კატეგორია: ეკონომიკა

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და განსაკუთრებით, ქალი მეწარმეების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ქალი მეწარმეების ხელშეწყობისა და წახალისების  მიზნით მათთვის სპეციალური ტრენინგი უკვე მესამედ  გაიმართა. შეხვედრაზე მეწარმეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები ფინანსური საჭიროების სამართავად. შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ბიზნესის დაფინანსებისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები, ბიზნესის საჭიროებები, ციფრული მარკეტინგი და სხვა. „საქართველოს ბანკისთვის  მნიშვნელოვანია, აქტიურად […]

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე გადადგნენ

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე გადადგნენ

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რაც სააგენტოს თავად ლევან კალანდაძემ დაუდასტურა. კალანდაძის თქმით, მან და ირაკლი ლექვინაძემ გადადგომის შესახებ განცხადებები 8 ნოემბერს დაწერეს. „მიზეზებთან დაკავშირებით კომენტარს პრესსამსახური გააკეთებს. ეს მოხდა ჩვენი სურვილით. რაიმე პოლიტიკურ ჩარევას კატეგორიულად გამოვრიცხავ“, – განაცხადა კალანდაძემ. მისივე განმარტებით, ის და […]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება Startup Grind Tbilisi გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება Startup Grind Tbilisi გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თავს უყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას. „საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, მხარი დაუჭიროს ისეთ ტექნოლოგიურ სამიტებს, რომლებიც ძალიან კარგი შესაძლებლობაა ქართული და რეგიონული კომპანიებისა […]

ნათია თურნავამ ფილარმონიის მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და სასამართლოში უჩივლა

მიხეილ გიორგაძე ნიკა რაჭველის წინააღმდეგ - ვის დარჩება ფილარმონია

ეკონომიკის სამინისტრომ ფილარმონიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, უწყებამ ფილარმონიის მმართველ კომპანია „ინთერნეიშენალ ივენთს” ხელშეკრულება შეუწყვიტა. „ინტერპრენიუსის” კითხვაზე, რა ეტაპზეა თბილისის საკონცერტო დარბაზის საკითხი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა და ამჟამად […]

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2019 წლის ფინალისტები და გამარჯვებულები უკვე ცნობილია

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2019 წლის ფინალისტები და გამარჯვებულები უკვე ცნობილია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ჟიურის წევრთა საბოლოო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დამოუკიდებელი აუდიტის BDO საქართველოს მეთვალყურეობის ქვეშ 2019 წლის ფინალისტები დასახელდნენ. გამარჯვებულები კი 2019 წლის, 6 დეკემბერს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან. 26 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 380-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოვლინდება ის, ვინც დამსახურებულად მოირგებს წოდებას- „საუკეთესო ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში“. […]

ბიუ-ბიუმ 2018 წელს 14 მლნ-მდე ზარალი მიიღო

ბიუ-ბიუმ 2018 წელს 14 მლნ-მდე ზარალი მიიღო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ოქტომბერს მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სააგენტომ იმავე დღეს ბიზნესოპერატორთან არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. შემოწმების შედეგად კი, სეს-ის ცნობით, ბიუ-ბიუს ნაწარმში სალმონელა აღმოჩნდა. თუმცა, თავად კომპანიაში […]

„ატლასგლობალი“ თბილისი-სტამბოლის რეისებს 9 ნოემბრიდან წყვეტს

„ატლასგლობალი“ თბილისი-სტამბოლის რეისებს 9 ნოემბრიდან წყვეტს

თურქული ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს 9 ნოემბრიდან წყვეტს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში” დაუდასტურეს. რეისების გაუქმების შესახებ შეტყობინება უკვე მიიღეს მგზავრებმა, რომლებსაც ბილეთები შეძენილი ჰქონდათ. არსებული ინფორმაციით, კომპანია ფრენებს ფინანსური პრობლემების გამო აჩერებს. ამასთან, „ატლასგლობალმა“ საქართველოში ფრენები ადრეც შეწყვიტა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ  მიმდინარე წლის 16 ივლისიდან განაახლა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შექმნილი თანამედროვე ციფრული ხელსაწყო – OPTIMO სრული დატვირთვით ამუშავდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შექმნილი თანამედროვე ციფრული ხელსაწყო - OPTIMO სრული დატვირთვით ამუშავდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი, თანამედროვე ციფრული ხელსაწყო – OPTIMO სრული დატვირთვით ამუშავდა. აღნიშნული ხელსაწყო, რომელიც მორგებულია ბიზნესის საჭიროებებზე, მიზნად ისახავს მათი სამუშაო პროცესების გამარტივებას და ეხმარება მათ უკეთ მართვასა და განვითარებაში. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პარტნიორებისთვის იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომლებიც მათ ჰქონდათ, რომ უკეთ ემართათ და განევითარებინათ საკუთარი ბიზნესი. სწორედ ამიტომ ჩავატარეთ […]

ბლექ სი არენამ 2018 წელი 4.4-მილიონიანი ზარალით დაასრულა

ბლექ სი არენამ 2018 წელი 4.4-მილიონიანი ზარალით დაასრულა

ბიძინა ივანიშვილის “ფონდ ქართუს” მიერ აშენებულმა საკონცერტო დარბაზმა ბლექ სი არენამ 2018 წელი 4.4-მილიონიანი ზარალით დაასრულა. შპს “ბლექ სი არენა ჯორჯია” 2016 წლის 15 ივლისს დაფუძნდა. ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნატანებში მდებარე დარბაზის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. საკონცერტო დარბაზის მთავარი საქმიანობა, ჯერჯერობით, მთავრობის მიერ სუბსიდირებული მრავალმილიონიანი კონცერტებისა და ღონისძიებების მასპინძლობაა. დარბაზის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, […]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და „Forbes Woman“-ის ორგანიზებით ანა ავალიანის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და „Forbes Woman“-ის ორგანიზებით ანა ავალიანის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით,  „Forbes Woman“-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლგიების სააგენტოს ორგანიზებით, ანა ავალიანის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: როგორ ყალიბდება წარმატებული ინოვაციური ეკოსისტემა. Royal Academy of Engineering-ის Enterprise-ის პროგრამის ხელმძღვანელმა სტარტაპებთან ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: რატომ ეკოსისტემა და რას ცვლის ეს ტერმინი საერთო განტოლებაში; ვისთვის არის უპირატესი ინოვაციური ეკოსისტემების არსებობა – სახელმწიფოსთვის, მსხვილი/მცირე/საშუალო ბიზნესისთვის თუ […]