კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”

თაკო ჩარკვიანი არჩევნებში ნაციონალებთან ბლოკში შეიძლება გამოვიდეს

თაკო ჩარკვიანი _ "ოცნებიდან" 3 კვირის წინ სახლში მოგვაკითხეს... მათ სახელებსაც ვიტყვი"

პარტიის “კანონი და სამართალი” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი “ახალ თაობასთან’ ინტერვიუში ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ურთიერთობის კომპლექსი არ გააჩნია: – მათ დროს არარეფორმირებული სამართლებრივი სისტემის გამო ვიყავი ოპოზიციაში და ზუსტად იმას ვაპროტესტებდი, რამაც ეს წარმატებული პარტია ქვეშ მოიყოლა. წარმატებული პარტია იყო ნაციონალური მოძრაობა, აბა რა იყო?! მან სახელმწიფო ინსტიტუციები ააშენა, ჩაბნელებული საქართველო გაანათა, მაგრამ ქვეშ მოიყოლა […]

“ოცნების” ჩამოშლა მხოლოდ გახარიას შეუძლია” – პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი - "ოცნება" თავისი დამარცხებით ქართულ დემოკრატიას ხელს შეუწყობს"

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილი ოღონდ დარჩეს ივანიშვილის საყვარელ ოპოზიციად, ყველაფერს გააკეთებს, რათა გაუფუჭოს სახელი გახარიას. – სააკაშვილი ვაშინგტონის სასტუმროში მიზანმიმართულად მივიდა? – სააკაშვილისგან ასეთები მოსულა. დარწმუნებული ვარ, გახარია სააკაშვილს მართლა არ შეხვედრია. ეს “ქართულმა ოცნებამაც” კარგად იცის, თუმცა ვნახეთ, ამაზე რამხელა ისტერიკა ასწია. აი, ეს  არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, თუ […]

“სააკაშვილს მეწყვილედ გახარია არ სჭირდება” – სოსო ცინცაძე

სოსო ცინცაძე - "ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ"

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, სააკაშვილისა და გახარიას ტანდემი რამდენად რეალურია თუნდაც პოსტსაარჩევნო პერიოდში? – შეიძლება, ვიღაცისთვის მიმზიდველად გამოიყურებოდეს ასეთი ტანდემი, მაგრამ ეს გამორიცხულია. ამ შემთხვევაში გახარია ვერ შეასრულებს იმ როლს, რომელიც თეორიულად და პრაქტიკულადაც, თუ ჭკუით მოიქცევა ოპოზიცია, მოვლენათა ერთობლიობამ მოიტანა. მე აქ არჩევნებში გახარიას […]

“გახარიას მიმართ ინტერესი აშშ-ში გაცილებით მაღალია, ვიდრე ნაციონალების მიმართ” – მამუკა გამყრელიძე

"პარლამენტში შესვლას ნაციონალებიც აპირებენ" - მამუკა გამყრელიძე

მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ აშშ-ში გიორგი გახარიას კარგად და მაღალ დონეზე ხვდებიან. ინტერესი მის მიმართ ბევრად მაღალია, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მიმართ. – დასავლეთი ხომ არ გვიმზადებს გახარიას სახით ახალ მმართველს? – ასე ნუ განვიხილავთ. სანამ კარგად არ გაიცნობენ ვიღაცას, ისე არავის არ მოგვიმზადებენ. დასავლეთისთვის სიჩქარე და სწრაფი გადაწყვეტილებები არ არის ჩვეული. ისინი […]

“რუს ტურისტებს თუ შემოვუშვებთ, მეოთხე ტალღა არ აგვცდება” – ვატო სურგულაძე

"ტიკარაძე ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე, განათლების მინისტრი დასაჭერია" - ვატო სურგულაძე

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთში პანდემიის მეოთხე ტალღაა: – რუსი ტურისტების უკონტროლოდ შემოშვება არ შეიძლება, რუსეთში ნებისმიერი ცნობა იყიდება. ორჯერ ვაქცინირებულის ცნობასაც კი მშვენივრად გაჩვენებენ. მიკვირს, შარშან ჩაკეტილ ქვეყანაში ამდენი რუსული მანქანა როგორ შემოდიოდა. ვინ რა გააკეთა 2020-ში და რატომ იყო ამდენი რუსი ტურისტი? დღეს რუსეთში რეალური აფეთქებაა. საშინელება მოხდება, […]

