ტექნიკის ფართო არჩევანი ერთ სივრცეში – Onoff.ge

ტექნიკის ფართო არჩევანი ერთ სივრცეში - Onoff.ge

განვითარებადი ტექნოლოგიების სამყაროში მუდმივი ჩართულობა და სიახლეების გაგება დღითიდღე მარტივდება. ჰორიზონტზე გამოჩნდა ახალი პლატფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა მაღაზიებში არსებული ტექნიკის ფასები და მათი მონაცემები ერთ სივრცეში ვნახოთ.

გადატვირთული რეჟიმის გათვალისწინებით onoff.ge ეცადა, რომ მორგებული ყოფილიყო დღევანდელ რეალობას და შეარჩია კომფორტული და მარტივი მეთოდი იმისა თუ როგორ უნდა შევიძინოთ სასურველი პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად. საქართველოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთი, რაც მთავარია სახლში მიტანის უფასო სერვისით.
მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული, გამართული სისტემა და ტექნიკის ფართო არჩევანი ის უპირატესობებია, რომელსაც onoff.ge-ზე შეხვდებით.

თუმცა ბევრი ინფორმაცია და დიდი არჩევანი ჯერ კიდევ არ ნიშნავს აბსოლუტურ კომფორტს. დღევანდელ სამყაროში ადამიანების მთავარი თავსატეხი სწორედაც რომ სწორი ინფორმაციის ცნობა და
უამრავ სხვადასხვა ვარიანტს შორის ოპტიმალური არჩევანის გაკეთებაა. საიტის ავტორებმა ამ საკითხზეც იზრუნეს და მათთან პერიოდულად  ტექნიკის მიმოხილვას და სხვადასხვა სასარგებლო რჩევებსაც იხილავთ.
ამ პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს სხვა მომხმარებლების შეფასებისა და review-ების ნახვის შესაძლებლობა. (ასევე საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებაც)
გარდა ზემოთ ხსენებული უპირატესობებისა საიტი უდიდეს ყურადღებას აქცევს უსაფრთხოებას, ასე რომ შეგიძლიათ მშვიდად ანდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები onoff.ge-ს და იშოფინგოთ უსაფრთხოდ.
უახლოეს მომავალში ასევე იგეგმება სასურველი ნივთის ონლაინ განვადების საშუალებით შეძენის ფუნქციის დამატებაც.