ცოტა ხნის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენიმე ახალი სახე წარუდგინა საზოგადოებას. ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ნაცმოძრაობის ახალი თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარი პოზიციების გაძლიერებას ცდილობს პარტიაში: – ეს ადამიანები რას შესძენენ ნაციონალურ მოძრაობას და რამდენად გააძლიერებენ, გავა დრო და ვნახავთ. ასე მარტივი არ არის ნაცმოძრაობის გაძლიერება. ნაცმოძრაობას სჭირდება გაძლიერებაც და განახლებაც. […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
“ელისაშვილს საბურთალოს არჩევნებზე ნაციონალები დაეხმარნენ” – მურმან დუმბაძე
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ალეკო ელისაშვილზე საუბრობს: – ალეკო ელისაშვილი რამდენი წლისაც არის, იმდენი წელია, მე პოლიტიკაში ვარ და პოლიტიკური სტაჟი მაქვს. ღრმა შეცდომა მოუვიდა. საერთო ოპოზიციურ გადაწყვეტილებას უღალატა. მას აკლია პოლიტიკური გამოცდილება და ამიტომ მოსდის შეცდომები. ელისაშვილი უბარიერო საარჩევნო სისტემას გვთავაზობს, რაც არ არის სწორი. უბარიერო […]
“ივანიშვილი კობახიძესაც ჰპირდებოდა პირველობას და გახარიასაც”
„თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა გავუშვათ. – ესე იგი, რიგგარეშე არჩევნებით? ოპოზიციის ნაწილის აზრით, ვადამდელი არჩევნების გამართვა უკეთესია 2022 წელს. – ეს ხელისუფლება ბოროტებაა. რაც მალე წავა, მით უკეთესი იქნება. თარიღს ვერ ვიტყვი. კარგია, რომ წელსვე დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. მომავალ წელსაც შეიძლება. თუ გაჭიმავს, ეს […]
“მელიას თუ დაიჭერენ, ვაია, არ დაიჭერენ, ვუია” – სოსო ცინცაძე
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტოლოგიაში ცალკე თავად შევა “მელიას კაზუსი”: – მელია “ოცნებას” მძიმედ გაეჩხირა ყელში. დარწმუნებული ვარ, “ოცნების” ლიდერები ღამეებს ათენებენ ფიქრში, როგორ ქნან, რომ თან დაიჭირონ და თან არ დაიჭირონ. დაიჭერენ ვაია, არ დაიჭერენ ვუია. ხელისუფლებამ არჩევანი ამ ორს შუა უნდა გააკეთოს. თუ მელიას იმუნიტეტს მოუხსნიან, მაშინ დანარჩენებსაც უნდა […]
“პარლამენტში შესვლას ნაციონალებიც აპირებენ” – მამუკა გამყრელიძე
მამუკა გამყრელიძისთვის გაუგებარია, რატომ ამბობს ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს. ამის შესახებ ის “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს: – იცით, რა არის ჩემთვის ყველაზე უცნაური? 36 დეპუტატი უნდა გასულიყო გაერთიანებული ოპოზიციის – ძალა ერთობაშიას სიით. რა არგუმენტი აქვთ ახლა ამის საპირწონედ, რომ გაგვიყალბეს და ამიტომ არ შევდივართ?! – დადის ხმები, რომ ნაცმოძრაობის სიიდან აპირებენ შესვლას. დაუშვებს ამას […]
“გახარია წულუკიანის ხელახალ გამინისტრებას არ დათანხმდება” – ლევან ალაფიშვილი
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ეტაპზე გახარიას შეცვლას არ ელოდება: – შემოდგომამდე გახარიას შეცვლას არ ველოდები, თუნდაც იმიტომ, რომ მისი რეალური შემცვლელი არ ჩანს. კალაძე ახლა ამისთვის არაა მზად, კობახიძის გაპრემიერება კი შეუძლებელია! შესაბამისად, “ქართული ოცნება” გახარიასთან, მის თანამდებობასთან მიმართებაში მძევალია. ამიტომაც, გახარია შეეცდება ამ მოცემულობით ბოლომდე ისარგებლოს. ამის არაერთი მაგალითი […]
“გახარიამ რიონის ხეობის ნახევარი თურქებს მიჰყიდა” – ლევან ჩაჩუა
მოძრაობა “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მან მოიპოვა და გამოაქვეყნა პრემიერ გახარიას მიერ ხელმოწერილი მთავრობის განკარგულება 24/5: – ეს არის დოკუმენტი, რომლითაც თურქულ კომპანიას საკუთრებაში, პირდაპირი მიყიდვის წესით, აძლევენ 300 ჰექტარს, ასევე 99 წლით სარგებლობის უფლებით უთმობენ ხეობის ნახევარს. – ნამუხვანჰესის მშენებლობაზე საუბრობთ? – რასაკვირველია. ამ თურქულ კომპანიას შინაგანაწესში უწერია, […]
“ლელო” და “გირჩი” პარლამენტში შევლენ – გურამ ჩალაგაშვილი
პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძის ინიციატივა 2022-ში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ არ არის მთლიანი ოპოზიციის გადაწყვეტილება. – თქვენ ემიჯნებით ხაზარაძის ინიციატივას? – არამარტო მე და ჩემი პარტია ვემიჯნებით, არამედ ემიჯნება ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, ბატონი შალვა ნათელაშვილი, ასევე ნაციონალური მოძრაობა და პარტიების უმრავლესობა, ვინც იქ ვსხედვართ. – […]
დათო ტურაშვილი ივერი მელაშვილს – რატომ არ შეიძლება გამოვიყენოთ 1938 წლის რუკა?!
მწერალი დათო ტურაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ივერი მელაშვილი არც დამნაშავეა და არც გმირი. – თქვით, რომ მამა კირიონს შეხვდით და მას არ უთმობენ ეთერს სრული სიმართლის სათქმელად. ვინ ბლოკავს მას და რისი თქმა ვერ შეძლო მან? – არ ვიცი, კონკრეტულად ვინ ბლოკავს მამა კირიონს სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ვიცი, რომ მას პრეტენზია აქვს არა […]
კახა ოქრიაშვილი – “პარლამენტში შესვლას არც კი განვიხილავ ახალი არჩევნების გარეშე”
პარტიის “პროგრესი და თავისუფლება” დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი “ახალ თაობასთან” პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე საუბრობს. – თქვენზეც ვრცელდება ხოლმე ჭორად, რომ შესაძლოა, კახა ოქრიაშვილი შევიდეს პარლამენტში. მკაფიოდ გვიპასუხეთ, განიხილავთ? – არა! არ ვაპირებ პარლამენტში შესვლას, თუ არ იქნება ჩანიშნული ახალი არჩევნები. თუ ეს მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ვადამდელი არჩევნების თარიღი არ ჩაინიშნება, პარლამენტში შესვლაზე არც კი […]