ვარკეთილის მეტროს ხელახალი რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7.057.389 ლარია, რაც მეტროს რეკონსტრუქციასა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებს მოიცავს. ტენდერი 18 იანვარს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 16 თებერვლიდან იწყება და 21 თებერვლამდე გაგრძელდება. სამუშაოები ითვალისწინებს ბაქნის და ესკალატორების გვირაბის, აზბესტის ჭერის დემონტაჟს, ჭერის, ე.წ. დამცავი ქოლგის მოწყობას, ინტერიერის სრულ განახლებას, ესკალატორების ბალუსტრადების […]
კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მიღება დაიწყო
საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მეექვსე ნაკადის მიღება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 100 საუკეთესო სტუდენტის დასაქმება იგეგმება. წელს ბანკი III-IV კურსის სტუდენტებსა და ბაკალავრიატის ახალ კურსდამთავრებულებს 15 პროგრამას სთავაზობს, რაც მათ ბანკის 45 დეპარტამენტში სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს. პროექტი 2017 წლიდან ხორციელდება, დასრულებული პროგრამების მონაწილეთა 95%-მა კი საქართველოს ბანკში განაგრძო კარიერა. ლიდერატორში ჩართული სტუდენტების მუდმივ […]
ლაშა დარბაისელი – “მეტი პერსპექტივა ცალსახად არსებობს, მთავრობასთან ერთი თხოვნა გვაქვს”
2021 წელს საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 56,6%-ით გაიზარდა. როგორც ავტო-იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა დარბაისელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ექსპორტის ზრდა ძირითადად ყაზახეთისა და შუა აზიის ქვეყნების ხარჯზე მოხდა. ლაშა დარბაისელის თქმით, ყაზახეთთან ასოციაციამ სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმუშავა და იქ მიმდინარე არეულობა ნეგატიურად მოქმედებს ბიზნესზეც, – ასოციაციამ ფაქტობრივად, პირადი კონტაქტებით ვიმუშავეთ და შევძელით გზის გახსნა ყაზახეთისკენ. ამაში ჩართული […]
დიდ დიღომში ფასების ზრდა გააპროტესტეს
აქცია დიდ დიღომში – პროდუქტებზე, გადასახადებსა და წამლებზე ფასების ზრდა დღეს დიდი დიღმის მოსახლეობამ გააპროტესტა. აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ადგილობრივები პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრასა და კითხვებზე პასუხების გაცემას მოითხოვდნენ. ექსპერტების თქმით, ხელისუფლება ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს. მათი შეფასებით, მოსახლეობამ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები მკაცრად უნდა მოსთხოვოს. მთავარი
„რიყის დოქები” მეხუთე ცდაზეც ვერ გაიყიდა
ე.წ. „რიყის დოქები” მეხუთე მცდელობაზეც ვერ გაიყიდა. აუქციონი 12 იანვარს დასრულდა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ “რიყის დოქები” მეხუთედ აუქციონზე გასული წლის 29 დეკემბერს გამოიტანა. ამჯერად, დაახლოებით, 17 მლნ ლარით ნაკლებად – 30 მლნ ლარად. პირობების თანახმად, რადგან საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარეობს, შესაბამისად, ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი (პროექტი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის […]
133 ჯარიმა და 32 გაფრთხილება – რა დარღვევები აქვთ თანამდებობის პირებს ქონებრივ დეკლარაციებში
133 ჯარიმა და 32 გაფრთხილება – ასეთია საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წელს შემოწმებული საჯარო მოხელეების დეკლარაციების მონიტორინგის შედეგი. ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს შემოწმებული საჯარო მოხელეებიდან ნახევარზე მეტს დეკლარაცია დარღვევებით აქვს შევსებული. ბიუროს ინფორმაციით, გასულ წელს სულ 303 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლეს, საიდანაც დადებითად მხოლოდ 130 შეფასდა. 2021 წლის განმავლობაში 166 უარყოფითად შეფასებული დეკლარაციიდან: […]
საბაგარო საბაგიროს ნაცვლად – რატომ შეჩერდა სამგზავრო ბარათების გაცემა
საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალი სამგზავრო ბარათების გაყიდვა ბეჭდური შეცდომის გამო შეჩერდა და 10 იანვრიდან განახლდება. კერძოდ, ბარათზე დატანილ ტექსტში სიტყვა საბაგიროს ნაცვლად ეწერა “საბაგარო”. “საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონიმენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია მს+. სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე […]
მიხეილ ლომთაძემ ყაზახეთში 1,8 მილიარდი დოლარი დაკარგა
ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე მიხეილ ლომთაძის ქონება $1.8 მილიარდით შემცირდა. ფორბსის მიხედვით, წარმოშობით ქართველი, ყაზახეთში მომუშავე ბიზნესმენის ქონება ერთ დღეში 34.4%-ით, $3.4 მილიარდამდე შემცირდა და ამჟამად ლომთაძე უმდიდრესი ადამიანების სიაში 956-ე ადგილს იკავებს. მედია წერს, რომ ყაზახეთში მომხდარი არეულობის პარალელურად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მსხვილი ყაზახური კომპანიების აქციების ფასი დაეცა. მათ შორის, ყველაზე დიდი დანაკარგი სწორედ ლომთაძის […]
სემეკი – “შუქის, წყლის და გაზის ტარიფის ზრდა არ განიხილება”
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ გაზრდილა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები. სემეკის ინფორმაციით, 2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება. „პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური პირები კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ […]
1 იანვრიდან 1995-99 წლების გამოშვების ლარის მიმოქცევა ამოიწურა
2022 წლიდან 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან საგადამხდელო საშუალებად აღარ გამოიყენება მხოლოდ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტები, რომლებზეც მითითებულია გამოშვების წელი. 2002 წლიდან დღემდე გამოშვებული ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტი კი გადახდის […]










