“ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია უფრო “ოცნებასთან” მოხვდება კოალიციაში, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობასთან” ან სხვა რომელიმე ღიად ოპოზიციურ პარტიასთან: – აქედან გამომდინარე იმ კოალიციას – “ოცნება” პლუს გახარია – ძალიან სერიოზული ძალა ექნება. რა თქმა უნდა, მოახერხებენ მთავრობის დაკომპლექტებას. თუ მოხდა რაღაც კონტაქტები ივანიშვილსა და გახარიას შორის, მე ვიტყოდი, […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
ვახტანგ კალოიანი – „1937 წლის სტილში გამოთქმულ თენგიზ ცერცვაძის ბრალდებებს არ ვუპასუხებ“
ვახტანგ კალოიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აფასებს ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, კოვიდისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადე და დისტანციის დაცვაა, ხოლო იმუნიზაცია დამატებითი ბერკეტია. – ეს არის არაკვალიფიციური, არაპროფესიონალური განცხადება. ვაქცინაცია ნაკლებად იცავს ინფექციისგან, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხით გვიცავს მძიმე მიმდინარეობისა და გარდაცვალებისაგან. შესაბამისად, როდესაც მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს, მეორე ნაწილიც უნდა თქვას. კერძოდ კი […]
„ოცნებას“ მხოლოდ 2 რეიტინგული პერსონა ჰყავს – ღარიბაშვილი და კალაძე”
„მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თბილისის მერობის კანიდატებს შორის ყველაზე ძლიერია კახი კალაძე: – მის კონკურენტად განვიხილავ ნიკა მელიას. არ გამოვრიცხავ მეორე ტურს. „ქართული ოცნებისა“ და მისი წევრების ამომრჩეველი არა ვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ კახა კალაძის გამარჯვებაში. ის ახლაც მერია და მართლა მუშაობს. ის არის რეიტინგული. „ოცნებას“ ამჟამად სულ ორი […]
გიორგი ვაშაძე – “მელიას მხარს არ ვუჭერთ, ჩვენს კანდიდატს წარვადგენთ”
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მესამე ძალას უნდა ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი თბილისის მერობაზე. – ვინ მოიაზრება ამ მესამე ძალაში? შეიძლება გახარია თქვენ გვერდით ვიხილოთ? – არა, ჩვენ გახარიასთან არანაირი ურთიერთობა არა გვაქვს და კონკრეტულად თუ ვინ მოიაზრება, ამას უკვე თვის ბოლოს ნახავთ. დაახლოებით ერთ კვირაში გავაცნობთ საზოგადოებას ჩვენს გეგმებს. – […]
“კალაძის დამარცხება ოპოზიციას ერთიანი კანდიდატის გარეშე გაუჭირდება” – ნიკა ჩიტაძე
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კალაძის პოზიცია შედარებით განსხვავდება ღარიბაშვილის, კობახიძისა თუ მდინარაძის პოზიციებისგან. – რიტორიკა აქვს შეცვლილი კალაძეს? – ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ რაღაც მიმართულებები არსებობს, სადაც სხვა პოზიციები აქვს. მაგრამ, რადგანაც ის დათანხმდა “ქართული ოცნების” წინადადებას და ის გახდა ისევ “ოცნების” სახე, ეს იმას ნიშნავს, რომ გვინდა თუ არა, ინტერესთა თანხვედრა […]
“5 ივლისის დარბევა ჟურნალისტების და ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული” – დავით ჭიჭინაძე
“ტრიბუნას” თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს: – ეს იყო ეკლესიის წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, ასევე – ჟურნალისტების წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაცია. ხალხი სპეციალურად იყო ჩამოყვანილი და ეს არ იყო ეკლესიის მიერ ორგანიზებული. მიზანი იყო ჟურნალისტების დარბევა და კარვების აღება-დაზიანება. თითქოს ვის წინააღმდეგაც ეს აქცია იყო მიმართული, მე ის ადამიანები, […]
მარგველაშვილი – „პრემიერმა ღარიბაშვილმა ნაცების ცემისკენ რომ მოუწოდა ხალხს, მისი გაჩერება შევძელი“
საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ ჟურნალისტების დარბევა ჩვეულებრივი სტანდარტული ფორმაა, რომლითაც „ოცნების“ ეს გუნდი ურთიერთობს თავის მოქალაქეებთან: – პრემიერ ღარიბაშვილის ბიოგრაფიაში ეს არ ყოფილა პირველი მოწოდება. როდესაც პრეზიდენტი ვიყავი – არ მახსოვს, 2014 წელი იყო თუ 2015, მაშინ მან ახსენა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს გასწორებოდნენ […]
თაკო ჩარკვიანი არჩევნებში ნაციონალებთან ბლოკში შეიძლება გამოვიდეს
პარტიის “კანონი და სამართალი” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი “ახალ თაობასთან’ ინტერვიუში ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ურთიერთობის კომპლექსი არ გააჩნია: – მათ დროს არარეფორმირებული სამართლებრივი სისტემის გამო ვიყავი ოპოზიციაში და ზუსტად იმას ვაპროტესტებდი, რამაც ეს წარმატებული პარტია ქვეშ მოიყოლა. წარმატებული პარტია იყო ნაციონალური მოძრაობა, აბა რა იყო?! მან სახელმწიფო ინსტიტუციები ააშენა, ჩაბნელებული საქართველო გაანათა, მაგრამ ქვეშ მოიყოლა […]
“ოცნების” ჩამოშლა მხოლოდ გახარიას შეუძლია” – პაატა ზაქარეიშვილი
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილი ოღონდ დარჩეს ივანიშვილის საყვარელ ოპოზიციად, ყველაფერს გააკეთებს, რათა გაუფუჭოს სახელი გახარიას. – სააკაშვილი ვაშინგტონის სასტუმროში მიზანმიმართულად მივიდა? – სააკაშვილისგან ასეთები მოსულა. დარწმუნებული ვარ, გახარია სააკაშვილს მართლა არ შეხვედრია. ეს “ქართულმა ოცნებამაც” კარგად იცის, თუმცა ვნახეთ, ამაზე რამხელა ისტერიკა ასწია. აი, ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, თუ […]
“სააკაშვილს მეწყვილედ გახარია არ სჭირდება” – სოსო ცინცაძე
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, სააკაშვილისა და გახარიას ტანდემი რამდენად რეალურია თუნდაც პოსტსაარჩევნო პერიოდში? – შეიძლება, ვიღაცისთვის მიმზიდველად გამოიყურებოდეს ასეთი ტანდემი, მაგრამ ეს გამორიცხულია. ამ შემთხვევაში გახარია ვერ შეასრულებს იმ როლს, რომელიც თეორიულად და პრაქტიკულადაც, თუ ჭკუით მოიქცევა ოპოზიცია, მოვლენათა ერთობლიობამ მოიტანა. მე აქ არჩევნებში გახარიას […]