„ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული დარგია” – თამაზ აქუბარდია

„ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული დარგია" - თამაზ აქუბარდიაყოფილი დეპუტატი თამაზ აქუბარდია ჰესების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:
“ცხადია და საკამათო არ არის, რომ ელექტროსადგურები უნდა აშენდეს, მაგრამ:
ა) ყველასათვის ცნობილია, რომ ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული დარგია და, ამდენად, თუ პროექტის რეალური ღირებულება, ვთქვათ, 400 მილიონი დოლარია, როგორც წესი, სულ ცოტა, 1,5-ჯერ გაზრდიან პროექტის ფასს და, როგორც დიდებულ რომან „კვაჭი კვაჭანტირაძეში” გვაქვს, დანარჩენს „გააიმასქნავენ“. გარწმუნებთ, ზუსტად ასე გააკეთებენ, ამიტომ პროექტის განხილვაში ისინი კი არ უნდა მონაწილეობდნენ მხოლოდ, ვინც წილში ჯდება, არამედ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მათ გამოააშკარავებენ;
ბ) არავითარი სახელმწიფო გარანტია, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მოცემულ ფასად გაყიდვას;
გ) უცხოელებზე მიწის მიყიდვა ასეთი მასშტაბებით, როგორც ამას ამბობენ ერთ-ერთ ბოლო ჰესის მშენელობასთან დაკავშირებით, წარმოუდგენელი მავნებლობაა! ცხადია, თუ ეს მართალია, ასეთი ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს!
დ) რაღაც რაოდენობის აქციები უნდა გაიყიდოს, რათა ქვეყნის რიგით მოქალაქეებს გაუჩნდეთ საკუთრების გრძნობა!
ეს ყველაფერი რომ განხორციელდეს, რამდენიმე კორუმპირებული მაღალჩინოსნის წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.
პ.ს. ახლა რომ ვიცი, დეპუტატობის დროს რომ მცოდნოდა, ბევრად მეტის გაკეთებას შევძლებდი ქვეყნისთვის!