როგორ დავგეგმოთ ზამთრის დარჩენილი პერიოდი

როგორ დავგეგმოთ ზამთრის დარჩენილი პერიოდიმიუხედავად იმისა, რომ ზამთარი წლის ყველაზე ცივი პერიოდია, ხოლო ახალი წლის პერიოდი ჩავლილია და წლის ერთ-ერთი დღესასწაული უკვე გადალახული, წინ კიდევ ორი თვეა დარჩენილი, რომელიც შეიძლება იდეალური პერიოდიც კია დასასვენებლად. დეკემბერი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდია მთელ სეზონზე, ამიტომ, როგორც წესი, ამ დროს კომპანიები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი წლის დახურვაზე და აქტიურად ცდილობენ მუშაობას, რაც რადიკალურად იცვლება იანვარსა თუ თებერვალში, ეს კი ბადებს შესაძლებლობას, უამრავმა ადამიანმა შვებულება აიღოს და შესანიშნავი დასვენებაც მოიწყოს.

მართალია პანდემიის პირობებში დიდი გასაქანი არ გვაქვს, თუმცა მაინც შეგვიძლია საყვარელ ადამიანებთან ერთად დასამახსოვრებელი მოგონებების შექმნა და სანუკვარი შვებულების საინტერესოდ გატარება. როგორც წესი, ამისათვის მნიშვნელოვანია წინასწარი თადარიგის დაჭერა – ორი-სამი კვირით ადრე მაინც უნდა მოიფიქროთ რას აპირებთ, სად გსურთ წასვლა და რისი გაკეთება გინდათ, ამის შემდეგ უნდა შეათანხმოთ სხვადასხვა დეტალები, ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ბინები დღიურად იპოვოთ და დაჯავშნოთ სასურველ პერიოდზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაგიჭირდეთ ღამის გასათევის პოვნა.

წლის ამ პერიოდში ყველაზე აქტუალური ზამთრის კურორტებია, რომლებსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს და შვებულების აქ გატარება ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა. განსაკუთრებით კარგი პერიოდი შვებულებისთვის თებერვალია, ვინაიდან იანვარი წლის დასაწყისია და სამსახურში შეიძლება გარკვეული საქმეები იყოს გასაკეთებელი, როგორც წესი წლის მეორე თვეს უფრო მეტადაა შესაძლებელი დასვენება. ასევე, ხშირად სწორედ ამ დროს იხსნება სასრიალო პერიოდი, რასაც უამრავი ადამიანი მოლოდინით ელოდება. გუდაურსა თუ ბაკურიანში ნამდვილად არავინ მოიწყენს. აქ შეიძლება წასვლა როგორც ოჯახთან ერთად, ასევე მეგობრებთან ერთად, სადაც თხილამურებზე თუ სნოუბორდზე სრიალის გარდა, უამრავი სახალისო აქტივობითაც დაკავდებით.

ზამთარში ერთ-ერთი უეჭველად სანახავი ადგილი სვანეთია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ადამიამიანის გულის მოგება თავისი თვალუწვდენელი სივრცით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი აურითა და ულამაზესი პეიზაჟებით, რომელსაც თეთრი თოვლი ასე ძალიან ასპეტაკებს და მისტიურობას მატებს. თბილისიდან საკმაოდ დაშორებითაა, თუმცა ნამდვილად ღირს მთელი დღის გზაში დახარჯვა მის სანახავად. აქ ინფრასტრუქტურა საკმაოდ კარგადაა მოწყობილი, რაც საკმაოდ დიდ კომფორტს ქმნის უამრავი ვიზიტორისთვის, თუმცა სასურველია თუ აქაც წინასწარ დაიკავებთ ადგილს, მართალია ბინები დღიურად ბევრგან ქირავდება, თუმცა შეიძლება ადგილზე ასულებს ცოტა გაგიჭირდეთ მოძიება, რადგან უამრავი ადამიანი სტუმრობს.

ყველაფერთან ერთად, უამრავი ადამიანია, ვინც დროის ამ პერიოდში შვებულების აღებას არ აპირებს და თბილისში ატარებს ზამთარს. ასეთ შემთხვევაში იდეალურია უქმეების მხიარულად გატარება. მართალია წელს თოვლი ერთი დღით ნახა თბილისმა, თუმცა ეს პრობლემა ნამდვილად არაა, რადგან დედაქაქთან ახლოს, საბადურების ტყე ყოველთვის ულამაზესია ამ დროს, რომელსაც წლიდან წლამდე უამრავი ვიზიტორი ჰყავს. მთელი დღე მიუძღვნათ ასე ლამაზ ადგილას წასვლას, მოიფიქროთ რამე აქტივობა მეგობრებთან და მშვენივრად გაერთოთ, რაც ყველაზე მთავარია, ულამაზესი სურათებიც გადაიღოთ.