კატეგორია: ეკონომიკა

საქართველოს ბანკმა, Strands-თან ერთად, პერსონალური ფინანსური მენეჯერი (PFM) დანერგა

საქართველოს ბანკმა, Strands-თან ერთად, პერსონალური ფინანსური მენეჯერი (PFM) დანერგა

საქართველოს ბანკმა მის პარტნიორთან, Strands-თან ერთად მომხმარებლის ინტერესების დაკმაყოფილებისა და  ინოვაციური, პერსონალიზებული ციფრული ბანკინგის განვითარების მიზნით, პერსონალური ფინანსური მენეჯერი (PFM) შექმნა. პერსონალური ფინანსური მენეჯერი მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე, რათა მათ უკეთ აკონტროლონ ფულადი სახსრები და სწორად განკარგონ საკუთარი ფინანსები.   ასევე, მიიღონ სრული და დახარისხებული ინფორმაცია საკუთარი ფინანსების, შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის გამიზნული ინსტრუმენტი […]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართველმა ფერმერებმა მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენა – Sommet DE L’avage-ში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართველმა ფერმერებმა მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენა - Sommet DE L’avage-ში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველი ფერმერები საფრანგეთში გამართულ მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენას – Sommet DE L’avage-ს დაესწრნენ. ღონისძიება ძალიან კარგი შესაძლებლობაა,  რათა ფერმერებმა მიიღონ ინფორმაცია აგროსფეროში არსებულ მიღწევებზე, მეცხოველეობის, საქონლის საკვები პროდუქტების, ასევე, ტექნოლოგიებისა და კვლევების მიმართულებით. მსგავს გამოფენებზე ქართველი ფერმერების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების დასამყარებლად, პოტენციური პარტნიორების მოსაძიებლად. ასევე, ინვესტიციების მოსაზიდად. […]

კალაძე სითი პარკისგან ევაკუატორებს და სამკერდე კამერებს ყიდულობს

კალაძე სითი პარკისგან ევაკუატორებს და სამკერდე კამერებს ყიდულობს

თბილისის მერია კომპანია „სითი პარკისგან“, რომელსაც დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ხელშეკრულება შეუწყვიტა, აქტივებს ყიდულობს. როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „სითი პარკისგან“ მერია ევაკუატორების და სამკერდე კამერების შესყიდვას აპირებს, რისთვისაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რაც შეეხება სამართლებრივ პროცესს, როგორც ხმალაძე აცხადებს, მერიის წინააღმდეგ „სითი პარკს“ ფორმალურად, სამართლებრივი პროცესი არ დაუსრულებია. „ჩვენს შორის გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ დაინტერესებული […]

ივანიშვილი წყალტუბოს ყიდულობს

ივანიშვილი - "კოალიციაში, ნაციონალების გარდა, ყველასთან ვითანამშრომლებთ"

მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მისივე ინფორმაციით, ვინაიდან სახელმწიფოს არ აქვს წყალტუბოს აღორძინების რესურსი, გადაწყვიტა თავად გამოისყიდოს უკლებლივ ყველა – 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია. „ქართველებს წინაპრებისგან უნიკალური ქვეყანა გვერგო – დიდი ისტორიით, მრავალსაუკუნოვანი კულტურით და საოცარი ბუნებით. ჩვენ ქვეყნაში მთას, […]

გახარიას დოლარი ლარში აერია – რუსეთიდან ავიარეისების გაუქმებამ ბიუჯეტი არა 350 მლნ დოლარით, არამედ 350 მლნ ლარით დააზარალა