“რა სჭირს მიხეილ სააკაშვილს ღლაპი გოგიტა ვაშაძის შესაცვლელი?!” – გიორგი ბარამიძე

სააკაშვილი ვაშაძეზე - "რა ქნას, მოშივდა საბრალოს"

ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე  “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გიორგი ვაშაძე ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება. – „ოცნებას“ რატომ აწყობს ის, რომ ვაშაძემ ასე ილაპარაკოს? – იმიტომ აწყობს, რომ ოპოზიციონერად აღქმული ადამიანი მთავარ ოპოზიციურ პარტიას ესხმოდეს თავს. აბა რა აწყობს „ქართულ ოცნებას“, თუ არა ეს?! – ის ამბობდა, 2 წელი შევალიე მუშაობას ნაცმოძრაობასთან და 2 […]

“გახარია რუსეთის სარეზერვო ვარიანტია” _ თამარ ჩხეიძე

"ოცნებას" დავითგარეჯი საერთოდ არ ადარდებს" - თამარ ჩხეიძე

თამარ ჩხეიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ადრე ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გახარია ივანიშვილის პროექტი იყო: – მახსენდებოდა ივანიშვილის სიტყვები იმაზე, რომ “ქართული ოცნების” ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ მას ჩაანაცვლებდა ახალი ძალა. ახლა დარწმუნებული არა ვარ იმაში, არის თუ არა გახარიას ახალი როლი და პარტია დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან. “ქართულ ოცნებას” მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-იანი ბარიერის […]

“დღეს ღარიბაშვილი გაცილებით კონსტრუქციულია, ვიდრე წინა პრემიერობისას იყო” – დავით ჭიჭინაძე

ჭიჭინაძე ჩუგოშვილის წინააღმდეგ

“ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კობახიძეს უნდა, თავისი მნიშვნელობა დაუმტკიცოს “ქართულ ოცნებას”, ბიძინა ივანიშვილს: – არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება კობახიძის ასე გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყოს, რომ მას უნდოდეს ირაკლი ღარიბაშვილის ადგილი. არჩევნების წინ ჩატარდეს ყრილობა და ღარიბაშვილი ჩაანაცვლოს. შეიძლება ეს იყოს მიზანი. თუმცა, ღარიბაშვილი, განსხვავებით მისი წინა პრემიერობისა, დღეს გაცილებით კონსტრუქციულად […]

“კობახიძე “ოცნების” მესაფლავე გახდება” – პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი - "ოცნება" თავისი დამარცხებით ქართულ დემოკრატიას ხელს შეუწყობს"

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კობახიძე ბევრ პროცესზეა პასუხისმგებელი: – სწორედ კობახიძემ დაიწყო თავის დროზე ჯერ კიდევ რესპუბლიკელების ჩაძირვა. კობახიძემ ჩაძირა და გაისტუმრა კვირიკაშვილი. კობახიძე ითვლებოდა ბიძინას გუნდში, როგორც ყველაზე სანდო, საიმედო, ერთგული პირი “ქართულ ოცნებაში”. ამიტომ სწორედ ის აგებს პასუხს იმაზე, სადამდეც მივიდნენ. ივანიშვილი რომ მხარს უჭერდა კობახიძეს, მე სულაც არა […]

“ოცნება” გახარიას პარტიასთან კოალიციას გააკეთებს” – ლევან ალაფიშვილი

ლევან ალაფიშვილი ხაზარაძის მოძრაობის წევრი იქნება

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია გარკვეულ მუნიციპალიტეტებში საკმარის მხარდაჭერას  მიიღებს: – არც იმას გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობას გაუჭირდეს მისი პარტიის მონაწილეობის გარეშე ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება. მას შეეძლება გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა საკრებულოებში. – რამდენად შესაძლებელია, დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნები დადგეს? – გიორგი გახარია და სხვა ოპოზიციური პარტიები ერთად “ქართულ ოცნებას”  პრობლემას […]