3 რაიონი თბილისში, სადაც ყველაზე მეტი უძრავი ქონება იყიდება

3 რაიონი თბილისში, სადაც ყველაზე მეტი უძრავი ქონება იყიდებასაქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები იზრდება. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშშია აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის თანახმად, 2021 წლის დეკემბერში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,4%-ით გაიზარდა, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.2%-ით მეტია. თუმცა, ქირის ფასი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 16.3%-ით, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით კი – 9,3%-ით არის გაზრდილი.

ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაყიდვები რაიონების უმეტესობაში ან მეტია ან იგივე დონეზეა. 2021 წლის მონაცემებით, რაიონები თბილისში, სადაც ყველაზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, არის: საბურთალო, დიდი დიღომი და გლდანი.

რაც შეეხება ფასს, 2021 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონება თბილისში ყველაზე მაღალი იყო – ვაკეში, მთაწმინდასა და საბურთალოზე. აღსანიშნავია, რომ ამ სამ რაიონში ფასები ახალაშენებულ საცხოვრებელზე უფრო მაღალია, ვიდრე ძველზე.

ბიპიენი