გახარია: ბანკირმა ბანკს მიხედოს, მეპურემ პური გააკეთოს და მეუფემ კიდე ეკლესიაში იაროს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ 26 ოქტომბერს, ზუგდიდში სტუმრობისას განაცხადა, რომ “ივლისში რეისების გაუქმების გამო ქვეყნის ბიუჯეტს დაახლოებით, 350 მილიონი დოლარი დააკლდა”. ამჟამად პრემიერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე Gov.ge-ზე ეს განცხადება უკვე აღებულია და ის განსხვავებული ციტატით არის ჩანაცვლებული, სადაც აშშ დოლარი – ლარით, ქვეყნის ბიუჯეტი კი, ეკონომიკით არის ჩანაცვლებული – “ივლისში რეისების გაუქმების გამო ეკონომიკას […]

სუფრის ღვინოების სერტიფიცირება სავალდებულო გახდება

წელს KTW ჯგუფი ღვინის გაყიდვების 20%-იან ზრდას გეგმავს

საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი რქაწითელისგან წარმოებული ღვინის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება. როგორც გადაცემაში “საქმიანი დილა” ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ვაჭარაძემ ფალსიფიცირებული ღვინოების არსებობის საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, შესაბამის კანონში ცვლილებები უნდა მომზადებულია. “ე.წ. სუფრის ღვინოები, რომელიც რქაწითელისგან მზადდება, ამ დრომდე არ კონტროლდება, ვინაიდან შიდა ბაზარზე მათი სერტიფიცირება კანონით სავალდებულო არ არის. აქედან გამომდინარე, “ვაზისა […]

საქართველოს ბანკი და კავკასიის უნივერსიტეტი სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ

საქართველოს ბანკი და კავკასიის უნივერსიტეტი სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ

საქართველოს ბანკსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა დაიწყო. შესაბამის მემორანდუმს ხელი მხარეებს შორის გუშინ მოეწერა. აღნიშნულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოს ბანკის უნივერსიტეტს იერთებს. ამის შედეგად, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის 183 სტუდენტი სწავლას კავკასიის უნივერსიტეტში გააგრძელებს. ამასთანავე, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტები შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომლითაც ისინი BOG UNI-ში სწავლისას სარგებლობდნენ. მხარეებს შორის შერწყმის შესახებ მიღებული […]

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით “ზოდი“-ს ქართული ქვის საწარმო გაიხსნება

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით “ზოდი“-ს ქართული ქვის საწარმო გაიხსნება

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ხვალ “ზოდი“-ს ქართული ქვის საწარმო გაიხსნება.  „ზოდი“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. კომპანიის ძირითადი მიმართულებები შიდა და გარე კარების, ბუნებრივი ქვების, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაციაა. საქართველოში „ზოდი“ 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დასაქმებული ყავს 200 ადამიანი და ყოველდღიურად საშუალოდ 350 მომხმარებელს ემსახურება. […]

გალტ & თაგარტის პარტნიორობით თბილისში „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი“ გაიმართა

გალტ & თაგარტის პარტნიორობით თბილისში „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი“ გაიმართა

გალტ & თაგარტის პარტნიორობით თბილისში „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი” გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრო. ფორუმი აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ის მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და […]

პოლიტიკური და ემოციური აჟიოტაჟი განელდა. ტაქსის რეფორმა შედგა

პოლიტიკური და ემოციური აჟიოტაჟი განელდა. ტაქსის რეფორმა შედგა

ტაქსის რეფორმა, რომელმაც, მიუხედავად მრავალი უარყოფითი შეფასებებისა, თბილისის ქუჩებს თეთრი ფერი და გარკვეული წესრიგი დაამჩნია, შეიძლება ითქვას, რომ შედგა. რაც შეეხება მგზავრებს, მათ კმაყოფილებას ტაქსების ფერი და მანათობელი იწვევს. ერთ-ერთი მგზავრი, თათია ამაღლობელი ამბობს, რომ შორიდანვე ხედავს მწვანე მანათობლიან თეთრი ფერის ტაქსის. ის მალევე იჭერს თადარიგს, ტროტუარის ნაპირთან მიდის და შორიდანვე ანიშნებს ტაქსისტს. მისივე თქმით, […]