2022 წლიდან სახელმწიფო გასაცემლები ასაკობრივი პენსიის, შშმ პირთა პენსიისა და საჯარო მოხელეების ხელფასი იმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ადასტურებს. ასაკით პენსიონერებისთვის პენსია მომავალი წლიდან იზრდება. 2022 წელს 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფას მოხმარდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას აღნიშნა. როგორც […]
კატეგორია: ეკონომიკა
„კომპანია „ენსისი“ განვითარების რამდენიმე მიმართულებაზე მუშაობს“ – გეგი ქელბაქიანი
პანდემიიდან გამომდინარე, პროგნოზების გაკეთება და კონკრეტული გეგმების დასახვა ბიზნესისთვის არა მხოლოდ საქართველოში , არამედ მთელ მსოფლიოში რთულია. აქედან გამომდინარე, კომპანია NCC-ს განვითარების რამდენიმე მიმართულებაზე მუშაობს. ამის შესახებ „ენსისის“ გენერალურმა დირექტორმა, გეგი ქელბაქიანმა „Forbes კვირაში“ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა. „კომპანიას რამდენიმე მიმართულება დაემატება და გაკეთდება ჰოლდინგი, ან ჯგუფი, რომლის წევრი კომპანიები სხვადასხვა მიმართულებაზე იქნებიან ფოკუსირებული. იქიდან […]
ყურადღება! ამ კუპიურების მიმოქცევის ვადა იწურება!
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას ახსენებს, რომ 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა იწურება. “საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება. 2022 წლის პირველი იანვრიდან, 1995 – 99 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა მხოლოდ საქართველოს […]
საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „იფანი“ ფართოვდება
საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, უკვე 20-მდე ქართული კომპანია ჩაერთო მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტში. პროგრამის ფარგლებში კომპანიებმა დარგის ექსპერტებისგან ისეთ საკითხებზე მიიღეს კონსულტაციები, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ანალიტიკა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვა. ერთ-ერთი ასეთი კომპანია ავეჯისა და კარის საწარმო „იფანი“-ა. „იფანი“ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს კარისა და ავეჯის […]
“ოცნების” დეპუტატს სტრიპტიზ შოუს ფართში თვეში 14.000-ს გადაუხდიან
“ქართული ოცნების” დეპუტატი, რომელსაც სტრიპტიზ-ბარიდან ათასობით ლარი შესდის – აღმოჩენილია დოკუმენტები, რომლებიც ადგენს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატი, ლევან მგალობლიშვილი ფართს საკუთარი ფართის ქვეშ, აძლევს საეჭვო რეპუტაციის სტრიპტის კლუბებს, სადაც გოგონებს დამატებით მომსახურებაში კოლოსალურ თანხებს პირდებიან. თბილისის შუაგულში მდებარე ტერიტორია, სადაც სტრიპტიზ ბარია, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატს, ლევან მგალობლიშვილს ეკუთვნის, მეორე სართულზე დეპუტატის საცხოვრებელი […]
საქართველოს ბანკი მედალოსანი ოლიმპიელებისა და პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი მედალოსან ოლიმპიურ და პარალიმპიურ სპორტსმენებს ერთი წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს. გადაწყვეტილება სპორტული შედეგებით საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ გააჟღერა. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება. ჩვენი პარტნიორობის […]
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლისთვის ღია ბანკინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია
საქართველოს ბანკი ღია ბანკინგის მიმართულებით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად, ბანკმა ამჯერად იურიდიული პირებისთვის ღია ბანკინგის პირველი ეტაპი აამოქმედა, რომელიც ინფორმაციაზე წვდომას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი შეძლებს ყველა ბანკის ბიზნესანგარიში ერთ სივრცეში − ბიზნეს ინტერნეტბანკში იხილოს. ამგვარად, უკვე მარტივად და კომფორტულად, ცენტრალიზებულადაა შესაძლებელი სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციის ანგარიშებზე […]
საქართველოს ბანკში კომპანიის ანგარიშის ონლაინ გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ციფრული სერვისების დახვეწას განაგრძობს. სწრაფად განვითარებად ბიზნეს გარემოში, სადაც გაციფრულება ერთგვარი პასუხია კომპანიების მზარდ და მუდმივად ცვალებად საჭიროებებზე, ბანკმა ბიზნესს მორიგი განახლება შესთავაზა – https://bonline.ge-იდან და ბიზნეს მობილბანკიდან, კომპანიის ონლაინ ანგარიშის გახსნა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულადაა შესაძლებელი. იმისათვის, რომ გახდეთ ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, მხოლოდ პირადი ნომრის, ორგანიზაციის დასახელებისა და […]
თბილისში ტრანსპორტში ულიმიტო 1 წლიანი ბარათი 250 ლარი ეღირება
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 2022 წლის პირველი თებერვლიდან, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება. როგორც კალაძემ აღნიშნა, აბონიმენტების შეძენა მოქალაქეებს 5 იანვრიდან, თბილისის მეტროს სალაროებში და “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალებში შეეძლებათ. აბონიმენტების ფასები ასეთი იქნება: ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი – 1 ლარი; ულიმიტო ერთდღიანი ბარათი – 3 ლარი; ულიმიტო ერთკვირიანი ბარათი – 20 ლარი; ულიმიტო ერთთვიანი ბარათი – 40 ლარი; ულიმიტო სამთვიანი […]
საქართველოს ბიზნეს ქეისების კონკურსის 3 გამარჯვებული ცნობილია
საქართველოს ბანკისა და TBSC Consulting-ის ურთიერთთანამშრომლობით განხორციელებული ბიზნეს ქეისების კონკურსი წარმატებით დასრულდა. კონკურსის მიზანს ჰარვარდის რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის შედეგად, სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების და გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარება წარმოადგენდა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველი სტუდენტებისგან შემდგარი 100-ზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა. დასკვნით ეტაპზე კი, 7 ფინალისტ გუნდს შორის 3 გამარჯვებული გმოვლინდა. პირველი ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა, “Tenerequerte“-მ დაიკავა, […]










