კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”

დავით ქაცარავა – “რუსეთი ხაშურის ტყეების მიტაცებას აპირებს”

მიმდინარეობს თუ არა ახალი ტერიტორიების ოკუპაცია, რა ხდება ხაშურის რაიონის სოფლებში და ჩორჩანას ტყეში? “ახალი თაობის” ამ და სხვა კითხვებს სამოქალაქო მოძრაობა ძალა ერთობაშია-ს ლიდერი დავით ქაცარავა პასუხობს. – ბატონო დავით, რა ხდება ხაშურის რაიონის სოფლებში? – ამბავი არ დაწყებულა გუშინ, გუშინწინ, ან თუნდაც ორი-სამი კვირის წინ. 2018 წლის ივნისში, ჩვენი მოძრაობა ძალა ერთობაშია ჩავიდა […]

დიმიტრი ბიძინაშვილი – “ივანიშვილმა კალაძეზე შური იძია”

დაიწყო თუ არა ხელისუფლებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რა ხდება სინამდვილეში, რა გაუბედა ივანიშვილს კალაძემ? – ამ თემებზე “ახალ თაობას” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება. – ვაკის გამგებლის  მოადგილის დაკავებას მეოცნებეთა შორის დიდი ამბები მოჰყვა – კორუფციის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლაო. ამ დაკავებამდე ერთი დღით ადრე სუსმა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა. მართლა დაიწყეს კორუფციის წინააღმდეგ […]

ანა დოლიძე – „იუსტიციის საბჭოს წევრებისგან თავდასხმებს ველოდები – სასამართლოს ყველა ნეგატივი მარიონეტ კობახიძეზე აისახება”

5 თებერვალს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ სასამართლოს თემაზე ვრცელი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ყველა ის ადამიანი, არასამთავრობო სექტორი თუ პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან არის გაიგივებული, ვინც სისტემის გაჯანსაღებისთვის იბრძვის და სასამართლო სისტემაში კლანზე საუბრობს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს განცხადებები ნაცმოძრაობის ნარატივს წარმოადგენს. რას ნიშნავს ეს განცხადება, ბრძოლის რა გზას აირჩევენ და ელოდება თუ არა, რომ ყველაფერი გაკეთდება […]

რამაზ საყვარელიძე – “სააკაშვილი თუ ჩამოვა და ციხეში ჩაჯდება, ეროვნული გმირი გახდება”

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის მიერ გაზაფხულზე დაანონსებულ აქციებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, ნაციონალური მოძრაობა გაზაფხულზე აქციებს აანონსებს. სააკაშვილი იმუქრება, რომ ემიგრანტებთან ერთად ჩამოვა, რასაც პარლამენტის თავჯდომარემ კობახიძემ უპასუხა, რომ სააკაშვილს რეფორმირებული პენიტენციური სისტემა დახვდება. შეიძლება გაზაფხულზე ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დაიძაბოს? – ყველაფერი დამოკიდებულია ხალხის განწყობაზე და მათ რაოდენობაზე. როდესაც ნაციონალურ მოძრაობას […]

“ქართული ოცნების” ვაკის ოფისიდან 60.000 ლარამდე გაიტაცეს

მმართველი პარტია საგულდაგულოდ მალავდა ვაკის შტაბიდან ფულის მოპარვის ამბავს. ფულის მოპარვა “ოცნებამ” მხოლოდ რამდენიმე დღის წინ აღიარა. შსს-მ დამნაშავეებიც დაიჭირა. ფული, რომელიც “ოცნების” წევრებმავე მოიპარეს, “ოცნების” კოორდინატორებისთვის იყო განკუთვნილი. კოორდინატორებმა არჩევნებზე ფულის მოპოვებისა და სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის მაგრად იბრძოლეს. ეს ნაბრძოლი ხალხი, ბუნებრივია, თავის ფულს ასე იოლად არ დათმობდა. როგორც თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა […]

“კახა კალაძე ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს გაემიჯნა”

რას აკეთებდა ზარდიაშვილი სკვერში მოსამართლეებთან ერთად, რა თქვა კალაძემ კობახიძეზე, ვისთან ერთად ქმნის “ოცნების” ძველი გვარდია ალიანსს, ვინ ავრცელებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. ლადო სადღობელაშვილი: – ის, რაც ქვეყანაში ხდება, უკვე არანაირ ჩარჩოებში აღარ ჯდება. ოპონენტის წინააღმდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას არანაირი გამართლება არ […]

“ირაკლი ღარიბაშვილს ის ფარული ჩანაწერები არ უნდა გაენადგურებინა”

იურისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში უკანონოდ გაკეთებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბრობს. – ბატონო ლევან, უკანონო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შსს-მ 17 პირი დააკავა. კვალი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტამდე მიდის. ხელისუფლებამ შეიძლება თითი სწორედ ნაციონალური მოძრაობისკენ გაიშვიროს და მათ ის კასრები შეახსენოს? – ეს არის დანაშაული, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ერთიანად ანგრევს. ამ შემთხვევაში ყველა ერთად […]

დიმიტრი შაშკინი – „განათლების ამ რეფორმით ნიშნებს დაწერენ გოჭებით, ბამბანერკებით და ფულით”

განათლების სამინისტრომ 28 იანვარს განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები გამოაცხადა. 2019 წელს მე-11 კლასელები საატესტატო გამოცდებს აღარ ჩააბარებენ, ხოლო 2020 წლიდან ისინი მე-12 კლასელებისთვისაც გაუქმდება. ამას გარდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დროს სავალდებულო აღარ იქნება გამოცდა ზოგად უნარებში და ამას უნივერსიტეტები გადაწყვეტენ. უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, დაამატონ სხვა საგანი. ეროვნული გამოცდებისას სავალდებულო იქნება გამოცდის ჩაბარება 3 საგანში […]

გიორგი ბარამიძე – „როგორც ჟირინოვსკია პუტინისთვის, ისეა ივანიშვილისთვის „პატრიოტთა ალიანსი“

უკრაინის ავტოკეფალიის მიმართ მხარდაჭერა ამ დრომდე არც საქართველოს საპატრიარქოს გამოუცხადებია და პოზიცია არც საქართველოს ხელისუფლებას დაუფიქსირებია. სამაგიეროდ, პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ მიმართავს საპატრიარქოს, რომ მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ავტოკეფალიას. რა პროცესებთან გვაქვს საქმე, რას გააკეთებენ ამის საპირწონედ და რა გეგმა აქვთ იმისთვის, რომ ოპოზიცია იყოს მუდმივად დღის წესრიგში? – ამ საკითხებზე „ახალი თაობა“ ნაციონალური მოძრაობის […]

მამუკა გამყრელიძე – “სააკაშვილს 10 მილიარდი საიდან აქვს, არ ვიცი”

რას აპირებს ოპოზიცია და რატომ გააქტიურდა სააკაშვილი? ამ საკითხებზე “ახალ თაობას” “ძალა ერთობაშია”-ს ერთ ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე ესაუბრება. – ბატონო მამუკა, დღეს ქვეყანაში ერთ-ერთ მტკივნეულ თემად იქცა მოსამართლეთა დანიშვნის წესი. რა ხდება რეალურად? – განსაკუთრებული არაფერი ხდება, ის, რაც ხდებოდა გასული 25 წლის განმავლობაში. საქართველოს ყველა ხელისუფლება ცდილობს ისე მოიწყოს ვითარება, რომ მაქსიმალურად დიდხანს […]