პროდუქტი ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით იყიდება. როგორც ფერმის ხელმძღვანელი თორნიკე ტეფნაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, სახედრები იკვებებიან მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი საკვებით, რაც იმის გარანტიაა, რომ აწარმოონ 100%-ით ნატურალური პროდუქტი. ვირის რძე და ყველი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფასითაც, 1 ლიტრი რძე 60 ლარად იყიდება, ხოლო 1 კგ. […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია “ტიფლისი“ ორთაჭალაში 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით კომპანია „ტიფლისი“ ორთაჭალაში 2 ბლოკიან, 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტის ჯამური მოცულობა 2 600 000 აშშ დოლარია. “ტიფლისი ორთაჭალა“ საცხოვრებელ ბინებთან ერთად მოიცავს საპარკინგე ადგილებსა და კომერციულ სივრცეს. მას საუკეთესო ლოკაცია, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და რეკრეაციული ზონა გამოარჩევს. პროექტის მიხედვით სკვერი გამწვანებული […]
საქართველოს ბანკის მიერ მხარდაჭერილ Fennec Tech Studio-ს გამომწერთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი მომავლის პროფესიების პოპულარიზაციას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი უკვე 1 წელია კარიერულ განვითარებასა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული YouTube არხის, Fennec Tech Studio-ს მხარდამჭერია. YouTube არხმა ტექნოლოგიებით დაინტერესებული არაერთი ერთგული მაყურებელიც შეიძინა, რაზეც შთამბეჭდავი შედეგები მეტყველებს. დღეს Fennec Tech Studio-ს YouTube-ზე 10 000, ხოლო TikTok-ზე 12 000-ზე მეტი გამომწერი ყავს. […]
საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „ALLPRINT“-ი წარმოებას აფართოვებს
საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, უკვე 20-ზე მეტი ქართული საწარმო ჩაერთო მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტში. ერთ-ერთი მონაწილე კი “ALLPRINT”-ია. კომპანია ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ბეჭდვის მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. დღეისათვის კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში 40-მდე ადამიანია ჩართული. “ALLPRINT”-ი როგორც დიზაინის შექმნას, ასევე სარეკლამო პროდუქციის ბრენდირებას უზრუნველყოფს. […]
„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით 15 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მფლობელმა და მმართველმა კომპანიამ – შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ გალტ & თაგარტის დახმარებით, 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა. ეს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ პირველი ემისიაა, რაც პანდემიის, ადგილობრივი თუ რეგიონალური გამოწვევების პირობებში კომპანიის სტაბილურობას, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხს და კომპანიის მიმართ არსებულ დადებით […]










