“ახალი თაობის” კითხვებს ალეკო ელისაშვილი პასუხობს. – ალეკო, საზოგადოება შეშფოთებას ვერ მალავს ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალის გამო. რატომ იმატა ქვეყანაში კრიმინალმა, სოციალური ფონია ძალიან მძიმე თუ დაუსჯელობის სინდრომი? – დიახ, სოციალური ფონია ძალიან მძიმე და ამის გამოა ეს ყველაფერი. 90-იანებში ბოლომდე არ ვართ, ქუჩებში საძმოები არ დარბიან და ავტომატებს არ აკაკანებენ, როგორც მაშინ, მაგრამ ვუახლოვდებით ამ […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
დავით ჭიჭინაძე – “ოცნებამ” ყველა რესურსი ამოწურა, მალე ხალხი მინისტრების მოპარვაზე გადავა”
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო დავით, “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებზე დღეს თქვენი პოზიცია როგორია? პარლამენტში ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს. – ეს პარლამენტი 2020 წლამდე რატომ უნდა იყოს?! რისი გულისთვის, რა დამსახურებისთვის?! კოლექტიურ ზარდიაშვილებს უნდა უსმინოს ხალხმა კიდევ წელიწადნახევარი?! რომელი […]
ლადო სადღობელაშვილი – “კობახიძე და კალაძე “ქართული ოცნებიდან” მიდიან”
რა არჩევანის წინაშე დგას “ოცნების” ლიდერი, ვინ შემოვა ქართულ პოლიტიკაში არჩევნების წინ, რატომ აქვს ირაკლი კობახიძეს 90-იანი წლების მიმართ ნოსტალგია, – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. – პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ დღევანდელივით აქტიური პარლამენტი საქართველოს არ ჰყოლია. რაში გამოიხატება აქტიურობა, დეპუტატების დიდ ნაწილს ამომრჩეველი […]
მამუკა გამყრელიძე – “ლევან ვასაძე “ქართულ ოცნებას” ხმებს წაართმევს”
ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებზე, გადაჯგუფებებზე და დაპირისპირებაზე “ახალ თაობას” “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე ესაუბრება. – ბატონო მამუკა, მიშა და გრიშა ერთიაო, გითქვამთ და ნათქვამმა ძალიან აღაშფოთა მეგი გოცირიძე. 20 კაცის გამომყვანები არ არიან და თან მიშას გვილანძღავენო. რა ხდება? – ჩემი აზრით, აქ ეჭვიანობის მომენტი უფროა ნაციონალური მოძრაობის ნაწილის მხრიდან. კიდევ კარგი, იმ […]
ვახტანგ ძაბირაძე – “კობახიძის გუნდი “ოცნების” საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდება”
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, ეკა ბესელიას კიდევ გამოუქვეყნეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. გამოძიებას ის ერთთვიან ვადას აძლევს. დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ როგორ ამაზრზენიც არის ამ კადრების გავრცელება, ისეთივე ამაზრზენია მისი გავრცელების სხვისთვის დაბრალება. ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება? – მე ვეთანხმები მათიკაშვილს. დიახ, ამაზრზენია ერთი მხრივ […]
ლევან ხაბეიშვილი” – მთაწმინდა შეიძლება რუსთაველზე ჩამოწვეს”
დედაქალაქის მერიის კურთხევით, სამშენებლო კომპანიამ ტვერელის ეკლესიას ძირი გამოუთხარა. საზოგადოების და ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, მშენებლობა არ ჩერდება. სამშენებლო კომპანიას ჯერ მერის მოადგილე ილია ელოშვილი გადაეფარა ამბრაზურასავით, 27 მარტს კი მათი დაცვა საკუთარ თავზე აიღო კახა კალაძემ. ტვერელის ეკლესიისთვის ძირის გამოთხრის ოპერაციის მოწინააღმდეგეთა რიგებშია საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი. ეს უკანასკნელი კალაძეს სერიოზულად უშლის ხელს და […]
„თუ რამე დანაშაული არსებობს, ბესელიას გუშინ და გუშინწინაც უნდა ელაპარაკა“
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გაავრცელეს. პოლიციამ ერთ-ერთი ახალგაზრდა დააკავა. თუმცა, ისევ უპასუხოა კითხვა, ვინ არის მისი გავრცელების პირველი წყარო. ჩნდება თუ არა ეჭვი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და რამდენად დამაჯერებელია გამოძიების პასუხები? _ ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე საუბრობს. _ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებამ უკვე […]
ლია ელიავა – “პენსიის ფულს მთავრობა გაფლანგავს და მერე გვეტყვის, დიდი ბოდიშიო!”
დაგროვებით საპენსიო რეფორმას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უნდობლად უყურებს. საზოგადოებას არ სჯერა იმის, რაშიც ხელისუფლება არწმუნებს. რა ხარვეზები აქვს აღნიშნულ რეფორმას და რატომ ვერ მოიპოვა საზოგადოების ნდობა? – “ახალი თაობის” ამ და სხვა კითხვებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლია ელიავა პასუხობს. – ქალბატონო ლია, საზოგადოების დიდი ნაწილი უნდობლად უყურებს დაგროვებითი პენსიის საკითხს. ფიქრობენ, რომ გაწბილებულები დარჩებიან, როდესაც […]
პუტინი ხაჯიმბას გაურისხდა? – რატომ იმართლებენ თავს სოხუმში
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი მოსკოვიდან იმართება, თუმცა განუხრელად არ ასრულებს კრემლიდან წამოსულ ყველა ბრძანებას. გარდა ამისა, ხაჯიმბა და მისი გარემოცვა შემჩნეული არიან უუნარობასა და მომხვეჭელობაში. ამის გამო ოკუპანტი სახელმწიფო დროდადრო ამხელს სოხუმელ ქვეშევდრომებს. მამხილებლების როლში გამოდიან ნაკლებად წონიანი და უცნობი პირები – რუსი ჩინოსნებით დაწყებული, ექსპერტებით დამთავრებული. გამოითქმის ისეთი მოსაზრებაც, რომ რუსეთმა არ უნდა დააფინანსოს აფხაზეთი […]
რამაზ საყვარელიძე – “ოცნება” მთაწმინდას თუ წააგებს, 2020-ში ძალიან გაუჭირდება”
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში უკვე დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით როგორია თქვენი შეფასება და რა მოლოდინი გაქვთ? – საინტერესო არჩევნები გველოდება წინ. სერიოზული ბრძოლა იქნება. დამოუკიდებელი კანდიდატები უფრო შემოდიან მესამე ალტერნატივის სახით და არა რომელიმე პარტიასთან ასოცირებულად. მათი სტრატეგია იქნება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის კრიტიკა […]









